ია აბულაშვილი
27.01.2016

 მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, ამჟამინდელი წევრებიდან რომელი სუბიექტი შემორჩება კოალიციას და რამდენი პოლიტიკური სუბიექტი შევა მომავალ პარლამენტში, "რეზონანსი" ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
27.01.2016

 ლგბტ პირების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ვაჭარაძეს ორგანიზაციის კუთვნილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. "იდენტობის" ყოფილი იურისტის, ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ვაჭარაძის წინააღმდეგ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანეს. თავად ბოლქვაძემ კი "იდენტობასთან" თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ვაჭარაძემ იგი საბუთების ქურდობაში დაადანაშაულა.

ელზა პაპოშვილი
27.01.2016

კიდევ ერთი თვითმკვლელობა - ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში 18 წლის მერაბ ქ. ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც გარდაცვლილი ბიჭის მეზობლები ყვებიან, სახლის აივანზე თოკით ჩამომხვრჩვალი ახალგაზრდა დედამ დილით აღმოაჩინა. ოჯახის წევრებსა და მეზობლებს თვითმკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.

ელზა პაპოშვილი
27.01.2016

 საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დიდთოვლობა და უამინდობაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აჭარაში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში. უხვი ნალექის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ რეგიონებში გართულდა.

ლიკა ამირაშვილი
27.01.2016

დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ყინვა გაძლიერდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა შეწყდება, თუმცა დედაქალაქსა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა, შესაძლოა, მინუს 8 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას კი -13 გრადუსამდეც კი დაეცეს. დათბობას სინოპტიკოსები 29 იანვრიდან გვპირდებიან.

თაკო მათეშვილი
26.01.2016

 ნაყოფიერი და იმედის მომცემი - ასე აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრთან გამართულ გუშინდელ შეხვედრას, რომელიც მათი წელიწადნახევრიანი მოთხოვნის შემდეგ შედგა.

თიკო ოსმანოვა
26.01.2016

 "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ლიკა ამირაშვილი
26.01.2016

როგორ, როდის და საიდანაა შესაძლებელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტით სარგებლობა - ეს კითხვა ძალიან ბევრ მოქალაქეს აწუხებს. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, სამგზავრო ლაინერები ძირითადად ბათუმის ნავსადგურში ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე მოძრაობენ.

თაკო მათეშვილი
25.01.2016

 "ჩემს ცხოვრებას მე ორ ნაწილად ვყოფ - ერთადერთი საცხოვრებელი ბინის იპოთეკაში ჩადებამდე და მას მერე. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი განცდაა, როცა იცი, რომ მალე ქუჩაში დარჩები. ასე მგონია, საკუთარ ჭერზე ტკბილი არაფერია და ამას ახლა ვაცნობიერებ, როცა ვკარგავ," - ეს ბატონი თემურის სიტყვებია, რომელსაც მუხიანში მდებარე ოროთახიანი ბინა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იპოთეკით აქვს დატვირთული.

სალომე სარიშვილი
25.01.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო გუნდში სისტემურ ცვლილებებს აგვიანებს, რადგან, მისი აზრით, დღევანდელი ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა სწორედ მმართველობით მენეჯმენტშია. პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი ფიქრობს, რომ ახალ პრემიერს საზოგადოებაში ნდობის კრედიტი გააჩნია, თუმცა, თუკი მოქმედებას დროულად არ დაიწყებს, დროთა განმავლობაში ვითარების მძევალი გახდება.

ლიკა ამირაშვილი
25.01.2016

 გარდაბანში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარსაა დაგეგმილი, სადაც ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატები უპირისპირდებიან. "ქართულ ოცნებას" გოჩა ჯამარაული წარადგენს, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობს. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, გარდაბნელთა პრობლემებს კარგად იცნობს და ამომრჩეველმა მხარი ამიტომ უნდა დაუჭიროს.

ლიკა ამირაშვილი
25.01.2016

 გარდაბანაში დაგეგმილ თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატია. ერთმანეთს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" უპირისპირდება. ამ უკანასკნელის კანდიდატი ბესიკ კახაბრიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, გარდაბნის პრობლემებს კარგად იცნობს და მათი მოგვარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×