ეკატერინე ბასილაია 19.03.2016
დეკემბერში დაწყებული ე.წ. კოკაინის საქმის სკანდალს, სადაც ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატებს - მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებებში და მასზე წნეხში ადანაშაულებდა, პროკურატურამ წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ კორუფციული ფაქტი არ დასტურდება. არდადასტურების ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო წაშლილი მესიჯებისა და ზარების აღდგენა.
|
ლიკა ამირაშვილი 19.03.2016
თსუ-ს რექტორის, ლადო პაპავას იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხილვა დაწყებულია. სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის მხრიდან გადაცდომებზე საუბრობს, კონკრეტულად დასაბუთებას კი ორშაბათს წარადგენენ. თავის მხრივ, როგორც აკადემიურ საბჭოში აცხადებენ, მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი.
|
თაკო მათეშვილი 19.03.2016
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვების უფრო ფრთხილად შერჩევისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მმართველ კოალიციაში კომუნიკაციის პრობლემაა, რადგან ხშირად გუნდს მისი რომელიმე წევრის გამო თავის მართლება ან ახსნა-განმარტებების მიცემა უწევს.
|
ელზა პაპოშვილი 19.03.2016
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილი აცხადებს, რომ ამავე საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანზე, შესაძლოა, პროკურატურის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდეს.
|
ლიკა გურაბანიძე 19.03.2016
პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. წიკლაურმა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც ქორწინების შესახებ ჩანაწერს ეხება.
|
ეკატერინე ბასილაია 18.03.2016
პარლამენტში ივნისამდე "ოკუპაციის შესახებ კანონში" იმ ცვლილების განხორციელებაა დაგეგმილი, რასაც წლებია, პაატა ზაქარეიშვილი ითხოვს და რაც დიდი დაპირისპირებისა და ვნებათაღელვის გამო 2013 წელს მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული.
|
თიკო ოსმანოვა 18.03.2016
"ფარული ჩანაწერების საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და ეს შავი ლაქა აუცილებლად უნდა მოვიშოროთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
|
სალომე სარიშვილი 18.03.2016
ერთკვირიანი პროტესტისა და დიდი მღელვარების შემდეგ, თსუ-ს სტუდენტებმა სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით აქციები შეწყვიტეს და უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დროებით დატოვეს, თუმცა განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნები ძალაში რჩება და საამისოდ არა პროტესტს, არამედ მშვიდ ვითარებაში მუშაობას ისევ თსუ-ს პირველ კორპუსში გააგრძელებენ.
|
ლიკა ამირაშვილი 18.03.2016
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც გრიგოლიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
|
ია აბულაშვილი 18.03.2016
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის მეორე სარკმელი გავხსნათ, რომელიც მათ ეკონომიკური განვითარებისა და დაცულობის მეტი პერსპექტივის განცდას ჩაუსახავს, ვიდრე ჩრდილოეთით გაჭრილი ფანჯარა", - აცხადებს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელსაც რეზონანსი" კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე ესაუბრა.
|
მარი ჩიტაია 18.03.2016
საპროტესტო აქციების ტალღა ზუგდიდში კიდევ ერთხელ აგორდა. სამეგრელოს მთავარ ქალაქში პარალელურად ორი აქცია მძღოლებისა და მოვაჭრეების მონაწილეობით მიმდინარეობს. გაფიცულები ამბობენ, რომ უმუშევრად დარჩენის საფრთხე ემუქრებათ, რადგან მათ საქმიანობას ხელყოფენ.
|
ია აბულაშვილი 18.03.2016
დღევანდელ სტატიაში მკითხველის ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ისეთ სიძველეებზე, რომელებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ევროპის ქვეყნების მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა თუ კერძო კოლექციებში ინახება, ანუ რამდენიმე საინტერესო ისტორიის შესახებ, როგორ აღმოჩნდა ეს უნიკალური ძეგლები საქართველოს საზღვრებს გარეთ.
|