გვანცა ღვედაშვილი 09.03.2016
საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძის თქმით, 2016 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტამდე დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის 7 ათასზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, მათ შორის ათასამდე პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.
|
ელზა პაპოშვილი 09.03.2016
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მის საქმეზე დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს არ იცნობს და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მისი სახელი და გვარიც მხოლოდ დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი.
|
ელზა პაპოშვილი 09.03.2016
უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრა აუცილებელი არ არის. თუმცა პოლიტსაბჭოზე "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
|
სალომე სარიშვილი 09.03.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ შექმნილი ვნებათაღელვა ისევ არ ცხრება. გუშინ არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან ახალი ბრალდებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე "მაესტროს" შიდა საქმიანობაში ერევა.
|
ლიკა ამირაშვილი 09.03.2016
"ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, ვინც "რესპუბლიკელების" მიმართ განსაკუთრებული გრძნობებით არის გამსჭვალული და ფაქტია, რომ მათსავით აზროვნებს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში "რესპუბლიკური პარტია" წარმატებული და დომინანტური ძალა ყოფილიყო," - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე გაესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 09.03.2016
ქართველი ქალის სილამაზეზე და მის ნიჭზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღეს გვინდა გავიხსენოთ მშვენიერი ქართველი მანდილოსანი, წარჩინებული ოჯახის შვილი, საქართველოს მოამაგე სალომე ანდრონიკავშილი, რომელსაც დიდმა რუსმა პოეტებმა მეოცე საუკუნის დასაწყისის, ე.ზ. "ვერცხლის საუკუნის მუზა" უწოდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 08.03.2016
კოალიციური ერთიანობა შენარჩუნდა, არჩევენებამდე მაინც და ამას საბლოო წერტილი ექსპრემიერი ივანიშვილის უსუფაშვილთან ზარმა დაუსვა. ის, პარლამენტის თავმჯდომარეს რომ ექსპრემიერმა დაურეკა, ამას თავად უსუფაშვილიც ადასტურებს, ხოლო ის, რომ კოალიციაში დაპირისპირება ამოიწურა და პოლიტსაბჭოს შეკრებაზე ეს თემა აღარ განიხილება, ამაზე ხმამაღლა და გადაჭრით საუბარი გუშინ კოალიციის ლიდერებაც დაიწყეს, თუმცა ისინი "გაუგებრობის" დასრულების მიზეზად არა ივანიშვილს, არამედ პრემიერი კვირიკაშვილის მკაცრ, გამაფრთხილებელ განცხადებას მიიჩნევდნენ.
|
ელზა წიკლაური 08.03.2016
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, ფული წელსაც დააკლდეს. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, პროგრამა კვლავ დეფიციტურია და ყოველთვიური გადახარჯვა 7 მლნ ლარზე მეტია. თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვისთვის სავარაუდოდ, ისევ 100 მილიონის დამატება მოუწევს.
|
თიკო ოსმანოვა 08.03.2016
"მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს - მანამდე კი არხის უწყვეტი მაუწყებლობის პირობას დებს.
|
სალომე სარიშვილი 08.03.2016
"უმრავლესობა, და მათ შორის მეც, ვფიქრობთ, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და არა სხვა რამ. თუმცა, თუკი ეს საკითხი საზოგადოებაში გარკვეულ შფოთვას იწვევს, სჯობს, ამ თემას რბილად მივუდგეთ და ვითარება არ გავამწვავოთ. არ მგონია, ეს თემა ისეთი პრინციპული საკითხი იყოს, რომ საზოგადოების დაპირისპირებად ღირდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.
|
თაკო მათეშვილი 08.03.2016
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ნატოში ინტეგრაციის შანსებს ამცირებს. შესაბამისად, იგი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამას უკავშირდებოდეს ვარშავის სამიტზე მაპ-ის მიღებასთან დაკავშირებით ცივი უარი, რაც ბოლო დროს ალიანსის ხელმძღვანელობისაგან მოვისმინეთ.
|
თიკო ოსმანოვა 07.03.2016
რუსული მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრაზე. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს საკითხი შესაძლოა, მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრისას განიხილონ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|