რეზონანსი
25.01.2016

 გასულ კვირას "იუთუბზე" აღმოჩენილმა ერთ-ერთმა ვიდეომ ქართულ მედიასა და ინტერნეტ სივრცეში საყოველთაო აღშფოთება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საუბარია ვიდეოზე, რომელიც ატვირთულია "იუთუბზე" შექმნილი ექაუნთიდან "MENQ meroncov" ("ჩვენ თვითონ").

გვანცა ღვედაშვილი
25.01.2016

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მმართველ კოალიციაში პარტიების დამატების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ოფიციალური შეთავაზება არც "მწვანეთა" და არც სოციალ-დემოკრატების პარტიის მხრიდან ჯერ არ მომხდარა.

ელზა პაპოშვილი
25.01.2016

ზამთრის დადგომასთან ერთად, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ამ წელს გაზით მოწამვლის და გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით გამოწვეული ფატალური შედეგის შესახებ სტატისტიკის გასაგებად "მთელი კვირა" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუკავშირდა.

ნინო ქეთელაური
25.01.2016

 "წინა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ხანდახან გვიჭირდა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება"- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიურმა "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
25.01.2016

 ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ კვლავ ვნებათაღელვაა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, არხის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა მაკა ასათიანმა და მისმა მეუღლე კოტე გოგელიამ, შესაძლოა, ტელევიზიაზე მართვის ბერკეტები დაკარგონ და ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე, ანუ უცნობი გახდეს. თავად გაჩეჩილაძე ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ია აბულაშვილი
25.01.2016

 როდის დაიდგა პირველი სკულპტურული ძეგლი თბილისში და რა გზა განვლო ქართულმა ქანდაკებამ - ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს შევახსენებთ ჩვენს მკითხველს დღევანედელ სტატიაში.

ია აბულაშვილი
25.01.2016

 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნამდე რამდენიმე დღე დარჩა და როგორც თეატრის მესვეურები აცხადებენ, თეატრში მისულ საზოგადოებას არაერთი სიახლე და სიურპრიზი ელოდება. ერთ-ერთი მათგანი თეატრის უმნიშვნელოვანესი ექსპონატია - ცნობილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მიერ მოხატული სასცენო ფარდა.

ლიკა ამირაშვილი
23.01.2016

 წელს საქართველოში ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი, რომელშიც ამერიკული სამხედრო ტექნიკა, კონკრეტულად კი "აბრამსის" ტიპის ტანკები იქნება გამოყენებული. წვრთნების დასრულების შემდეგ კი, შესაძლოა ეს ტანკები საქართველოში დარჩეს.

ელზა პაპოშვილი
23.01.2016

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, მოკლული ვახტანგ ქირიას ავტომობილი, 10-დღიანი ძებნის შემდეგ გუშინ თბილისში, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

თიკო ოსმანოვა
23.01.2016

 საპარლამენტო არჩევნებამდე 9 თვით ადრე მმართველ კაოლიციაში საარჩევნო სიის შედგენაზე იწყება მუშაობა. მთავარი განსახილველი საკითხებია კოალიციის სუბიექტებს შორის ადგილების გადანაწილება საარჩევნო სიაში და კოალიციის შესაძლო გაფართოება.

სალომე სარიშვილი
23.01.2016

 სამთავრობო გუნდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მედიასა და ექსპერტულ წრეებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მინისტრთა კაბინეტში სიახლეები არ არის, კულუარებში რამდენიმე უწყების ხელმძღვანელის ცვლილებაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ.

ეკატერინე ბასილაია
23.01.2016

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის 65 ათასზე მეტი მცხოვრები რუს ამომრჩევლად ციმბირში დარეგისტრირდა. ამ ინფორმაციას იმიერბაიკალის მხარის საარჩევნო კიმისიაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×