ლიკა ამირაშვილი
06.02.2016

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში ზიკას ვირუსის გავრცელების ტემპს საგანგაშოს უწოდებს. 1-ლ თებერვალს ჟენევაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანმოს ხელმძღვანელობამ ეს ვირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ელზა პაპოშვილი
06.02.2016

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძვალი იპოვეს. სამართალდამცველები დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილიდან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებები ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა.

თიკო ოსმანოვა
05.02.2016

 "მაესტროს" პარტნიორთა კრებამ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძე გადააყენა და მის ადგილზე ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. გადაბაძე გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის, რადიკალურ ბრძოლას იწყებს და ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელს და ახალ გენერალურ დირექტორს ტელევიზიაში შესვლის უფლებას არ მისცემს.

თაკო მათეშვილი
05.02.2016

 წინასაარჩევნო კამპანია კარსაა მომდგარი, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, ჩაერთვება თუ არა მასში ბიძინა ივანიშვილი და თუ ჩაერთვება, რა ფორმით, არ არსებობს.

ეკატერინე ბასილაია
05.02.2016

 "გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ზღვარი აქაც უნდა იყოს", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" კანონპროექტზე საუბრისას.

აკაკი გვიმრაძე
05.02.2016

 "სადღეისოდ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, რომ ნატოსთან ურთიერთობა განავითაროს და ინტეგრაციული პროცესები გააღრმავოს.

ელზა პაპოშვილი
05.02.2016

 ია ანთაძე არ თვლის, რომ "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე, შესაძლოა, რამე პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩაბმული, თუმცა ტელევიზიის ირგვლივ ირაკლი რუხაძის სახელის და ფულის დაკავშირება, მასში გარკვეულ კითხვებს იწვევს.

ია აბულაშვილი
05.02.2016

 ამბობენ, დალხენილ ქვეყანაში მეფობა კეთილდღეობას და დიდებას უკვავშირდება, მაგრამ საქართველო არასდროს ყოფილა დალხენილი და ურთულეს საგარეო თუ საშინაო წინააღმდეგობებში მოქცეულ, დიდი და მცირე ომებით გატანჯულ ქვეყანაში მეფობაც მძიმე ხვედრი იყო.

ელზა პაპოშვილი
04.02.2016

 დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ კორექტული და მოზომილი იყო, მარგველაშვილმა ისაუბრა ყველა იმ საჭირო თემაზე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს.

თაკო მათეშვილი
04.02.2016

 რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე წინასაარჩევნო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიამ მზადება უკვე დაიწყო, თუმცა კოალიციურ რეჟიმში ჯერ მოლაპარაკების მაგიდას არ მისხდომიან. შესაბამისად, ჯერჯერობით არც სიის შემადგენლობაა ცნობილი და არც კვოტები.

ეკატერინე ბასილაია
04.02.2016

 პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ორი რამით იყო თვალში საცემი - პირველი და დადებითი იყო ის, რომ "ოცნების" მმართველობის 4-წლიანი ვადის ბოლოს ტრადიცია დაირღვა და ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მინისტრთა კაბინეტი პირველად დაესწრო; ხოლო მეორე და საკმაოდ სკანდალური გამოდგა ის, რომ "მრეწველმა" გოგი თოფაძემ თქვა, რომ პრეზიდენტი "ხათრით" არის არჩეული და საკმაოდ უხერხული განცხადება გააკეთა, გიორგი მარგველაშვილს ქართველი ხალხი "დაუნები ჰგონიაო".

თიკო ოსმანოვა
04.02.2016

 ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა - დღეს დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე ტელეკომპანიის მიერ დაგროვილ ვალებსა და გენერალური დირექტორის გადაყენებაზე იმსჯელებენ, რაც სავარაუდოდ, ხმაურის ფონზე ჩაივლის, რადგან ვალებთან დაკავშირებით აუდიტის 2 სხვადასხვა დასკვნა არსებობს, რომელიც ტელევიზიის მეწილეებს შორის დაპირისპირებას ნათლად წარმოაჩენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×