ელზა პაპოშვილი
26.02.2016

 მკლავჭიდელები პარლამენტის დეპუტატს და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს კვლავ უპირისპირდებიან და მისი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვენ. მათი თქმით, ჯაჭვლიანი სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის არაფერს აკეთებს და ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ითვისებს.

გვანცა ღვედაშვილი
26.02.2016

ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულების მიუხედავად, საქართველოს რეგიონში ევროკავშირისა და შენგენის ზონაში ვიზაზე უარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - ამის შესახებ ფონდმა "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი" გუშინ გამართულ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ია აბულაშვილი
26.02.2016

"რამდენჯელ თქმულა ჩვენ ჟურნალ-გაზეთებში, რომ საზღვარ-გარედ საქართველოს ნაკლებ იცნობენ და ბევრგან წარმოდგენაც არა აქვთ ჩვენს მხარეზედ. ამ უვიცობის მიზეზნი ჩვენ თითონ ვართ. ვერ მოვაქცევინეთ უცხოელებს ჩვენკენ ყურადღება და ვერ შევიძინეთ საკმარისი ძალა, რომ ჩვენ თითონ უწინამძღვროთ პატიოსან აზრს საქართველოს ევროპასთან დაახლოვებისას.

აკაკი გვიმრაძე
25.02.2016

 "ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ქართველი ხალხი ახდენს, საქართველოს მთავარი უპირატესობა სწორედ მისი საზოგადოებაა. საქართველოში პირველად 40 წლის წინ, სტუდენტობის პერიოდში ჩამოვედი ლენინგრადიდან და გაოცებული ვიყავი კონტრასტებით - აქ, ქუჩებში უაღრესად ღია, ლაღ და ტოლერანტ ადამიანებს შევხვდი.

ეკატერინე ბასილაია
25.02.2016

 არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტია "ქართულ ოცნებაში" საპარლამენტო სიის გამო ურთიერთბრალდებების ომი მწიფდება.

თიკო ოსმანოვა
25.02.2016

 "მთავარი პრობლემა დღეს საქართველოს აქვს რუსეთთან და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ურთიერთობების დარეგულირებას მოსკოვთან და არა სინგაპურთან", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.

ნინო ქეთელაური
25.02.2016

 ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია, აქვს სამი სართული და რამოდენიმე დარბაზი.

ია აბულაშვილი
25.02.2016

 1888 წელს ლონდონში გამოიცა წიგნი "საქართველოს სამფო", რომლის ავტორიც იყო ცნობილი ინგლისელი მწერალი ოლივერ უორდროპი. წიგნს ისეთი დიდი ინტერესი და აღტაცება გამოუწვევია ინგლისელ მკითხველში, რომ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულა.

თაკო მათეიშვილი
24.02.2016

 პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ, მიუხედავად არაერთი სერიოზული გამოწვევისა, ჯერ-ჯერობით მას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ივნისის რეფერენდუმის შედეგად გაირკვევა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის რიგებს ტოვებს.

სალომე სარიშვილი
24.02.2016

 დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის განცხადებით, საფრანგეთში ლევილის მამულის ("ლევილის ქართული სავანე") საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე მხარეებს შორის მოლაპარაკება მნიშვნელოვან ფაზაშია გადასული. საბოლოო გადაწყვეტილებას ქართული მხარე წლის ბოლომდე ელოდება, რისი წინაპირობაც, მისი აზრით, უკვე არსებობს. ამბობს, რომ პირველი რესპუბლიკის მეთაურთა ანდერძის თანახმად, მამული საქართველოს უსასყიდლოდ უნდა გადმოეცეს, საამისოდ კი ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს.

ვახტანგ შამუგია
24.02.2016

1944 წლის 23 თებერვლის სუსხიან დილას, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიის მცხოვრებთა სახლების კარებზე კაკუნის ხმა და რუსულ ენაზე მკაცრი ტონით გაცემული ბრძანება, "ყველანი გარეთ"! გაისმა. სულ მალე კი შუა აზიის ცივი და უკაცრიელი სტეპებისაკენ, ხალხით სავსე ასობით სატვირთო ვაგონი დაიძრა. მათში 500 000-მდე რეპრესირებული ვაინახი (ჩეჩენი და ინგუში), ყოველგვარი ელემენტარული პირობების გარეშე, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის დაუსახლებელი ტერიტორიებისაკენ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა. გზაში სიცივის, შიმშილის, ინფექციური დაავადებებითა თუ სხვა მიზეზებით მრავალი მათგანი, ძირითადად ბავშვები და მოხუცები, დაიღუპა.

მარი ჩიტაია
24.02.2016

საქართველოში 1 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 16 პოტენციური უმუშევარი მოდის. სპეციალისტების შეფასებით, ყოველწლიურად სამუშაო ადგილების რაოდენობა 40 000-ით მატულობს, ხოლო 15 000-მდე უქმდება. ეს ყოველივე იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს, რაც ქვეყანაშია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×