ნინო ქეთელაური
22.02.2016

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა ადგილობრივებს რამდენიმე დღე ქართული პირადობის მოწმობითაც შეეძლოთ. ენგურის ცენტრალურ ხიდზე აფხაზი და რუსი "მესაზღვრეები" ე.წ საშვს აღარ ითხოვდნენ და მოქალაქეებს დამატებითი შემოწმების გარეშე აძლევდნენ მიმოსვლის უფლებას.

თიკო ოსმანოვა
22.02.2016

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი "რესპუბლიკისათვის" სახელის გადარქმევასა და რუსეთის შემადგენლობაში მისი შესვლისათვის "საკონსტიტუციო საფუძვლის" შექმნას გეგმავს. ამ მიზნით ცხინვალში "რეფერენდუმი" ჩატარდება, სადაც სავარაუდოდ, 2 კითხვა იქნება დასმული:

ელზა პაპოშვილი
22.02.2016

 "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კოალიციაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. გოგი თოფაძის განცხადებები მხოლოდ პირადი უთანხმოებაა. მის თქმით, თოფაძე თავდაცვის მინისტრზე თავდასხმით ანტისახელმწიფოებრივ საქციელს სჩადის. ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს.

გვანცა ღვედაშვილი
22.02.2016

 "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის გასულ კვირას დაწყებული დაპირისპირება ისვე გრძელდება. აღნიშნულ დავაზე პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებამდე კომენტარის გაკეთებისგან "ქართულ ოცნებაში" თავს იკავებენ. ოპოზიციური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა კი "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს დაპირისპირება არავითარი შედეგის მომტანი არ შეიძლება იყოს, რადგან საბოლოოდ არც ერთი დაპირისპირებული მხარე კოალიციიდან თავისი ნებით არ გავა, რადგან ამით მომავალი პარლამენტის შემადგენლობაში მათი ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ლიკა ამირაშვილი
22.02.2016

 რამდენიმე დღეა კოალიციაში რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის ღია დაპირისპირება მიმდინარეობს. ერთმანეთში ბერძენიშვილები და გოგი თოფაძე წაკამათდნენ. დაპირისპირების მიზეზი ამ უკანასკნელის განცხადება გახდა თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი მისამართით. თოფაძის თქმით, ხიდაშელმა შუალედური არჩევნები გააყალბა. მეტიც, ორიოდე დღის წინ თოფაძემ შუალედური არჩევნების გაყალბებაში ხიდაშელთან ერთად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც დაადანაშაულა.

თაკო მათეშვილი
22.02.2016

 ევროკავშირს დაშლის საფრთხე არ ემუქრება - ასე ეხმაურებიან საქართველოში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის სიტყვებს იმის შესახებ, რომ "ევროკავშირი დასრულებულია". პოლიტოლოგები განმარტავენ, რომ საზოგადოებამ ეს განცხადება არასწორად გაიგო და რომ არც ევროკავშირი და არც შენგენის ზონა არავითარი საშიშროების წინაშე არ დგას.

ია აბულაშვილი
22.02.2016

 დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბები ინგლისური ქართველოლოგიის ფუძემდებლების, და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების საქართველოში მოგზაურობის შესახებ; ამაში კი დაგვეხმარება იმდროინდელ ქართულ პრესაში, ილია ჭავჭავაძის "ივერიაში", გიორგი წერეთლის "კვალში", ანასტასია თუმანიშვილის საყმაწვილო ჟურნალ "ჯეჯილში", ნინო ნაკაშიძის "ნაკადულში", იოსებ იმედაშვილის "თეატრსა და ცხოვრებაში", "საქართველოს მოამბეში", "ცნობის ფურცელში" და "სახალხო გაზეთში" გამოქვეყნებული "ცნობები ინგლისელი სტუმრების საქართველოში ყოფნის დროს".

თაკო მათეშვილი
20.02.2016

 "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის არსებული დაპირისპირების საკითხი კოალიციის მომავალ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება, სადაც "რესპუბლიკელები" საკითხს, სავარუდოდ, ასე დასვამენ - ან "მრეწველები" უნდა შეელიონ გოგი თოფაძეს, ან კოალიცია-"მრეწველებს".

გვანცა ღვედაშვილი
20.02.2016

 მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ და "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" დაპირისპირებაც ამის გამოძახილია. ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბარში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
20.02.2016

 "იმის გამო, რომ სრულფასოვანი საელჩოები არ გვაქვს, აუცილებელია კარასინი-აბაშიძის ფორმატის არსებობა, რომ პრობლემები კიდევ უფრო არ დამძიმდეს. ასე რომ, ამჯერადაც იქნება რამდენიმე საკითხი განსახილველი ჰუმანიტარული და ეკონომიკური სფეროებიდან", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

ელზა პაპოშვილი
20.02.2016

 რამოდენიმე დღის წინ საზოგადოება ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში მომხდარმა ფაქტმა შეძრა. 4 წლის ბავშვი საკუთარმა მამამ სასტიკად სცემა. ბავშვის სხეულზე სილურჯე და სისხლჩაქცევები ბაღის აღმზრდელმა შეამჩნია. მან ამის შესახებ საბავშვო ბაღის დირექტორს აცნობა, რომელმაც ბავშვის მდგომარეობა საგანგაშოდ მიიჩნია და დახმარებისათვის სოციალურ სამსახურს მიმართა.

სალომე სარიშვილი
20.02.2016

 "საქართველოს განვითარების ფონდი" მუშაობის ახალ ფაზაში გადადის," - ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გააკეთა და მუშაობის ახალი ეტაპი სამომავლოდ საზოგადოებასთან უშუალოდ მისი კომუნიკაციის აუცილებლობით ახსნა. ბურჭულაძის თანამოაზრეების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მათი საქმიანობის უკეთ წარმოსაჩენად ამიერიდან არა მხოლოდ დედაქალაში, არამედ რეგიონებსა და საზღვრებს გარეთაც კი იაქტიურებენ, თუმცა იქნება ეს პოლიტიკური პარტიის სტატუსით აქტიურობა, თუ კვლავ საზოგადოებრივი ორგანიზაციისა, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×