ელზა პაპოშვილი 03.02.2016
საქართველოში მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გუშინ მერვე ადამიანი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდის მაჩვენებელმა იანვრის ბოლო კვირაში იკლო.
|
ლიკა ამირაშვილი 03.02.2016
მომავალი წლიდან სრული პროფესორების და უნივერსიტეტთან მიერთებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო პერსონალის არჩევა უვადოდ მოხდება, მაგრამ ხუთ წელიწადში ერთხელ ისინი ატესტაციას გაივლიან, რითაც გადამოწმდება, ისევ შეეფერებიან თუ არა დაკავებულ თანამდებობას. აღნიშნული ცვლილება განათლებისა და მეცნიერების მიერ უმაღლეს განათლებაში შემუშავებული საკანონდებლო პაკეტის ერთ-ერთი ასპექტია.
|
თაკო მათეშვილი 02.02.2016
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის არჩევნებს "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხვდება, იგი აღარც პარტიის ლიდერია და აღარც ოფიციალურად იკავებს რამე პოსტს, სპეციალისტების აზრით, კოალიცია მაინც მასთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ, ივანიშვილის "ხათრით" ხალხი მას მხარს ისევ დაუჭერს.
|
თიკო ოსმანოვა 02.02.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, ანუ უცნობი გახდა. გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ 25% წილის მფლობელ გაჩეჩილაძეს საკუთარი წილები გადაუფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან იგი ტელევიზიის 55% წილის მფლობელია. უცნობი პირობას დებს, რომ არ შეიცვლება არხის საინფორმაციო პოლიტიკა და არ მოხდება თანამშრომლების გათავისუფლება.
|
თიკო ოსმანოვა 02.02.2016
"საარჩევნო წელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტთან შემრიგებლური ტონის დამკვიდრებას ცდილობს, თუ ეს რეალურად ნიშნავს თანამშრომლობას გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობას შორის, უახლოეს მომავალში გამოჩნდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე.
|
მარიამ ხიდაშელი 02.02.2016
თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის შემდეგ სამარშრუტო ავტობუსების მძღოლები ამჯერად ზუგდიდში გაიფიცნენ. მიზეზი ავტოსადგურში კომპანია "მეტროს" გამოჩენაა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეები კვერცხების სროლაზე გადავიდნენ, რასაც 10 პირის დაკავება მოჰყვა.
|
თიკო ოსმანოვა 01.02.2016
"აპსნი გორ", "ვეჩერ ვ გაგრა", "დარი ლიხნი", "ლიხნი გორ" და "ტაინა რიცი" - ეს იმ აფხაზური ღვინოების დასახელებაა, რომლებიც რუსეთში იყიდება. სოხუმში აცხადებენ, რომ ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა კომპანიები ქართულ ღვინოებს აფხაზურად ასაღებენ, ეს კი აფხაზეთში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. დე ფაქტო ხელისუფლება ამ საქმიანობით დაკავებული ქართული და რუსული კომპანიებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვის სასამართლოში ჩივილით იმუქრება.
|
ნინო ქეთელაური 01.02.2016
წლევანდელი ზამთრის უხვი ნალექი ზვავების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკებს ზრდის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გაზაფხულზე სტიქიური მოვლენები საგრძნობლად მოიმატებს. ამ მხრივ კი რისკის ზონებად დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთის მთიანი რეგიონები ითვლება.
|
ეკატერინე ბასილაია 01.02.2016
უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები საუკუნეების შემდეგ პირველად შეიკრიბებიან და წელს 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე "წმინდა და დიდი კრება" ჩატარდება, რომელსაც მართლმადიდებელთა ნაწილი მერვე საეკლესიო კრებასაც უწოდებს. კრების მთავარი მიზანი კი, როგორც გაცხადდა, მსოფლიოსათვის მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიანობის წარმოჩენაა.
|
თაკო მათეშვილი 01.02.2016
კარგი იქნება, თუკი ამ განცხადების შემდეგ ევროკავშირი გაფართოებაზე დაფიქრდება, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "აღმოსავლეთის პარტნიორობა" პრაქტიკულად ჩაშლილია, ამის მიზეზი კი გაწევრიანების რეალური პერსპექტივის არარსებობაა.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.02.2016
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2016
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, გარდაცვლილ "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ავტომობილის დათვალიერებისას "მაკაროვის" ტიპის იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს.
|