ელზა პაპოშვილი
12.02.2016

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ვერ შეთანხმდა.

თიკო ოსმანოვა
12.02.2016

 ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოდ, მისი ოჯახური მდგომარეობის გამო მოხდა. მისივე თქმით, ეს არის იმ ერთიანი ჯაჭვის გაგრძელება, რომელიც გასულ წელს "იმედზე" "რეაქციის" დახურვით დაიწყო.

თიკო ოსმანოვა
12.02.2016

 ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების პროცესის შეჩერების თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება "ქალბატონი იუსტიციის მინისტრის" და მისი "მეგობრის" - პრემიერ-მინისტრის გარეშე არ იქნებოდა მიღებული.

სალომე სარიშვილი
12.02.2016

 ისტორიკოსისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, ბუბა კუდავას თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ნაწილში ათეულობით გამორჩეული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც სასწრაფო, გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს. ამბობს, რომ საამისოდ თურქეთის მხრიდან შესაბამისი მზაობა არსებობს, თუმცა ორ მხარეს შორის ჩიხში შესული ურთიერთობის გამო, მოლაპარაკების აღდგენა კვლავ კითხვის ქვეშაა.

ეკატერინე ბასილაია
11.02.2016

 ოკუპირებულ აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას ვერანაირად ვერ ახერხებენ - ვერც სირიიდან თუ თურქეთიდან აფხაზური დიასპორის მოწვევით და ვერც მუდმივად პატრიოტული მოწოდებებით, რომ "რესპუბლიკა" დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და 10 წელიწადში შესაძლოა აფხაზები იქ უმცირესობათა რიგებში აღმოჩნდნენ.

ია აბულაშვილი
11.02.2016

 "ხელისუფლების მიერ ტელევიზიების დაქვემდებარება და გაკონტროლება იმ იმედითა თუ რწმენით, რომ ამის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრს თავის სასარგებლოდ შეცვლიან, არის სრული პოლიტიკური სიბეცე," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დროს ქართულ მედიაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
11.02.2016

 რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აშშ-დან მილიარდობით დოლარს მიიღებენ. თანხა აშშ-ს 2017 წლის ბიუჯეტში გამოიყოფა. ამჟამად კი მოლაპარაკება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რას მოხმარდება იგი.

თიკო ოსმანოვა
11.02.2016

 ტელეკომპანია "მაესტროს" გაკოტრებასთან დაკავშირებით კრედიტორთა სხდომა 17 თებერვალს გაიმართება. საჯარო რეესტრმა კი გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნა 1 თვით გადადო, რის გამოც ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია შიშობს, რომ არხის მუშაობას საფრთხე დაემუქრება, რადგან, მისი თქმით, პროცესები იკითკენ მიდის, რომ ტელევიზია "მაესტრო" აღარ იარსებებს.

გვანცა ღვედაშვილი
11.02.2016

საქართველოს უმეტეს რეგიონში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, აცხადებს ნინო წვერავა მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან.

ელზა პაპოშვილი
11.02.2016

10 თებერვალს გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ღამის 2 საათზე 50 წლის კაცმა საკუთარი შვილის პანაშვიდზე ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა. როგორც ადგილობრვი მცხოვრებლები ყვებიან, ეჭვმიტანილი მეუღლეს რამდენიმე წლის წინ დაშორდა. ქალი მეორედ გათხოვდა და პირველი ქორწინების დროს შეძენილ ქალ-ვაჟთან და ქმართან ერთად ისრაელში ცხოვრობდა.

გვანცა ღვედაშვილი
11.02.2016

ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით აჭარაში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილი 37 წლის ქალია. აღსანიშნავია, რომ აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით უკვე ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროსითვის საქართველოში ამ ვირუსით სულ 13 ადამიანია გარდაცვლილი.

თაკო მათეშვილი
10.02.2016

 უკვე ცნობილია, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო მაპ-ს ვერ მიიღებს. ამაზე გაკეთებული ღია განცხადების შემდეგ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა საქართველო მზად ალიანსში გასაწევრიანებლად, შეიცვალა და იგი ახლა შემდეგნაირად ჟღერს - არის თუ არა თავად ნატო მზად საქართველოს მისაღებად?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×