ელზა პაპოშვილი
29.01.2016

"მართალია, ამ ეტაპზე ჯერ არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ქვეყანაში ეპიდემია გამოცხადდეს, თუმცა ბოლო დღეებთან შედარებით, ვირუსის მატება შეიმჩნევა. ე.წ. ღორის გრიპით, დაიფინცირებულ ადამიანთა რიცხვი შედარებით მომატებულია და თვის ბოლომდე გააქტიურებას კიდევ ველით", - აცხადებს, ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი მაია ნადარეიშვილი, რომელმაც "რეზონანსთან" ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის მოსალოდნელ გააქტიურებაზე ისაუბრა.

სალომე სარიშვილი
29.01.2016

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხის შესახებ, მეტად ყურადსაღებია.

ია აბულაშვილი
29.01.2016

 როდის დაიდგა პირველი სკულპტურული ძეგლი თბილისში და რა გზა განვლო ქართულმა ქანდაკებამ, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს შევახსენებთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

სალომე სარიშვილი
28.01.2016

  უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც საცურაო სპორტული კომპლექსი "ლაგუნა ვერე" აღარ ფუნქციობს. უმუშევრადაა დარჩენილი ობიექტის 300-ამდე თანამშრომელი, ადგილზე კი ვითარება კვლავ უცვლელია. თანამშრომლების ნაწილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კომპლექსის დახურვის შემდეგ მათთან კონტაქტზე არავინ გასულა. თავად "ლაგუნა ვერეს" გენერალურმა დირექტორმა კი კომპლექსის ბედზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ "ლაგუნა ვერეზე" რეაბილიტაციის დაწყება მისი გადასაწყვეტი არ არის.

თიკო ოსმანოვა
28.01.2016

 "არჩევნებზე "ქართული ოცნება" 50%-ზე მეტს ნამდვილად აიღებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ხელისუფლების რეიტინგი 60%-ს ძალიან მალე ასცდება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა, რომელსაც საზოგადოების განწყობაზე და პარტიების რეიტინგებზე ვესაუბრეთ.

მაკა ხარაზიშვილი
28.01.2016

 ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 6 კანდიდატი უკვე ცნობილია. ამჯერად პრეზიდენტმა უნდა აარჩიოს ერთი მათგანი და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს. სპეციალისტების განცხადებით, დღევანდელი საბჭო, ფაქტობრივად, უფუნქციოა. ამიტომ ეროვნული ბანკის გაძლიერებისთვის მთავარია კანდიდატის პროფესიონალიზმი და გამოცდილება.

ეკატერინე ბასილაია
28.01.2016

 თითქმის 90%-ით წინასწარ გარკვეულია, რომ გარდაბნის გამგებელი "ოცნების" მიერ შერჩეული გოჩა ჯამარაული გახდება, თუმცა პოლიტოლოგების თქმით, ეს ლოკალური და შედეგით წინასწარ ცნობილი არჩევნები იმითაა საინტერესო, რომ ის "ქართული ოცნებისთვის" ოქტომბრის დიდი არჩევნების წინ ერთგვარი გამოცდა იქნება.

ია აბულაშვილი
28.01.2016

 "ქვეყნის ყველა ლიდერის მნიშვნელოვანი შეცდომა ის იყო, რომ ისინი ან თავისი ნებით ან გარემოცვის კარნახით უზომოდ ეწეოდნენ საკუთარი ავტორიტეტის ექსპლუატაციას" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" საპარლამენტო სიების ფორმირების პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
28.01.2016

 "დემოკრატიული ინსტიტუტი" ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაღის შენარჩუნების მიზნით აქციას მართავს. როგორც ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ამ ადგილას მშნებლობის გაგრძელება და თბილისის ერთ-ერთი უდიდესი ბაღის განადგურება მძიმე ეკოლოგიურ შედეგსა და სატრანსპორტო კოლაფსის განვითარებას გამოიწვევს.

ელზა პაპოშვილი
28.01.2016

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას რამდენიმე დღის წინ დნმ-ის ნიმუშების აღება მოსთხოვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

თაკო მათეშვილი
27.01.2016

 რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრამდე, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ჯერ ის უნდა გაირკვეს, თუ რას ელის ამ შეხვედრისგან რუსეთი და რა იმალება რეალურად მისი შეთავაზებების მიღმა. მისი თქმით, თუკი პუტინს ქართულ მხარესთან შეხვედრა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ დასავლეთი დაარწმუნოს, თითქოს ორ ქვეყანას შორის ჰარმონიული ურთიერთობაა, მაშინ შეთავაზებას არ უნდა დავთანხმდეთ.

ეკატერინე ბასილაია
27.01.2016

 მოსკოვი თბილისს რამდენიმე ორაზროვან და შანტაჟის ფორმის მესიჯს უგზავნის და სერგეი ლავროვის პირით აცხადებს, რომ მათ აქვთ ცნობა, როგორ იწვრთნებიან პანკისში ტერორისტები, მიუხედავად ამისა უვიზო რეჟიმის აღდგენისათვის მზად არიან ერთი პირობით - საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა წინაპირობების გარეშე უნდა აღადგინოს. რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მისი მესიჯები მხოლოდ "კეთილმეზობლური" ურთიერთობის შეთავაზებითაა მოტივირებული, თუმცა მისი ამ გზავნილებიდან ერთგვარი შანტაჟი რუსეთის მიმართ ლოიალურობაში დადანაშაულებულმა "ქართული ოცნების" წევრებმაც აღიარეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×