გვანცა ღვედაშვილი
11.01.2016

 საქართველოში 2011-2012 წლებში უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის მასობრივმა შესყიდვამ ზოგიერთ რეგიონში კონფლიქტური სიტუაცია შექმნა. ქართლსა და კახეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის ინიციატივით, რის შემდეგაც პარლამენტმა 2012 წლის გაზაფხულზე უცხოელების მიერ მიწის შესყიდვაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

გვანცა ღვედაშვილი
09.01.2016

 რა განსხვავებაა ყოფილ და ახალ პრემიერ-მინისტრებს შორის? ექს-პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა. გარდა ამისა ამბობს, რომ მას არ გააჩნდა საკუთარი პოლიტიკური ნება და პოლიტიკაში შემთხვევით იყო მოხვედრილი. რაც შეეხება ახლანდელ პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილს, იგი რადიკალურად განსხვავდება ყოფილი პრემიერისგან და მასთან შედარებით გაცილებით დამოუკიდებელიც იქნება.

ლიკა ამირაშვილი
09.01.2016

 გარდაბნის რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატად თავდაპირველად ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განიხილებოდა, თუმცა "ოცნებამ" საბოლოო არჩევანი გოჩა ჯამარაულზე შეაჩერა. როგორც არეშიძემ "რეზონანსს" უთხრა გარდაბანში არჩევნების მონაწილეობის სანაცვლოდ "ოცნებას" თავისი პირობა შესთავაზა, რაც მომავალში მის მაჟორიტად წარდგენას გულისხმობდა.

თიკო ოსმანოვა
09.01.2016

 შეწყალების კორუფციულ სკანდალთან და ალეკო ელისაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის და "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესელიამ ორი სარჩელი უკვე შეიტანა ანალოგიურ სარჩელს კი კობახიძე ელისაშვილის წინააღმდეგ საშობაო პერიოდის შემდეგ შეიტანს. საუბარია ე.წ. კოკაინის საქმეზე დეპუტატების მხრიდან საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე.

თაკო მათეშვილი
09.01.2016

 საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მოწოდებული კონსულტაციები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, როგორც ჩანს, არ შედგება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, ოღონდ მთავარ საკითხზე - პროპორციული სისტემის შემოღების 2020 წლამდე გადავადებაზე აზრის შეცვლას არ აპირებენ. ოპოზიცია კი ამგვარი წინაპირობით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ "მეასეხარისხოვან" საკითხებზე ლაპარაკში დროს არ დახარჯავენ.

ელზა პაპოშვილი
09.01.2016

 ლაგოდეხის ტყეში დაკარგულ სამ მონადირეს უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, დაღესტანში ეძებენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 დეკემბერს დაკარგული მონადირეები რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რაც არ დადასტურდა.

თაკო მათეშვილი
08.01.2016

 ირაკლი ღარიბაშვილის საიდუმლოებით მოცული გადადგომის შემდეგ აქტუალურია კითხვა თუ რა მისიით წავიდა ხელისუფლებიდან ყოფილი პრემიერი, რა დავალება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან და მიიღო თუ არა იგი საერთოდ.

სალომე სარიშვილი
08.01.2016

 "მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ თუკი ჩემი დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება გადაწყდება, ეს არა რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ჩემი პირადი არჩევანი იქნება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკანიანი, რომელიც უახლოეს დღეებში კვლავ ამ თანამდებობას დაიკავებს.

პატრიარქი ილია II
08.01.2016

 ნინი ქეთელაური

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია ||-ის 2016 წლის საშობაო ეპისტოლე ყოველდღიური ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შეეხება და ძირითადი აქცენტი ადამიანთა ურთიერთობებსა და სიყვარულზე კეთდება.

თაკო მათეშვილი
31.12.2015

 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლით ქვეყანაში ბევრი არაფერი იცვლება, რადგან არაფორმალური მმართველობა გრძელდება და ძირეული და სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა.

თიკო ოსმანოვა
31.12.2015

 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მმართველი პარტია მოიპოვებს, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. პარლამენტში უფრო მეტი პარტია შევა და მმართველ პარტიას მათთან თანამშრომლობა, ბლოკების შექმნა მოუწევს, ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" 2015 წლის შედეგებსა და 2016 წლის პერსპექტივებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
31.12.2015

 თელავში პოლიციელებზე თავდასხმა მოხდა. 19 წლის ახლაგაზრდამ სანადირო თოფიდან გასროლით ორი პოლიციელი დაჭრა. ორივე მოგვიანებით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა პოლიციის ეზოში მოხდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×