თიკო ოსმანოვა
01.02.2016

 "გარწმუნებთ, ძალიან დიდი ალბათობით, 2008 წლის კონფლიქტის სამივე მხარის წარმომადგენლები მიეცემიან პასუხისგებაში. ასეთი სერიოზული გამოძიება ამდენი წლის მერე საფუძვლის გარეშე არ დაიწყებოდა. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება მტკიცებულებების მოპოვებაზე, რომელიც ხელთ ექნებათ და რომლის საფუძველზეც წაუყენებენ კონკრეტულ პირებს ბრალს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ა/ო "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია.

ლიკა ამირაშვილი
01.02.2016

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა მოთხოვნით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, სადაც "ქორწინება" განმარტებულია, როგორც "ქალისა და მამაკაცის ერთობა". ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ლგბტ პირებს სრული უფლება გაუჩნდებათ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების ოფიციალურად დაკანონება მოითხოვონ.

ლიკა ამირაშვილი
01.02.2016

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის "ქაკქარელი სიმოდსის" მიერ ჩატარებული კვლევებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების ტოპ-100-ში არცერთი ქართული უმაღლესი სასაწავლებელი ვერ მოხვდა.

ნინო ქეთელაური
30.01.2016

 ფიზიკურ შეურაცხყოფაზე 2016 წლის არჩევნებამდე, შესაძლოა, კანონი გამკაცრდეს. აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც იუსტიციის მინისტრს ამჟამად არსებული კანონის გადახედვისკენ მოუწონდა.

ლიკა ამირაშვილი
30.01.2016

გარდაბნის გამგებლის არჩევნები "ქართული ოცნების" გამარჯვებით დასრულდა. არჩევნები კანდიდატების მხარდამჭერთა დაპირისპირებისა და შეხლა- შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ გარდაბნის არჩევნებში მხოლოდ ორი პარტია მონაწილეობდა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". შედეგები კი ასეთია: "ოცნების" კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა ხმების 70.15% მიიღო, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა - 29.75%.

ეკატერინე ბასილაია
30.01.2016

 "არაფერი არ ხდება პანკისში, არც არავის წვრთნიან და არც არავინ ისვენებს. უბრალოდ, ხალხი თავისი გაჭირვებით ცხოვრობს და დაიღალა მუდმივად იმის ძახილით, რომ ხეობაში ტერორისტები არიან", - აცხადებს "რეზონასთან" საუბრისას პანკისის მცხოვრები 40 წლის მამაკაცი, რომელიც თავს სალაფიტს (იგივე ვაჰაბიტი) უწოდებს და საჯაროდ ვინაობის დასახელება არ სურს.

თაკო მათეშვილი
30.01.2016

 მასშტაბური შერიგების პროცესი თუ წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილი - არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერი კვირიკაშვილი წინამორბედის ტრადიციას არღვევს და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრება.

გვანცა ღვედაშვილი
30.01.2016

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში უფლებათდამცველების დაცვის კუთხით ვითარების გაუარსესების ნიშნები შეიმჩნევა.

ელზა პაპოშვილი
30.01.2016

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს დნმ-ის ნიმუშები აუღეს. როგორც ცნობილია, პროკურორებმა მათთვის დნმ-ის ანალიზის აღება მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხეს, რადგანაც რამოდენიმე დღის წინ მათ ცააძემ და ფირცხალავამ, უნდობლობის მოტივით, დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარი განუცხადეს.

ლიკა ამირაშვილი
29.01.2016

 გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩაიარა - ინციდენტი მე-2 საარჩევნო უბანში მოხდა, რის პროვოცირებაშიც "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებს, რასაც "ოცნება" კატეგორიულად უარყოფს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანთან ინციდენტის პროვოცირება "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა განახორციელეს.

თაკო მათეშვილი
29.01.2016

 საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა თუ საბაბი პანკისში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად - სპეციალისტები მსჯელობენ თუ რა იმალებოდა სერგეი ლავროვის ხმაურიანი განცხადების მიღმა, თითქოს პანკისში ტერორისტული საფრთხეა.

თიკო ოსმანოვა
29.01.2016

 7 წლის შემდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას იწყებს. საქმის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ნებართვა უკვე მიიღო. საქმე 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება. საერთაშორისო სასამართლოს ინფორმაციით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×