ეკატერინე ბასილაია 31.12.2015
2015 წელს ქვეყნის მთავარ წარმატებად ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე თანხმობა დასახელდა, ხოლო წლის წარუმატებლობად გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლის უვადოდ არჩევა, თანამდებობის არაადეკვატური პრემია/დანამატები და ლარის დევალვაცია.
|
ია აბულაშვილი 31.12.2015
რა რჩევები მისცეს მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ქალაქის მერს და რას დაჰპირდა დავით ნარმანია მათ 28 დეკემბერს მერიაში გამართულ სხდომაზე, ამის შესახებ "რეზონანსი" მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, მწერალ რევაზ მიშველაძეს ესაუბრა.
|
თაკო მათეშვილი 30.12.2015
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავის შემაჯამებელ მოხსენებაში ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტჯერ რომ ეხსენებინა, მადლობა ადრინდელივით გადაეხადა და უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებულ პუტინის ინიციატივაზეც გაემახვილებინა ყურადღება, დღეს ისევ პრემიერი იქნებოდა.
|
სალომე სარიშვილი 30.12.2015
პარლამენტის რიგგარეშე გამართულ პლენარულ სხდომაზე გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციის შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა. დეპუტატების საპასუხოდ გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმოვანა, რომელიც პრემიერობის შემთხვევაში მის მიერ შერჩეულ მართვის პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს ეხებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 30.12.2015
"ახალი მემარჯვენეების" წევრი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მართალია, მურუსიძე სს სამართლის განხრის სპეციალისტია და სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულ დავებს არ განიხილავს, მაგრამ არჩევნების პერიოდში ხელისუფლება მას გამოიყენებს იმისთვის, რომ სხვა მოსამართლეებზე ზეგავლენა მოახდინოს.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.12.2015
უვადო მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პოლიციამ ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავა. ინციდენტთან დაკავშირებით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "დემოკრატიული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა ლაშა ჩხარტიშვილმა მოითხოვა, რომ დაკავებულები გაეთავისუფლებათ ან ისიც დაეკავებინათ. გარდა ამისა, ჩხარტიშვილმა "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაშლისა და მურუსიძის წინააღმდეგ 10 იანვრიდან საპროტესტი აქციების ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყება.
|
ია აბულაშვილი 30.12.2015
როგორი იყო 2015 წელი საქართველოს შიდა პოლიტიკაში და რა მიღწევებით ხვდება მთავრობა მომავალ წელს, ამ საკითხებზე "რეზონანსი" ექსპერტს და ანალიტიკოსს, დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 30.12.2015
საზოგადოების 50-ზე მეტი წარმომადგენელი პრეზიდენტისგან თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლებას ითხოვდა, რაზეც მარგველაშვილმა უარი თქვა. მისი განცხადებით, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, და არც ერთ მსჯავრდებულს პრივილეგიურ მდგომარეობაში არ აყენებს.
|
მარი ჩიტაია 30.12.2015
საპოლიციო გამოსახლების გაუქმება საბანკო სექტორის მომსახურებას გააძვირებს. სამაგიეროდ, იგი ქვეყანაში კერძო საკუთრების უფლების დაცვას აამაღლებს. საბანკო სექტორში უკვე ალაპარაკდნენ, რომ საპროცენტო განაკვეთები მოიმატებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო, რითაც ბიზნესს დარტყმა მიაყენა.
|
თიკო ოსმანოვა 30.12.2015
"საყოველთაო აღშფოთება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ არჩევამ გამოიწვია, ეფუძნება იმას, რაც ხელისუფლებამ გაამჟღავნა - აპირებს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას. სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში კი იქ ეყოლება მურუსიძე, რომელიც გაყალბებას არ ცნობს და დააკანონებს არჩევნების შედეგებს," - ამბობს "რეზონანთან" საუბრისას ა/ო "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია.
|
ლიკა ამირაშვილი 30.12.2015
მერიამ ბაგა-ბაღებში საჩუქრების მიტანა დააგვიანა, ამის მიზეზად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვების სამსახურმა გადატვირთული მოძრაობა დაასახელა. მათივე თქმით, ამის გამო კომპანიას სანქციები დაეკისრება. როგორც საკრებულოს დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სევდია უგრეხელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, სანქციები გამოსავალი არ არის და ამით არაფერი შეიცვლება.
|
სალომე სარიშვილი 29.12.2015
"მომავალი პრემიერის მესიჯები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან ახალ გუნდს გაცილებით რთული პროცესი ელოდება, ვიდრე 2012 წლის არჩევნები იყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|