ია აბულაშვილი 13.01.2016
ისტორიის საკუთრებად იქცა კიდევ ერთი წელი თავისი გამარჯვებებითა და გადაჭრილი, თუ უფრო მეტად - გადაუჭრელი პრობლემებით, ახალი მთავრობებით და ძველი გამოწვევებით. ახალ წელს კი თავის ეშხს მატებს საშემოდგომო არჩევნები; როგორი შეიძლება იყოს ახალი წელი, რას უნდა ველოდოთ კიდევ თორმეტ თვის განმავლობაში, ამ კითხვით "რეზონანსმა" ანალიტიკოს სოსო ცინცაძეს მიმართა.
|
თიკო ოსმანოვა 13.01.2016
"კულუარებში ამბობენ, ახლა მსჯელობა მიმდინარეობს "თავისუფალი დემოკრატების" შემატებაზე... მათი გადასაწყვეტია, რას იზამენ, მთავარია, მათ გამოხატონ სურვილი," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე. არადა ორი დღის წინ ჩვენთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ალასანიას გუნდის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა მაია ფანჯიკიძემ კატეგორიულად უარყო რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან წინასაარჩევნო გაერთიანება. იგივე განცხადება ახალი წლის მიჯნაზე "რეზონანსთან" ინტერვიუში ირაკლი ალასანიამაც გააკეთა.
|
თაკო მათეშვილი 12.01.2016
სპორტსმენებისა და მსახიობების გარდა, "ქართულ ოცნებას" პოლიტოლოგები ზოგიერთი პარტიის გაშვებასაც ურჩევენ. ამ პარტიებში გოგი თოფაძის "მრეწველებსა" და გუბაზ სანიკიძის "ეროვნულ ფორუმს" გულისხმობენ და ამბობენ, რომ კოალიციაში მათი ყოფნით მმართველ გუნდს არათუ არაფერი ემატება, არამედ აკლდება კიდეც, რადგან ამ პარტიების წარმომადგენლების სკანდალური განცხადებები მთელი კოალიციის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს.
|
სალომე სარიშვილი 12.01.2016
"მაშინ, როდესაც ჩვენ რუსული რელსებიდან მთლიანად ევროპულზე გადავერთეთ, როდესაც რუსეთთან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ დისტანცირებას ვცდილობთ და მაშინ, როდესაც ვხედავთ, როგორ ახერხებს რუსეთი ზოგიერთი ქვეყნის მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევას, გაურკვეველია ჩვენი "გაზპრომთან" თანამშრომლობისკენ სწრაფვა", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია.
|
თიკო ოსმანოვა 12.01.2016
"გარწმუნებთ, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც საქართველოს "გაზპრომზე" დამოკიდებულს გახდის. პრინციპულად გამორიცხულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებების გასაიდუმლოება კომერციული საკითხების გამო ხდება.
|
თიკო ოსმანოვა 12.01.2016
ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა სამი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ.
|
ელზა წიკლაური 12.01.2016
საქართველოში დაახლოებით 2500-მდე სსიპ-ი და აიპ-ია, თუმცა ბიუჯეტის ანგარიშგებაში მხოლოდ რამდენიმე ასეულია შეყვანილი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაც მხოლოდ მათზე ვრცელდება. ამ მონაცემებით, 2016 წელს სსიპ-ებისა და აიპ-ების ბიუჯეტი 1,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 45% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივსება, დანარჩენი 55% კი "კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან". სხვა დეტალები, მაგალითად, ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით არსად ჩანს, რაც ეჭვს აღძრავს.
|
ელზა წიკლაური 12.01.2016
სემეკის წევრობის კანდიდატურები მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კვლავ დავის საგნია. მარგველაშვილის მიერ შერჩეული 2 კანდიდატი მთავრობამ ისევ დაიწუნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს მთავრობასთან აუცილებლად გამართავს, მთავრობა კი ისევ დუმს.
|
თიკო ოსმანოვა 11.01.2016
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დავით ზალკალიანის დანიშვნას მისი ყოფილი თანაგუნდელი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე ეხმაურება და ყოფილ თანაგუნდელს გადაწყვეტილებას უწუნებს. ფანჯიკიძის თქმით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრობისას ზალკალიანის უშუალო ხელმძღვანელი იყო, ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო და პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
|
ეკატერინე ბასილაია 11.01.2016
2016 წლამდე მმართველი ძალისათვის ხელისუფლების შესანარჩუნებლად მაჟორიტარული სისტემა ისევ მთავარ საშუალებად დარჩა და ამდენად, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარების პოლიტიკური ფასიც ძალიან მაღალია. წინასწარ კეთდება პროგნოზები, რომ არჩევნებს მოიგებს ის ძალა, ვინც მაჟორიტარებში მეტ მანდატს მოაგროვებს.
|
სალომე სარიშვილი 11.01.2016
თურქეთის ქალაქ სტამბულში ნაპოვნი ფლამანდიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის (1599-1642) ტილოს ნამდვილობის დასამტკიცებლად ექსპერტიზა კვლავ გრძელდება, თუმცა მანამდე თურქი სპეციალისტები კლევის პირველად მონაცემებზე დაყრდნობით ტილოს ორიგინალობაზე უკვე საუბრობენ. ამის შესახებ თურქული "ჰურიეთი" რამდენიმე დღის წინ წერდა. საბოლოო დასკვნას კი, გაზეთის ცნობით, თურქეთის ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერტები დადებენ.
|
თაკო მათეშვილი 11.01.2016
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივით შეცვლის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ სახელმწიფო მდიდრისა და ღარიბისთვის ფულს თანაბრად არ უნდა ხარჯავდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|