თიკო ოსმანოვა
21.01.2016

 მოსკოვის სასამართლომ 25 წლის მოსკოველი ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ბიოლოგიურ შვილად და მემკვიდრედ აღიარა. ასე დასრულდა 9-თვიანი სასამართლო პროცესი ანასტასია გონჩაროვასა და კახა ბენდუქიძის მეუღლეს, ასევე რუსეთის მოქალაქე ნატალია ზოლოტოვას შორის.

სალომე სარიშვილი
21.01.2016

 "ჩემი შთაბეჭდილებით, ქართული მხარე ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართულ ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებს საერთოდ ვერ აკონტროლებს. როგორც ჩანს, ეს პროცესი ზოგჯერ არცთუ ისე სახარბიელო შედეგს იძლევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, იქ ფრესკების არაჯეროვან კონსერვაციაზეა საუბარი," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

ეკატერინე ბასილაია
20.01.2016

 როგორი იქნება "ქართული ოცნების" სია მომავალი არჩევნებისათვის, ეს სავარაუდოდ მარტისთვის იქნება ცნობილი, თუმცა ახალი წლის დადგომის შემდეგ "ქართული ოცნების" საპარლამენტო რიგებში 2016 წლის პარტიულ სიაში მოხვედრა-არმოხვედრის გამო ნერვიულობამ პიკს მიაღწია.

ია აბულაშვილი
20.01.2016

 ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, როგორი იქნება კოალიცია "ქართული ოცნების" სიის საბოლოო სახე, "რეზონანსი" პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

მარი ჩიტაია
20.01.2016

 ასი ათასზე მეტმა ოჯახმა საქართველოში ქონება უკვე დაკარგა. საბანკო ვალების თუ უმუშევრობის გამო უამრავ ადამიანს ქონების დათმობა უწევს. მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. მოვალეების 3/4 კი რეალურად კარგავს ქონებას.

ელზა პაპოშვილი
20.01.2016

 16 იანვარს სამეგრელო-ზემო სვანეთის გაუჩინარებული პროკურორი ვახტანგ ქირია თბილისში, ქავთარაძის ქუჩის 324-ში, პირველ სართულზე 4-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ელზა პაპოშვილი
20.01.2016

 ცოლთან შელაპარაკების გამო 30 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. შემთხევევა ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება ამჟამად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიდის, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა კაცი მოკლულია და მკვლელი მისი ცოლია.

ია აბულაშვილი
20.01.2016

 1789 წლის 11 იანვარს მეფე ერეკლე მეორე თელავში, თავის სასახლეში იმ ოთახში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა. ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიიდან ყველაზე ხანგრძლივ მონარქს, ქართლ-კახეთის ერთ-ერთ ბოლო მეფეს ხალხმა სიცოცხლეშივე მრავალი ლექსი, პოემა თუ ლეგენდა მიუძღვნა. თავად არაფერი უთქვამს საკუთარი თავის სადიდებლად, ჩუმად, უსიტყვოდ წავიდა ამ ქვეყნიდან.

ლიკა ამირაშვილი
19.01.2016

 იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების მატებაა მოსალოდნელი - როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "რეზონანსთან" განაცხადა, ეპიდემია იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ ყოველ 100 ათას მოსახლეზე გრიპის რაოდენობა 500 შემთხვევას გადააჭარბებს.

თიკო ოსმანოვა
19.01.2016

 "ვინ რას გეგმავს მომავალში, გამოჩნდება ძალიან მალე, იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და ამ პროცესში კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები შესაძლოა, საერთო ინტერესებს ეძებდნენ", - ეს განცხადება "რეზონანსთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააკეთა და ალეკო ელისაშვილი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის წინააღმდეგ კოალიციის შექმნაში დაადანაშაულა.

თაკო მათეშვილი
19.01.2016

 ევროკომისია ევროსაბჭოს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე წინადადებით აპრილამდე მიმართავს. ამის შემდეგ გასავლელი პროცედურების გათვალისწინებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას და მის საბოლოო ამოქმედებას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება.

სალომე სარიშვილი
19.01.2016

 "გაზპრომთან" მოლაპარაკებისას მაღალი კვალიფიკაცია, კომპეტენტურობა და ენერგეტიკის სფეროში კარგი გამოცდილების ქონაა საჭირო, რათა საქართველომ გარიგების უკეთესი მხარე მიიღოს, სხვა შემთხვევაში ეს ურთიერთობა სიკეთის მომტანი ვერ იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ლიდერთა სკოლის ხელმძღვანელი და ეკონომისტი გია მაისაშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×