ია აბულაშვილი
04.02.2016

"ბიძინა ივანიშვილს შემონახული ექნება სვლები, არჩევნების წინ ამომრჩევლის გული რომ მოიგოს. ერთ-ერთი ალბათ იქნება საკადრო ცვლილებები მთავრობაში და ახალი სახეები საპარლამენტო სიაში" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ლიკა ამირაშვილი
04.02.2016

მიგრაციის ცენტრის დირექტორი გიორგი გოგიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ემიგრაციის ჩვეული ტენდენცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა იკლო საბერძნეთში წამსვლელთა რაოდენობამ და იმატა იტალიასა და ესპანეთში გამგზავრების მსურეველთა რიცხვმა. ამავე დროს, იმატა იმიგრაციამაც. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ მომენტში 2000-მდე სირიელი ლტოლვილია ჩამოსული.

ელზა პაპოშვილი
04.02.2016

 პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა წარმატებული იყო. მარგველაშვილმა, მართალია, ზოგადად ისაუბრა, თუმცა აქცენტები იმ თემებზე გააკეთა, რაც სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია.

მარი ჩიტაია
04.02.2016

 "ზუგდიდის ავტოსადგურის" მძღოლების აქცია შეწყდა. თბილისის და სხვა ქალაქების მიმართულებით საქალაქთაშორისო რეისები გუშინვე განახლდა, როგორც კი ავტოსადგურის ადმინისტრაციამ კომპანია "მეტრო პლუსს" იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. მძღოლებმა დაპირისპირების პირველი რაუნდი მოიგეს.

სალომე სარიშვილი
04.02.2016

 უკანასკნელი წლების განმავლობაში სოციალური ქსელებით სარგებლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარკვეულ დამოკიდებულებადაც კი იქცა. ბევრს საკუთარი აზრისა და ემოციის გამოხატვა ვირტუალურ სივრცეში უფრო თამამად გამოსდის, ვიდრე ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია. თუმცა, არსებობს მომხმარებელთა სხვა კატეგორიაც - მაგალითად, პოლიტიკოსები, რომლებიც სოციალურ სივრცეში საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის უკეთ წარმოჩენასა და საზოგადოების ინფორმირებას ამგვარი მეთოდით ცდილობენ.

გვანცა ღვედაშვილი
04.02.2016

6 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა.

ია აბულაშვილი
03.02.2016

 მოხდება თუ არა წინასაარჩევნოდ მკვეთრი პოლიტიკური გადაადგილებები და ახალი კავშირების ჩამოყალიბება? ამ საკითხებზე "რეზონანსი" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
03.02.2016

 "ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს," - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი ინიციატივას, რომელიც "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის" ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებს და რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

მარი ჩიტაია
03.02.2016

 საქართველოში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. 2015 წლის ბოლოს ქვეყანაში სულ 1,1 მლნ მანქანა იყო რეგისტრირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ლამის ყოველ მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს მანქანა ჰყავს.

ეკატერინე ბასილაია
03.02.2016

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ სკანდალი გრძელდება - შესაძლოა, ქართულ სასამართლოებში საქმეები "შპარგალკით" გამოცდაჩაბარებულმა მოსამართლეებმა განიხილონ. საუბარია იმაზე, რომ გასული წლის 21 ნოემბერს ჩატარებულ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოსამართლეთა ნაწილმა ტესტების პასუხები წინასწარ იცოდა და თან ეს ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გავიდა.

სალომე სარიშვილი
03.02.2016

 "როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციებში ქვეყანა დადებითადაა წარმოჩენილი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე და ამ დროს ოპოზიცია თავის გამოსვლებში საპირისპიროს ამტკიცებს, ეს ნამდვილად სამარცვინო, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე და დასძენს, რომ ამგვარი დაპირისპირება ისევ და ისევ ქვეყნის იმიჯისთვისაა საზიანო.

თაკო მათეშვილი
03.02.2016

 ბოლო პერიოდში მსოფლიო ახალ საშიშროებაზე - ზიკას ვირუსზე ალაპარაკდა. იგი უკვე არაერთ ქვეყანაშია აღმოჩენილი. მათ შორის ევროპაშიც. ტროპიკულ და ეკვატორულ სარტყელში კი დაავადებამ პანდემიის მასშტაბი შეიძინა. განსაკუთრებით საშიში კი ორსული ქალებისთვისაა, რადგან ვირუსი ახალშობილებში უმძიმეს თანდაყოლილ პათოლოგიას - მიკროცეფალიას - იწვევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×