თაკო მათეშვილი 23.12.2015
ბოლო პერიოდში ზოგიერთ ქართულ გამოცემაში აქტიურად მიმდინარეობს შავი პიარკამპანია ე.წ. "თურქული სასწავლებლების" წინააღმდეგ. იგულისხმება 15-მდე დაწესებულება - სკოლები, კოლეჯები, ბაღები, უნივერსიტეტები, რომელთა გახსნაც ცნობილი თურქი თეოლოგისა და მწერლის, ფეთჰულაჰ გიულენის სახელს უკავშირდება. მათ შორისაა ისეთი ცნობილი სასწავლებლები, როგორიც დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი.
|
სალომე სარიშვილი 23.12.2015
საყდრისის ისტორიული მაღაროს აფეთქებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში აღნიშნულ თემაზე საყდრისის მცველთა სამართლებრივი დავა ისევ გრძელდება, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე არც სასამართლო და არც საგამოძიებო უწყება ჯერ არ მისულა. ვიდრე სამართლებრივი დავა რომელიმე მხარის გამარჯვებით დასრულდება, კომპანია "არემჯი გოლდი" ადგილზე სამთო-მოპოვებით სამუშაოს აგრძელებს. იმ ტერიტორიაზე, სადაც საყდრისი მდებარეობდა, ახლა მხოლოდ დიდი ორმოა შემორჩენილი, ხოლო ძეგლის არც ერთი ნაწილი აღარ არსებობს.
|
ელზა წიკლაური 22.12.2015
ევროკავშირისა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველო მორიგი მიგრაციული შოკის წინაშე აღმოჩნდება. თუ ამას ამერიკაც დაემატება, მაშინ, სპეციალისტების გავლით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. ამ ეტაპზე სამშობლოს საზღვრებს მიღმა დაახლოებით 1,6 მლნ ქართველია. რუსეთთან და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში კი მათ კიდევ 320-400 ათასი თანამემამულე შეემატება.
|
სალომე სარიშვილი 22.12.2015
"არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა საბოლოო ჯამში, ანალიზი რომ გავაკეთოთ, რასაკვირველია, თავისუფლად შესაძლებელია, ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთოს, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული", - ამგვარია პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროცესში შესაძლო ჩართვის შესახებ.
|
თიკო ოსმანოვა 22.12.2015
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული, თუ "ოცნების" ხელისუფლებამ რადიკალური შეცდომები არ დაუშვა. იგი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივასაც მიესალმება, თუმცა დასძენს, რომ მოსკოვთან უვიზო მიმოსვლა არ არის სტაბილური და საქართველოს ორიენტაცია მთლიანად ევროპისკენ უნდა იყოს მიმართული.
|
თაკო მათეშვილი 22.12.2015
რთული, მაგრამ შესაძლებელი - ასე აფასებენ სპეციალისტები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას და დასძენენ, რომ ეს უფრო ძნელი მოსაპოვებელი იქნება, ვიდრე ევროკავშირის შემთხვევაში, რადგან ამერიკელებს უფრო მეტი მოთხოვნა და სერიოზული კრიტერიუმები აქვთ.
|
თიკო ოსმანოვა 22.12.2015
შეთანხმება მიღწეულია - საქართველო საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს ყიდულობს. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის გიორგი თავდგირიძის თქმით, საქართველო მიიღებს თანამედროვე სისტემებს, რომელიც ეფექტიანი იქნება როგორც საქართველოს ცის კონტროლის, ასევე საიმედო, გაუვალი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქოლგის შესაქმნელად.
|
ელზა პაპოშვილი 21.12.2015
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აბობს, რომ ალეკო ელისაშვილის სკანდალური განცხადების ირგვლივ პროცესები როგორც უნდა დასრულდეს, "ქართულმა ოცნებამ" ეს ბრძოლა უკვე წააგო. მისი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციისთვის ამ თემით მანიპულირება პოლიტიკურად მომგებიანი იქნება და ისინი ამ შესაძლებლობას ხელიდან არასდროს გაუშვებენ.
|
თიკო ოსმანოვა 21.12.2015
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც გააფთრებით ეწინააღმდეგება 2016 წლის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებას, "ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" ბედს უწინასწარმეტყველებს. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ეს პროექტი არსებულ კანონზე უარესია. კახა კუკავას თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება "ოცნებას" დამატებით 40 საპარლამენტო მანდატს მოუპოვებს.
|
სალომე სარიშვილი 21.12.2015
გუშინ, გამთენიისას, 4 საათზე დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცისა და, როგორც შემდეგ გაირკვა, მისი 5 წლის შვილის ცხედრები იპოვეს. კაცი ბლაგვი საგნით იყო მოკლული, ბავშვი კი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდული.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.12.2015
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება ბოლო პაციენტამდე, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ამასთანავე, 2016 წლის თებერვლიდან საქართველოში შემოდის ახალი პრეპარატი ჰარვონი, რომელიც სოფოსბუვირისა და ლედიპასვირის ნარევს წარმოადგენს და ვირუსის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ საშუალებად ითვლება.
|
თაკო მათეშვილი 21.12.2015
"თავში არ უნდა აგვივარდეს - ასე აფასებს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის მიერ დადებულ პოზიტიურ დასკვნას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მცირედია, რომ ამის შემდგომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და მუშაობა დაგვჭირდება, რათა საბოლოო მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას მივაღწიოთ.
|
|