ეკატერინე ბასილაია 10.02.2016
"ქართული ოცნების" წევრების უმეტესობაში თანხმობაა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. კანონპროექტი უკვე არსებობს, თან როგორც აღმოჩნდა, ორი, მაგრამ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისათვის საჭირო 76 დეპუტატის ხელმოწერა არ შეგროვებულა.
|
სალომე სარიშვილი 10.02.2016
"რაც უფრო ხისტად მივაწვებით ნატოში გაწევრიანების იდეას, მით უფრო მეტი იქნება სილის გალაწუნების პრაქტიკა, რასაც მხოლოდ რუსული ძალის გააქტიურება მოჰყვება. ევრაზიული კავშირის მომხრეთა გაზრდის რაოდენობის საფრთხე სწორედ არასწორად დასმულ საკითხებს უკავშირდება.
|
აკაკი გვიმრაძე 10.02.2016
"საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და საუკეთესო მეზობელი, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი არ გაგვაჩნია. არ არსებობს რამე გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ჩვენ შორის თანამშრომლობას ხელს შეუშლიდა.
|
თიკო ოსმანოვა 10.02.2016
"ტელევიზიების გარშემო პოლიტიკური ინტერესი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მედიის წარმომადგენელთა მორალური სიმტკიცე სწორედ იმით განისაზღვრება, რომ ემსახურონ ქვეყანას.
|
ია აბულაშვილი 10.02.2016
"მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებლი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერ, ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა ქსენონთა მაშენებელი..." (ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერა სამეფოსა საქართველოსა").
|
თაკო მათეშვილი 09.02.2016
უფრო მეტი სწორი ნაბიჯი, ვიდრე შეცდომა - ასე აფასებენ ექსპერტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სტარტს და ამბობენ, რომ მისი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ვნებათაღელვამ იკლო. მართალია, პრობლემების გადაჭრამდე ჯერ შორია, მაგრამ კვირიკაშვილისგან, მისი გაწონასწორებული ხასიათის გამო, უკეთესის მოლოდინი აქვთ.
|
ელზა წიკლაური 09.02.2016
ქართველებს უცხოეთშიც გაუჭირდათ, ემიგრანტების ნაწილი, რომლებიც თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში მუშაობენ, ამბობენ, რომ ამ ქვეყნების ვალუტების დევალვაციამ მათზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა. ლირის, რუბლის, გრივნას თუ მანათის გაუფასურების გამო, ცხოვრება გართულდა და საქართველოში იმ რაოდენობით თანხის გადმორიცხვას, რასაც ადრე აგზავნიდნენ, ვეღარ ახერხებენ. მიუხედავად ამისა, ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით მაინც არ აპირებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 09.02.2016
"საქართველო ნატოს წევრი გახდება მაშინ, როდესაც ამის დრო იქნება. და ამას არანაირად არ შეუშლის ხელს, მაპ-ი როდის მივიღეთ", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ვარშავის სამიტის ჩანაწერებში შეიძლება "კონკრეტული შედეგი არ აისახოს".
|
თიკო ოსმანოვა 09.02.2016
"მაესტრო" ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ტელეკომპანიის 25%-იანი წილის მფლობელ მაკა ასათიანის "მაესტრო 24"-ში გადასვლის შეთავაზების მიუხედავად, შემოქმედებითი ჯგუფი არხზე რჩება და სამართლებრივი დავის დასრულებამდე საქმიანობას გააგრძელებს.
|
სალომე სარიშვილი 09.02.2016
"ჩვენ ხელისუფლებისგან ცალსახა პოზიციას ვითხოვთ, რადგან მათ ბოლო პერიოდში ბევრ სხვადასხვა მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული და განსხვავებული პოზიციების გამოვლენა დასჩემდათ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის რუსული კომპანია "ვიმპელკომისთვის" შესაძლო მიყიდვის თემაზე კომენტირებისას.
|
თიკო ოსმანოვა 08.02.2016
პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, ვინ მოხვდება "ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ ვერა. მისი თქმით, თითოეულის ბედს გუნდურად და ბიძინა ივანიშვილთან ერთად კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვეტენ. მისივე განცხადებით, ძირითადად საგარეო და საფინანსო მიმართულებების გაძლიერებაზე მუშაობენ და აქედან გამომდინარე, საარჩევნო სიასაც ამ პრინციპით დააკომპლექტებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.02.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ ვითარება ნელ-ნელა მწვავდება და ორივე დაპირისპირებული მხარე მოქმედებათა აქტიურ ფაზაში გადადის. დღეს საჯარო რეესტრში სავარაუდოდ, არხის ახალ გენდირექტორად ლევან გაჩეჩილაძეს ოფიციალურად დაარეგისტრირებენ, ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე კი ტელეარხთან დაკავშირებულ სკანდალურ მასალებს გაასაჯაროებს, რომლის შესახებაც ინფორმაციას არც გია გაჩეჩილაძის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე და არც მაკა ასათიანის ადვოკატი ირაკლი კორძაია არ ფლობენ.
|
|