ლიკა ამირაშვილი 15.01.2016
ასაკის, სქესისა და პროფესიის მიუხედავად მთელი საქართველო ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად გაერთიანდა - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს ისტორიული შანსი აქვს, რომ ნბა-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე მოხვდეს.
|
თიკო ოსმანოვა 15.01.2016
"ქართულ ოცნებას" ვინ მიემატება ან ვინ მოაკლდება, ეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას არ მოახდენს. ახლა მთავარი საკითხია, როდის და რა შემადგენლობით ჩამოყალიბდება ოპოზიციის ალტერნატივა. "ქართული ოცნება" იარსებებს ზუსტად იმ დღემდე, ვიდრე ჩამოყალიბდება გაერთიანებული ოპოზიცია. როგორც კი ოპოზიცია გაერთიანდება, 3-4 თვეში "ოცნება" ოფიციალურად აღესრულება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.
|
თაკო მათეშვილი 15.01.2016
ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ, ცვლილებები მინისტრების ნაცვლად, მათ მოადგილეებს შეეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო რეორგანიზაცია თავიდანვე დააანონსა, ჯერჯერობით მინისტრები არ შეუცვლია, თუმცა სამინისტროებში წმენდა მაინც მიმდინარეობს.
|
ელზა პაპოშვილი 15.01.2016
"საქართველოს განვითარების ფონდის" წევრის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნება" ახალი სახეების მოძიებას ვერ ახერხებს, რადგანაც არც ერთ ინტელექტუალ და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანს ამ პარტიასთან ურთიერთობა არ სურს.
|
ია აბულაშვილი 15.01.2016
"მხოლოდ ერთი ასპარეზი დაგვრჩენია - თეატრი, საიდანაც შეგვიძლია გავიგონოთ ჩვენი დედაენა, ის ენა, რომელზედაც მუსიკობდა რუსთაველი, ბრძანებლობდნენ თამარები, რომლებზედაც ჰქადაგებდნენ ნინოები და რომლებზედაც წამებულნი სიმდაბლით ღმერთებს ადიდებდნენ - ქეთევანები და მათნი მსგავსნი.
|
ია აბულაშვილი 14.01.2016
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, გამარჯვების რა შანსი აქვთ პოლიტიკურ ძალებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, "რეზონანსი" ექსპერტს, პეტრე მამრაძეს ესაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 14.01.2016
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დავით ზალკალიანის დაბრუნების შემდეგ კულუარებში კოალიციისა და "თავისუფალი დემოკრატების" შერიგებაზე ალაპარაკდნენ. ამგვარი ხმების გავრცელებას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძეც ადასტურებს, "თავისუფალი დემოკრატები" კი კატეგორიულად უარყოფენ, ირწმუნებიან, რომ საარჩევნო მარათონში დამოუკიდებლად, ყოველგვარი კოალიციის გარეშე ჩაერთვებიან.
|
ლიკა ამირაშვილი 14.01.2016
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ეს ზამთარი გრიპისა და მსგავსი ვირუსული დაავადებების დაბალი ინტენსივობით გამოირჩევა.
|
თაკო მათეშვილი 14.01.2016
პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ თურქეთში ტერორისტული აქტები გაგრძელდება. ამბობს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საკმარისზე მეტი მტერი ჰყავს, ამიტომ ამის გამკეთებელი ბევრია.
|
ლიკა ამირაშვილი 14.01.2016
თბილისში 4-ჯერ ნაკლები გამწვანებული ტერიტორიაა, ვიდრე ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ითვალისწინებს, - აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, თბილისში ყველაზე ცოტა ბაღი და სკვერი ცენტრალურ, პრესტიჟულ უბნებშია - ვაკეში, საბურთალოსა და მთაწმინდაზე.
|
სალომე სარიშვილი 14.01.2016
ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფას, ცემას გულისხმობს. გუშინდელი მონაცემებით, თავდამსხმელები დაკავებული ჯერ არ იყვნენ. დაზარალებული ჟურნალისტები კი საქმის გადაკვალიფიცირებას ხულიგნობისა და მუქარის მუხლით ითხოვენ.
|
ელზა პაპოშვილი 14.01.2016
ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქალაქის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი ბიჭის ახლობლების თქმით, მან თავი სწორედ იმ ქუჩაზე ჩამოიხრჩო, სადაც თავად ცხოვრობდა.
|