თამთა ჩაჩანიძე
01.08.2019

 რუსეთის დუმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვას უახლოეს დღეებში განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მიმართვა ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმას ათი დღის წინ გაუგზავნა, რომელიც, მათივე თქმით, 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში" მცხოვრებთა გენოციდს ეხება.

ელზა პაპოშვილი
01.08.2019

 შემოდგომიდან საქართველოში შესაძლოა ორი ახალი მედია საშუალება გაიხსნას. ამის შესახებ უკვე დაანონსებულია და ცნობილია მათი დამფუძნებლები ვინ იქნებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიას ხსნის. ამის შესახებ განცხადება, კეზერაშვილმა  "ფეისბუქზე" განაცხადა.  მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, განაპირობა მისი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ.  

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2019

 "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს დილით გამოაცხადა. კუპრავას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2019

 ლარის კატასტროფული გაუფასურება ისევ საზოგადოების მსჯელობის მთავარი თემაა. პოლიტიკური ძალები, როგორც მთავრობა ასევე ოპოზიცია, გაუფასურებას ერთმანეთს აბრალებს.

ია აბულაშვილი
31.07.2019

 "2020 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და ჩვენი პარტნიორების ამოცანაა, რომ ამ პოლარიზაციის ფონზე არ მოხდეს სერიოზული დაპირისპირება და პროცესები არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

თამთა ჩაჩანიძე
31.07.2019

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ზოგადი უნარების ტესტების შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული ზოგადი უნარების შედეგების მიხედვით აბიტურიენტების 12.9%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, მისივე ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ოთხშაბათს დილით დაიწყო და მომდევნო კვირის ბოლოს დასრულდება.

ია აბულაშვილი
31.07.2019

 "საპროტესტო აქციები არ შეჩერდება, 20 სექტემბერს დადაგმილია დიდი აქცია, რა მოთხოვნები დაემატება ვერ გეტყვით, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც დაემატოს."

თამთა ჩაჩანიძე
31.07.2019

 ბოლო დროს ხშირად ისმის დიპლომატებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველოსთვის ოკუპაციის თემა არ უნდა გახდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბათუ ქუთელია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყველაზე მოკლე გზა ნატოში გაწევრიანებაა.

ტატა შოშიაშვილი
30.07.2019

 რუსეთის ხელისუფლებამ შავი ზღვის მეოთხედზე მეტი ტერიტორია გადაკეტა, რითაც საქართველოს, უკრაინას, ბულგარეთსა და რუმინეთს საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლა შეუფერხდა. შეზღუდვები შეეხება ზღვის 5 მონაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 118 570 კვარდატული კმ-ია. ოფიციალური მოსკოვის ცნობით, შეზღუდვები 24 ივლისიდან ამოქმედდა 19 აგვისტომდე გასტანს, თუმცა კონკრეტული მიზეზები, თუ რის გამო გახდა საჭირო საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვა, არ დაუსახელებიათ. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი „უკრაინსკი მილიტარნი პორტალი“ იუწყება.

თამარ შუკვანი
30.07.2019

 „ალიანსი შეიძლება მივიღოთ, თუკი ბურჭულაძე და ხაზარაძე პოლიტიკაში შესვლას გადაწყვეტენ. თუმცა, პერსპექტივის მხრივ, ბურჭალიძის შემთხვევაში დიდი ოპტიმიზმი არსებობდა, შემდეგ ეს ოპტიმიზმი ჩაქრა და არჩევნების შემდეგ საკმაოდ მოკრძალებული შედეგი ჰქონდა. თვითონ ბურჭულაძე ხმების მომტანი არ არის, თუკი ასეთი გაერთიანება მოხდა,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ბურჭულაძე-ხაზარაძის შესაძლო ალიანსის შესახებ საუბრისას. 

ეკატერინე ბასილაია
30.07.2019

 თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე ახალ-ახალი კითხვები  ჩნდება. კონკრეტულად ის, რომ ყველა ჩვენება, რის საფუძველზე ოქრუაშვილს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება, მიცემულია პოლიციელების და სპეცრაზმელების მიერ და თან, ყველა მათგანმა ჩვენება არა 20 ივნისის მოვლენების შემდგომ დღეებში მისცა, არამედ ერთი თვის შემდეგ, 23-24 ივლისს. ანუ, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადა და ბიძინა ივანიშვილთან სკანდალურ გარიგებაზე ილაპარაკა.

თამთა ჩაჩანიძე
30.07.2019

 ბიზნესმენი ლევან ვასაძე მკაცრი მედიარეგულირების ინიციატივით გამოდის. ინტერნეტით გავრცელებულ თავის ვიდეომიმართვაში იგი „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ სასწრაფოდ შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის მკაცრად დაისჯებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×