ია აბულაშვილი 14.03.2016
ძველი ქართული კულტურული ძეგლების შესახებ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საცავებში და კერძო კოლექციებში ინახება, კარგად არის ცნობილი ქართულ სამეცნიერო წრეებში. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა რამდენიმე მათგანის შესახებ საინტერესო მასალა მივაწოდოთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს უნიკალური ძეგლი თუ ნივთი საქართველოს საზღვრებს გარეთ.
|
ლიკა ამირაშვილი 12.03.2016
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა რა ფორმით და როდის გამოჩნდება იგი საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ არ იციან. "ქართული ოცნების" ყრილობა, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება, მის გამოჩენას კი სწორედ ამ დროისთვის ვარაუდობენ.
|
ვახტანგ შამუგია 12.03.2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სტუდენტთა ნაწილის აქტიური პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - თსუ-ს კანცლერის არჩევნებიდან გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა.
|
თაკო მათეშვილი 12.03.2016
ამაზრზენი, სამარცხვინო, საზიზღარი, უზნეო, ამორალური, გადაგვარებული, სახელმწიფოს დამანგრეველი - ამგვარი ეპითეტებით ამკობენ ხელისუფლებაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლებს და აცხადებენ, რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს ყველაფერი.
|
თიკო ოსმანოვა 12.03.2016
უშიშროების საკითხებში ოფიცრები, ანუ იგივე "ოდეერები" ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არიან მივლენილი სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად. ანონიმურობის მიზნით, ისინი სხვადასხვა თანამდებობაზე არიან გაფორმებული, ხშირად მრჩევლის პოზიციაზე და მათი რეალური მისია გასაიდუმლოებულია.
|
ელზა პაპოშვილი 12.03.2016
"მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე არასაპარლამენტო პარტიებს საპარლამენტო პარტიებთან შედარებით შანსი არ აქვთ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გაერთიანებას მოახერხებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 12.03.2016
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მიზეზი კი ისაა, რომ ე.წ. მილიციამ გაბედა და "აფხაზეთის გმირს", დრანდის ციხის ყოფილ უფროსს რუსლან ჯელიას ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი გაფრთხილების ნიშნად ჰაერში გაისროლა.
|
ვახტანგ შამუგია 11.03.2016
"ბრედლის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ დაცული და ძლიერი ტანკი "აბრაამსი" - მაისში საქართველოში ქართულ-ამერიკული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები - "ღირსეული პარტნიორი" ჩატარდება.
|
თიკო ოსმანოვა 11.03.2016
"ჩვენი პრიორიტეტია კოალიციაში ცივილიზებული ურთიერთობის ჩამოყალიბება კოალიციური შეთანხმების საფუძველზე. თუ ეს არ გამოვიდა, რა თქმა უნდა, ცუდი იქნება. თავისთავად კოალიცია ოდესღაც დაიშლება, თუმცა როდის, ვერ გეტყვით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი.
|
ეკატერინე ბასილაია 11.03.2016
ევროპის 30 ქვეყნის კვალდაკვალ უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, წელს რუსეთთანაც ამოქმედდეს. მოსკოვი ევროკავშირს ერთგვარად ეჯიბრება იმაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნით ევროპისკენ მაყურებელი ქართველების კეთილგანწყობის მოპოვება თავადაც შეძლოს და უკვე გაცხადებულია ის, რომ 16 მარტს პრაღაში კარასინი-აბაშიძის მორიგ შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან ვიზების გაუქმების თემა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.
|
სალომე სარიშვილი 11.03.2016
თსუ-ში მასობრივი აქციების შემდგომ სტუდენტები დანებებას მაინც არ აპირებენ და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
|
ლიკა ამირაშვილი 11.03.2016
პედაგოგთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა - საგნობრივი გამოცდის ჩაბარება 83-მა პროცენტმა ვერ შეძლო. სპეციალისტები ამის მიზეზად გაუმართავ სისტემას და პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციას ასახელებენ.
|