თაკო მათეშვილი
17.02.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე პარლამენტში განსახილველად მომავალშიც შეიტანოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კანონპროექტის უკან გათხოვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა მოჰყვა.

ელზა პაპოშვილი
17.02.2016

  დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძმებ ზურა და გია ბერიშვილებს 5-მა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ერთი ძმა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე მსუბუქად დაიჭრა.

ეკატერინე ბასილაია
17.02.2016

იმ შემთხვევისთვის, თუკი საქართველოს თავშესაფრის მაძიებელი უცხოელი დევნილები მასობრივად მოაწყდებიან, მათთვის სპეციალურად ახალი სტატუსის - დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შემოღება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მინიმუმ 1 წელი ასეთი პირები საქართველოში იცხოვრებენ, მაქსიმუმ კი იმ დრომდე, სანამ საკუთარ ქვეყანაში ვითარება არ დასტაბილურდება. კანონპროექტი უკვე არსებობს და მას მალე პარლამენტშიც შეიტანენ.

ელზა პაპოშვილი
17.02.2016

 12 წლის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნა. პროკურატურის განცახდებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.

რეზონანსი
17.02.2016

მაგთიკომი თავის ოფიციალურ ინფორმაციასა თუ მიმართვას სოციალურ ქსელებში ანთავსებს კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე, რომლის მისამართია https://www.facebook.com/MagtiFun

თაკო მათეშვილი
17.02.2016

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლებაში მოხშირებულ და გამწვავებულ დაპირისპირებებზე საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნების მოახლოებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

ია აბულაშვილი
17.02.2016

იუნესკომ 2016 შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. როგორც ქართველი მეცნიერები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს რუსათველის პოემას, რომელიც მსოფლიოს 47 ენაზეა თარგმნილი, "ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაციის მიზნით, როგორც საქართველოში ისე მის გარეთ მრავალი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ.

თაკო მათეშვილი
16.02.2016

 კოალიციის იმიჯის შესანარჩუნებლად და არჩევნებზე მხარდაჭერის მისაღებად, ბიძინა ივანიშვილს გუნდის გადახალისებას დაბეჯითებით ურჩევენ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ "ქართული ოცნების" წევრებს შორის არათუ უბრალო დაპირისპირებაა, არამედ ერთმანეთს უკვე თავს ესხმიან და საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ.

თიკო ოსმანოვა
16.02.2016

 "მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთმა მკაფიოდ თქვა, რომ გლობალური კონფლიქტების გადაჭრაში მას უნდა, ითამაშოს წამყვანი როლი. შესაბამისად, უფრო მეტად გაუწევენ ანგარიშს დასავლეთში.

აკაკი გვიმრაძე
16.02.2016

 "თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი და პრეცედენტი, თუ როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს დიდ და პატარა, განსხვავებული რელიგიური მრწამსის ქვეყნებს.

თიკო ოსმანოვა
15.02.2016

 "მალე პარტია "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება და იმედი მაქვს, ეს იქნება შემობრუნების წერტილი დემოკრატიის თვალსაზრისით. მჯერა ასე მოხდება, თორემ სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ პარტიის მომავალს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის ყოფილი ლიდერი არმაზ ახვლედიანი.

ეკატერინე ბასილაია
15.02.2016

 24 წლის აფხაზი ჟურნალისტი, რომელმაც ენგურს გამოღმა საქართველოში პირველად შემოდგა ფეხი, შთაბეჭდილებებით და ნანახით გაოცებული წერს, რომ თურმე ხალხი და ბუნება ისეთივეა, როგორც აფხაზეთში; ზუგდიდი ნამდვილი ქალაქია, უფრო თანამედროვე, ვიდრე სოხუმი; მოსაკლავად და სიძულვილით არავინ უყურებს; რესტორანშიც ეპატიჟებიან... თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ მთელ ისტორიას იმ ემოციით ასრულებს, რომ ქართველები მტრები არიან - მადლობა უფროს თაობას, აფხაზეთი რომ გაათავისუფლა და მას საქართველოში აღარ უნდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×