ლიკა ამირაშვილი
15.02.2016

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით შეიქმნა, თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე კი "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სხდომაზე დადგეს საკითხი, რომ ამ კომისიას უფლებამოსილება აღარ გაუგრძელდეს.

სალომე სარიშვილი
15.02.2016

 ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვით გამოწვეული პროტესტი მას შემდეგ შეწყდა, რაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდა და სამუშაოები შეაჩერა. ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ მიიღო და თქვა, რომ ვიდრე ყველა საჭირო ინფორმაციას თავად არ გადაამოწმებს, სამუშაოები აღარ გაგრძელდება.

თიკო ოსმანოვა
15.02.2016

პოლიტიკური ინტერესები თუ მეწილეებს შორის დავა - წინასაარჩევნოდ ქართულ მედიასივრცეში განვითარებული მოვლენები საზოგადოების ამა თუ იმ სექტორის წარმომადგენლების ინტერესისა და განხილვის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. მედიაექსპერტები ტელევიზიებში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ, თუმცა ამაში მარტო ხელისუფლებას არ ადანაშაულებენ.

ელზა პაპოშვილი
15.02.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, თუმცა ის არც ისე ძლიერია. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობს, რომ პროპაგანდას ქვეყანამ კონტრპროპაგანდა უნდა დაუპირისპიროს. თუმცა, არა ისეთი რუსულენოვანი არხის გახსნით, რომელსაც არც რეიტინგი ექნება და არც მაყურებელი ეყოლება.

ია აბულაშვილი
15.02.2016

ქართულ-ინგლისური კულტურული ურთიერთობის ისტორიულ ფესვებზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა შევეხოთ გამოჩენილ ინგლისელ მწერალთა და მოღვაწეთა შემოქმედების იმ უცნობ მხარეებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდნენ.

ეკატერინე ბასილაია
13.02.2016

 პრორუსი სეპარატისტების მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ცნობით, 2015 წელს "რესპუბლიკის" უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთისა და ასევე სეპარატისტული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" შემდეგ მესამე ადგილი საქართველომ დაიკავა.

თაკო მათეშვილი
13.02.2016

 ცოტათი სახეშეცვლილი "პიკ"-ი ("პირველი ინტერაქტიური კავკასიური") - სავარაუდოდ ასეთი იქნება რუსულენოვანი არხი, რომლის გახსნის საკითხსაც მთავრობა განიხილავს. მისი მიზნად რუსული "რბილი ძალის" წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებენ.

გვანცა ღვედაშვილი
13.02.2016

 "საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მაჭავარიანმა "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ფონდი საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საზოგადოებაში პოლიტიკური სპექტრის ნდობა 30-35%-ს ვერ გასცდა. აქედან გამომდინარე კი საზოგადოებრივი აქტივობის ეს ფორმატი ეფექტური და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ია აბულაშვილი
13.02.2016

 "დღეს პოლიტიკურ მარკეტინგში ტერმინი "კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის" შეცვალა მცნებამ, რომელიც ახალია პოლიტიკური სივრცისთვის და მას აზრობრივი დომინანტობა ეწოდება. სწორედ აზრობრივი დომინანტობისკენ მიისწრაფიან დასავლური პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები", - აცხადებს კახაბერ ჯაყელი.

ნინო ქეთელაური
13.02.2016

ციხისძირის ხეების გადანერგვის საკითხზე, აჭარის მთავრობის ლიდერის არჩილ ხაბაძის, "ნაციონალური მოძრაობის" წამომადგენლების და პარტიზანი მებაღეების შეხვედრა კონკრეტული გადაწვეტილებით ვერა, მაგრამ იმ იმედით დასრულდა, რომ უახლოეს პერიოდში მიმდინარე სამუშაოები შეწყდება.

თაკო მათეშვილი
12.02.2016

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბუნებრივად მიიჩნევს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მუდმივად არსებულ დაპირისპირებას და აღნიშნავს, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან "ოცნება" ერთი იდეის გარშემო არ შექმნილა. მათი მთავარი მიზანი "ნაცმოძრაობის" დამარცხება იყო და ამის მეტს ვეღარაფერს ახერხებენ, რადგან ვერაფერზე თანმდებიან. თუმცა, "საკუთარი უსუსურობის განცდის" გამო კოალიციიას ვერ შლიან.

ია აბულაშვილი
12.02.2016

 "დღეს "ოცნების" ყველაზე დიდი პრობლემა არის სიღარიბე, უმუშევრობა, მიგრაცია, ფულის ხელმიუწვდომლობა, მახინჯი საბანკო სისტემა, იმპორტიორი მონოპოლისტები, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ცხადია, ოპონენტები ამას ყველაფერს არჩევნების წინ მმართველი გუნდის წინააღმდეგ გამოიყენებენ," - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" არჩევნების წინ მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×