თაკო მათეშვილი 23.01.2016
სასიამოვნო, მაგრამ არა აღსაფრთოვანებელი - ასე აფასებენ სპეციალისტები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც მოხვდა ჩანაწერი ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.
|
ნინო ქეთელაური 23.01.2016
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხმაურისთვის ადმინიტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითხოვს. აღნიშნული წინადადებით მან საქართველოს პარლამენტს მიმართა, რომ შეიმუშაონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რათა ხმაურის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე მოხდეს.
|
თაკო მათეშვილი 22.01.2016
სამუშაო ადგილების შექმნა, ლარის კურსის დასტაბილურება, წამლებისა და პროდუქტების გაიაფება, დასაქმებულთა უფლებებზე ზრუნვა - საარჩევნოდ საზოგადოების მოლოდინი უცვლელია - მათი მოთხოვნები კვლავ სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება. თუმცა, ხალხში პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებისადმი სკეპტიკური განწყობაა.
|
სალომე სარიშვილი 22.01.2016
"თავისუფალი დემოკრატების" მიზანია, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ. ამისათვის კი ჩვენი ძალების მობილიზებას ვახდენთ და აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე და დასძენს, რომ პარტიის კვლავ კოალიციის რიგებში ხილვა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემაა.
|
თიკო ოსმანოვა 22.01.2016
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია - მკვლელობაში მხილებულნი უკრაინის მოქალაქე, 30 წლის ალეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის მოქალაქე 42 წლის ოლეგ დოევი არიან, რომლებიც წითელი ცირკულარით იძებნებიან. ოჯახი გამოძიებას ენდობა, თუმცა დამკვეთის ვინაობის დასახელებას ითხოვს, მანამდე კი კვლავ ყოფილ მაღალჩინოსნებს - გია უდესიანს და რეზო ქურასბედიანს ადანაშაულებენ.
|
ნინო ქეთელაური 22.01.2016
აღდგეს ავტომობილების ტექდათვალიერება და ტაქსების ლიცენზირება - ამ მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა. პეტიციის ავტორია მწერალი და არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელი"-ს თანადამფუძნებელი გურამ მეგრელიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 22.01.2016
ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით ერთ წლამდე ასაკის 600-მდე ახალშობილი იღუპება - ამის შესახებ დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს.
|
ია აბულაშვილი 22.01.2016
"დიდი ანტრაქტის" შემდეგ სრულიად საქართველო დიდი მოლოდინით ელის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნას, რომელიც სრულიად განახლებული იერსახით წარდგება მაყურებლის წინაშე.
|
თაკო მათეშვილი 21.01.2016
"ვერც ერთ ზამთარს ვერ დაასახელებთ, გრიპი რომ არ ყოფილიყო. წლევანდელი ზამთარიც ჩვეულებრივია, ჩვეულებრივი გრიპით. წინა და იმის წინა წლებისაგან არაფრით განსხვავდება," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
|
ია აბულაშვილი 21.01.2016
არჩევნების მოახლოებასთან ერთად რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და შეძლებს თუ არა კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ერთობის შენარჩუნებას, ამ საკითხებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
|
თაკო მათეშვილი 21.01.2016
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ხელისუფლების შემცირებულ რეიტინგზე საუბრობს და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მმართველ გუნდში ამის გამოსწორება უკვე დაიწყეს და პრემიერის შეცვლაც სწორედ ამის მანიშნებელია.
|
ელზა პაპოშვილი 21.01.2016
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კუჭავაც მოკლულია და ორივე მკვლელობა "წინასწარ დაწერილი სცენარი" იყო.
|