ლიკა ამირაშვილი
18.01.2016

 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სისხლის სამართლის მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. მსგავსი რამ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა. საქმე ეხება მოსამართლე ლილი მსხილაძესა და 2015 წლის ოქტომბერში სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოსამართლეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

გვანცა ღვედაშვილი
18.01.2016

 მედიაში გავრცელებული ინფორაციით, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" ხელშეკრულება რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიო "თანამგზავრთან" (შპს მომხმარებელთა საყურადღებოდ") გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკროავტობუსებში მძღოლებსა და მოსახლეობას მხოლოდ რადიო "თანამგზავრის" მოსმენა შეეძლებათ.

ელზა პაპოშვილი
18.01.2016

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 36 წლის იოსებ ვ-მ სანადირო თოფით 29-წლის მამაკაცი მოკლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობა ბრალდებულის კუთვნილ სახლში მოხდა. ისინი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.

თიკო ოსმანოვა
18.01.2016

ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოციალური ფონი მძიმედება. აფხაზეთში, 2015 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, საკვები პროდუქტები დაახლოებით 20% გაძვირდა და ფასები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. პროდუქტზე ყველაზე მაღალი ფასები სოხუმშია, რომელიც ძირითადად გალიდან შეტანილი სურსათით მარაგდება. გალის რაიონში კი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ზუგდიდან შეაქვთ. რაც შეეხება ნახევარფაბრიკატებსა და ტკბილეულს, მათი იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება. რუსული ნაწარმი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედარებით იაფია.

თაკო მათეშვილი
18.01.2016

გერმანიის მთავრობა ლტოლვილთა ნაკადის შემცირების მიზნით ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიის გაფართოებას და მასში საქართველოს შეყვანას გეგმავს. უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნიდან ჩასულ მოქალაქეებს კი გერმანიაში თავშესაფარს ბევრად უფრო რთულად მისცემენ. თუმცა, გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად მიიღებენ და თუ აქამდე სტატუსის ან უარყოფითი პასუხის მისაღებად გერმანიაში ქართველ მიგრანტს თვეობით ლოდინი სჭირდებოდა, ახლა ეს დრო რამდენიმე დღემდე შემცირდება.

ია აბულაშვილი
18.01.2016

  ისტორიაში ხშირად ხდება უცნაური და საინტერესო დამთხვევები, რომელთა ახსნაც ხშირად მეცნიერებსაც უჭირთ. დღევანდელ სტატიაში გვსურს მკითხველთან ერთად გავიხსენოთ რამდენიმე ასეთი ფაქტი.

თიკო ოსმანოვა
16.01.2016

 რუსეთში, არალეგალ მიგრანტთა განთავსების ერთ-ერთ ცენტრში, დეპორტაციის მოლოდინში მოქალაქე ყარამან ხეჩიკაშვილი გარდაიცვალა. ტრაგედიის, მიზეზი, ერთის მხრივ თავად ცენტრში არსებული სიტუაცია და, მეორე მხრივ, ბიუროკრატიული გაუგებრობა გახდა - დროულად ვერ გაირკვა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო გარდაცვლილი, რათა რუსეთიდან მისი დეპორტაცია მომხდარიყო.

თაკო მათეშვილი
16.01.2016

 ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ჯოკია ბოდოკია აცხადებს, რომ მას ყოფილ ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ სთხოვდნენ ჩვენების მიცემას და ამ მოთხოვნის უკან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იდგა. იგი მის დაკავებასა და მერიაში კორუფციულ სკანდალს სწორედ ივანიშვილსა და პროექტ "პანორამა თბილისში" მის ინტერესებს უკავშირებას.

ლიკა ამირაშვილი
16.01.2016

 "თავისუფალი დემოკრატები" გავრცელებულ ხმებს მმართველ კოალიციაში მათი შესაძლო დაბრუნების შესახებ გადაჭრით უარყოფენ. პარლამენტარ ნინო გოგუაძის თქმით, სანამ "ოცნება" არაფორმალური მმართველობის ქვეშ იქნება, მანამდე "თავისუფალი დემოკრატები" ამ ხელისუფლების ოპოზიციაში დარჩებიან.

ელზა პაპოშვილი
16.01.2016

 ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში ტრაგედია დატრიალდა. სიმამრმა სიძე მისივე დანით შელაპარაკების დროს მძიმედ დაჭრა, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ სახლთან ახლოს გარდაიცვალა. გარდაცვლილი 35 წლის პაატა კ. იყო, მკვლელობაში ბრალდებული კი - 53 წლის მერაბ გ. ბრალდებულის ახლობლები და მეზობლები მკვლელობის მოტივად ოჯახურ კონფლიტს ასახელებენ.

სალომე სარიშვილი
16.01.2016

დანგრევის პირას მყოფი ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი დახურვის საშიშროების წინაშეა. ჰოსპიტალში მომუშავე მედპეროსნალისა და ვეტერანთა ნაწილის ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა კლინიკას დაფინანსება შეუწყვიტა, რის შემდეგაც ჰოსპიტალი საარსებო სახსრების გარეშე დარჩა. როგორც ექიმები ამბობენ, უკვე რამდენიმე თვეა უხელფასოდ მუშაობენ, ვეტერანებს კი საჭირო მედიკამენტები ჰოსპიტალში თავად მიაქვთ. ვეტერანების საქმეთა სამსახურში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

გვანცა ღვედაშვილი
16.01.2016

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს დაიცავს ისახავს. ხშირ შემთხვევაში ასეთ ბავშვებს არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია - დაბადებისა და პირადობის მოწმობები, რადგან მათი მშობლები/მეურვეები ბავშვებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას ვერ ახერხებენ, ან არ თვლიან საჭიროდ, რის გამოც ისინი ვერ იღებენ განათლებას, ვერ ერთვებიან სოციალურ და სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში. აღნიშნული კანონპროექტი კი სოციალურ სააგენტოებს ანიჭებს უფლებას, ასეთი ბავშვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად მიმართონ იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფასოდ მოემსახურება მათ და დაუმზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რის შემდეგაც საშუალება ექნებათ ყველა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×