ნინო ქეთელაური 20.02.2016
საქართველოს განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა მაქსიმუმ 2-3 წელიწადში იგეგმება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ეს მოდელი იძლევა გარანტიას, რომ კურსდამთავრებული სტუდენტი დასაქმდება.
|
თიკო ოსმანოვა 19.02.2016
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება: "ქართველებს გვითქვამს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ამდენია ხანია, ამაზე მიდის საუბარი და შეიძლება მართლაც რაღაცას გეგმავს".
|
ეკატერინე ბასილაია 19.02.2016
"რომელიმე დეპუტატს, "ქართული ოცნების" რომელიმე მხარდამჭერს მოსწონს თუ არ მოსწონს რესპუბლიკური პარტია, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ "რესპუბლიკელები" კოალიციაში საჭირო და სანდო პარტნიორები ვართ.
|
თაკო მათეშვილი 19.02.2016
თავდაცვის მინისტრის პოსტზე პროდასავლური აზროვნებისა და მისწრაფებების მქონე პოლიტიკოსები მავანთ განსაკუთრებულად აღიზიანებთ - ამ დასკვნამდე მიდიან პოლიტიკოსები ბოლო პერიოდის განმავლობაში თინა ხიდაშელისადმი გაძლიერებული კრიტიკის შეფასებისას.
|
ელზა პაპოშვილი 19.02.2016
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ "რესპუბლიკური" პარტია კოალიციაში საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რაც "ოცნების" წევრების გაღიზიანებას იწვევს. იგი გოგი თოფაძესა და თინა ხიდაშელს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ბუნებრივ მოვლენას უწოდებს.
|
ნინო ქეთელაური 19.02.2016
გამოძიების ამ ეტაპზე არ არსებობენ კონკრეტული ეჭვმიტანილები, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის სახელით იურისდიქციის, კომპლემენტარობის და თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ფაქისო მოჩოჩოკომ განაცხადა. საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას.
|
ია აბულაშვილი 19.02.2016
გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს მეცნიერული პოტენციალი საკმაოდ გაიზარდა და ახალი მეცნიერული კერებიც გაჩნდა, თუმცა მათი დაარსება უდიდეს სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.
|
ია აბულაშვილი 18.02.2016
"კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დიდი ხალისით მოირგო და შეირგო სააკაშვილის მიერ შექმნილი მართვის მანკიერი სისტემა, შიდა ვალსაც კი იღებდნენ თავისი ხელფასებისა და პრემიების გაზრდისთვის. აი, ასეთი სისტემა გვაქვს "ოცნების" გამარჯვებიდან სამი წლისა და 4 თვის თავზე," - აცხადებს სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყნის მართვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაესაუბრა.
|
თაკო მათეშვილი 18.02.2016
"დასავლეთი რუსეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობს ყველა იმ საკითხზე, რაც მის ინტერესებში შედის. საქართველოსა და უკრაინის პრობლემები ამაში ხელს არ უშლის. ასე რომ, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ჩვენი პრობლემები თავადვე მოვაგვაროთ," - ამბობს "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას და დასძენს, რომ "მხოლოდ ბრიყვს შეუძლია ჰქონდეს იმედი, თითქოს დასავლეთი საქართველოს გამო რუსეთს დაუპირისპირდება."
|
ეკატერინე ბასილაია 18.02.2016
"ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბედნიერები იქნებიან, თუკი "ქართული ოცნება" ქადაგიძეს დაუჯერებს და სახელმწიფო მოხელეების შემცირებას დაიწყებს. ასეთი პრიმიტიული ოცნების გაჟღერება არ ეკადრება ისე ნიჭიერ გუნდს, რომელსაც ძალუძს, წლების განმავლობაში საკუთარი სურვილებით მართოს ეროვნული ბანკი," - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გიორგი ქადაგიძის მიერ სამშაბათს გაჟღერებულ ინიციატივას და ამაზე მმართველი გუნდის კომენტარებს, რომ ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაციას ისინიც განიხილავდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2016
16 თებერვალს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი გახსნილია, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ბენზინგასამართ სადურზე დაპირისპირებისა და შედეგად მკვლელობის მიზეზი ძველი ვალი გახდა.
|
თიკო ოსმანოვა 18.02.2016
განხეთქილება უმრავლესობის ორ ფრაქციას შორის - "რესპუბლიკელები" "მრეწველებს" ღიად დაუპირისპირდნენ, რაშიც პარტია "ქართული ოცნებაც" ჩაერია. "რესპუბლიკელები" პოლიტიკური მოკავშირეებისგან საჯაროდ ითხოვენ გოგი თოფაძის განცხადებებთან და, სავარაუდოდ, პირადად მისგანაც გამიჯვნას. ნომერი მეორე "მრეწველი" ზურაბ ტყემალაძე კი ამბობს, რომ თოფაძე მისი მეგობარია, თავდაცვის მინისტრის მიმართ მისი დამოკიდებულება კი მისი სუბიექტური აზრია.
|