ელზა პაპოშვილი
03.03.2016

 პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დაშლა ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილურ გარემოს შექმნის. მისი აზრით, "მრეწველებმა" და "რესპუბლიკელებმა" პირადი დაპირისპირება გვერდზე უნდა გადადონ და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე ერთად მუშაობა გააგრძელონ.

სალომე სარიშვილი
03.03.2016

პარლამენტმა "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან (და არა გმო-პროდუქტისგან) თავისუფალ ზონად გამოცხადდება, ამას კი ხელს სწორედ ის ცვლილებები შეუწყობს, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში შედის.

თიკო ოსმანოვა
03.03.2016

 "თინა ხიდაშელი თავისი რიტორიკით საქართველოს პროდასავლურ არჩევანს ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე გოგი თოფაძე, რომელზეც ის აპელირებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რესპუბლიკურ პარტიასა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე. მისივე თქმით, კოალიაციას არც ერთი მათგანი არ დატოვებს, რადგან იციან, რომ ივანიშვილის გარეშე არჩევნებზე წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ.

ეკატერინე ბასილაია
03.03.2016

28 თებერვალს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კლუბ "ქუინს ვილიჯში" Lincoln Dinner-ის სახელით ცნობილ საზეიმო ღონისძიებაზე ქართულ-ამერიკული "ასოციაცია თვისტომის" ხელმძღვანელმა, ექიმმა ნიკოლოზ ჩხეიძემ ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო და წლის ბიზნესმენის წოდება მიიღო.

ლიკა ამირაშვილი
02.03.2016

 სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეულში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვერ მოხვდა. ეს უკანასკნელი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტრომ სამთავრობო კომისიის თითოეული წევრის მიერ პაპუაშვილისათვის მიკუთვნებული ქულები გამოაქვეყნა.

ვახტანგ შამუგია
02.03.2016

 ქართულ ჯარში ღრმა სტრუქტურული მოდერნიზება მიმდინარეობს. 27 თებერვალს ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ორი - დასავლეთის და აღმოსავლეთის - ოპერატიული სარდლობის შექმნის შესახებ.

თიკო ოსმანოვა
02.03.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. რაც შეეხება მოტივს, ამის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება და არც დაზარალებულის თანაპარტიელებს სურთ ამაზე საუბარი.

ეკატერინე ბასილაია
02.03.2016

 ჭელა, მოხე და ახლა უკვე სოფელი ადიგენი - ბოლო წლების განმავლობაში ადიგენის რაიონში რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება უკვე მესამედ ხდება. ამჟამად ადგილობრივი ქრისტიანები სოფელში მუსლიმებისთვის სასაფლაოს ადგილის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, "დღეს სასაფლაოს გახსნიან, ხვალ მეჩეთს მოითხოვენ"-ო.

თაკო მათეშვილი
02.03.2016

 ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაში პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას პრობლემა ჩანასახშივე უნდა მოესპო და ამგვარი განვითარების საშუალება აღარ უნდა მიეცა.

ელზა პაპოშვილი
02.03.2016

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სკოლის მასწავლებელი დააკავა. 54 წლის მამაკაცს ბრალად ედება სექსუალური ძალადობა 6, 12 და 14 წლის გოგონებზე.

ელზა პაპოშვილი
02.03.2016

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი. რამდენიმე თვის წინ საკუთარი დედის ცემისთვის დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვახტანგ შამუგია
02.03.2016

 17-დან 25 წლამდე 600 ახალგაზრდა მეწარმეობასა და ბიზნეს-გეგმების შედგენას უფასოდ შეისწავლის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×