სალომე სარიშვილი
07.03.2016

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მიუხედავად სამუშაო პროცესში ქართველი სპეციალისტების ნაკლები ჩართულობისა, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლის - იშხნის მონასტრის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა. მისივე თქმით, ქართველმა სპეციალისტებმა ძეგლზე შესრულებული სამუშაოები, როგორც სამშენებლო, ისე კედლის მხატვრობის ნაწილში, დადებითად შეაფასეს, თუმცა, ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების რევიზია კიდევ ერთხელ მოხდება, რაზეც, მინისტრის განცხადებით, თურქულ მხარესთან შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

თიკო ოსმანოვა
07.03.2016

 უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაძლოა, პირველი სამთავრობო ცვლილებები განახორციელოს. "მთელი კვირის" ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრად მიხეილ ჯანელიძე და ფინანსთა მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნებიან. ასევე შესაძლოა, შს მინისტრად ანზორ ჩუბინიძე დაინიშნოს, რომელიც ახლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსია.

ლიკა ამირაშვილი
07.03.2016

 პრემიერ-მინისტრისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნებისა" და მათ ორმხრივ შეთანხმებაზე გააკეთა განცხადება. თუმცა "ოცნება" და "რესპუბლიკელები" კონკრეტულად რაზე აპირებენ შეთანხმებას ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ შამუგია
07.03.2016

 საქართველოს მცოცავი ანექსია გრძელდება და ახალ ფაზაში გადადის. გასული კვირის ბოლოს, სპეციალურმა კომისიამ რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას სასაზღვრო ზოლის შესახებ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას, ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკას შორის. შეთანხმება უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტ პუტინს ხელმოსაწერად, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა და რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვარი "ოფიციალურად" განისაზღვრება.

თაკო მათეშვილი
07.03.2016

 ანდრო ბარნოვის ხმაურიან განცხადებას "ნაცმოძრაობიდან" მისი წასვლის მიზეზებზე პარტიაში უინტერესოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არც თავად ბარნოვის მიმართ აქვთ რაიმე ინტერესი. მათგან განსხვავებით, ბარნოვის კარგად ესმით "ნაცმოძრაობიდან" ცოტა ხნის წინ გამოყოფილი "გირჩის" წევრებს. ისინი ადასტურებენ, რომ პარტიაში მართლაც ისეთი მდგომარეობაა, როგორიც ეს თავის განცხადებაში ბარნოვმა აღწერა.

ელზა პაპოშვილი
07.03.2016

5 თებერვალს ქუთაისში ნიჩბოსნობის სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ახალშობილის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გვამი ცელოფნის პარკში იყო გახვეული. სავარაუდოდ ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ია აბულაშვილი
07.03.2016

 ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა ამ მკვლელობის ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული. დღევანდელ სტატიაში მკითხველს თავს არ შევაწყენთ მკვლეობის დეტალების შეხსენებით, მხოლოდ რამდენიმე, ნაკლებად ცნობილ ამბავს გავიხსენებთ, კერძოდ იმ წერილს, რომელიც ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილმა მისწერა თბილისის გენერალ-გუბერნატორს, სადაც სთხოვდა, არ დაესაჯათ თავისი ქმრის მკვლელები.

გვანცა ღვედაშვილი
05.03.2016

 როგორც უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, მმართველი კოალიციის რამდენიმე დეპუტატს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა. ნიშნიანიძე მათ ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ "ოცნების" საარჩევნო სიის დაახლოებით 1/3 ახალი სახეები იქნებიან.

თიკო ოსმანოვა
05.03.2016

 აფხაზეთში შესაძლოა მორიგი რევოლუცია მომწიფდეს - საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც დე ფაქტო ოპოზიციური ძალების ნაწილია გაერთიანებული, სოხუმში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვს. დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა კი ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს და "რესპუბლიკაში" სოციალური ფონის გაუარესებას რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისით ხსნის.

ეკატერინე ბასილაია
05.03.2016

რა სახით წარსდგება მმართველი კოალიცია საპარლამენტო არჩევნებზე, ვინ გამოაკლდება და ვინ დარჩება ბლოკში - ეს კითხვა პრემიერისა და რესპუბლიკელების ლიდერთა ხუთშაბათის საგანგებო შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ლიკა ამირაშვილი
05.03.2016

 ბოლო დროს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რასაც ამ უკანასკნელისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა მოჰყვა.

თიკო ოსმანოვა
05.03.2016

 "დამოუკიდებელი სასამართლოს რეფორმამ ჩაილურის წყალი დალია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატთა ასოციციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძის დანიშვნაზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×