ეკატერინე ბასილაია 01.03.2016
კოალიციიდან არავინ გაირიცხება და არაკორექტული განცხადებები ორივე მხრიდან უნდა შეწყდეს - ასეთია ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრისას დეპუტატების მისამართით გაგზავნილი მესიჯი, სავარაუდოდ, ექსპრემიერ ივანიშვილის მხრიდან.
|
თაკო მათეშვილი 01.03.2016
"თანამედროვე მონობის მოდელი," - ასე უწოდებს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ტყიბულელი მეშახტეების მდგომარეობას და აცხადებს, რომ ამაში დამნაშავე სახელმწიფოცაა და პროფკავშირებიც.
|
თიკო ოსმანოვა 01.03.2016
"ეროვნულმა ფორუმმა," შესაძლოა, "ქართული ოცნება" დატოვოს - მარტში პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, სადაც "ფორუმის" მომავალ ბედზე იმსჯელებენ.
|
ლიკა გურაბანიძე 29.02.2016
სომხეთის ოპოზიციური პარტიის "ეროვნული კონგრესის" საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არამ მანუკიანმა 23 თებერვალს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ლამაზი არაა, როდესაც სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატები მისალმებისას ყოველდღე ერთმანეთს კოცნიან".
|
თიკო ოსმანოვა 29.02.2016
ცნობილი რუსი ექსპერტის ანდრეი ეპიფანცევის აზრით, მალე შესაძლოა, აფხაზეთმა "საკუთარი დამოუკიდებლობით ვაჭრობა" დაიწყოს მოსკოვთან ან თბილისთან. თბილისში ასეთ პერსპექტივას არარეალურად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში აფხაზები თუნდაც ფსევდო დამოუკიდებლობას ავტონომიაზე არ გაცვლიან.
|
ეკატერინე ბასილაია 29.02.2016
ტყიბულის მაღაროელთა გაფიცვებმა, სადაც ადამიანები უკვე ორ კვირაზე მეტია მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ ისინი მუშებად ჩათვალონ და არა მონებად და ადამიანური ხელფასი ჰქონდეთ, ის შედეგი მოიტანა, რომ ახლა ტყიბულის მოვლენები საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ეს პროტესტი ერთი ქალაქის "ორთქლის გამოშვებად" დარჩება, თუ ქვეყანაში დიდი სოციალური საპროტესტო მოძრაობის დასაწყისად გადაიქცევა, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა ამგვარ ნიშნებზეც უკვე ბევრი მიუთითებს.
|
თაკო მათეშვილი 29.02.2016
"ამ განცხადებაზე ლაპარაკი ჩვენ ძალიან სერიოზულად მოგვიწევს," - ამბობს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გოგი თოფაძის თინა ხიდაშელისადმი გაკეთებულ განცხადებაზე და დასძენს, რომ მათი დაპირისპირების საკითხი პოლიტსაბჭოს მომავალ სხდომაზე აუცილებლად განიხილება.
|
თიკო ოსმანოვა 29.02.2016
"ალექსი პეტრიაშვილმა ვერცერთი თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, რაც იმაზე მოწმობს, რომ ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი. მოტივებზე და მიზეზებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. ეს არის სპეკულაცია, რომელიც გავლენას მოახდენს გამოძიებაზე", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე.
|
ეკატერინე ბასილაია 29.02.2016
წარმოებისთვის მიწა ყველაზე აუცილებელი და ყველაზე შეზღუდული რესურსია და ეკონომიკის განვითარებისთვის მიწის საკუთრების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, საქართველოში ეს საკითხი წლების განმავლობაში პრობლემად რჩება. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება მიწის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით მოინდომა.
|
სალომე სარიშვილი 29.02.2016
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მოსამართლე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება იყო. ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან ერთი კონკრეტული ადამიანი, კერძოდ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეზე დიდი ხანია წნეხს ახორცილებს.
|
ლიკა ამირაშვილი 29.02.2016
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატობა სურს, თუმცა "ქართული ოცნებისგან" შეთავაზება ჯერ არ მიუღია.
|
თიკო ოსმანოვა 27.02.2016
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის წევრები და თანაგუნდელები რაიმე ვერსიაზე საუბრისგან, თავს იკავებენ. კულუარული ინფორმაციით, კი ეს პირად მოტივს უკავშირდება.
|