ნინო ქეთელაური 26.03.2016
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ბოლო დღეებში გამორიყული მკვდარი დელფინების რაოდენობამ უპრეცენდენტოდ მაღალ რიცხვს მიაღწია. სპეციალისტები ამის მთავარ მიზეზად მორბილვირუსულ ინფექციას ასახელებენ, რაც თავის მხრივ ზღვის წყლის დაბინძურების ხარისხთანაა კავშირში.
|
ლიკა ამირაშვილი 26.03.2016
ფარული ჩანაწერების თემაზე მორიგი დისკუსია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი კითხვები დაისვა და სხვდასხვა ასპექტები გამოიკვეთა. დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა ფარული მიყურადების გენდერულ ასპექტებზე, ასევე მოვლენების ფესვებზე დინამიკაზე და სავარაუდო შედეგებზე.
|
ია აბულაშვილი 26.03.2016
ქართველი ხალხის ცხოვრებაში მუსიკას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი აქვს და მრავალი ქართველი კომპოზიტორისა თუ შემსრულებლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერის საგანძური გამხდარა, მათ შორის უდავოდ საპატიო ადგილი უკავია სიმღერა "სულიკოს". ამიტომ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამავე "სულიკოს" შექმნის ისტორიიდან სიმღერის ავტორის, პირველი ქართვლი კომპოზიტორი ქალის ვარინკა წერეთლის ცხვრებიდან და მოღვაწეობიდან.
|
თაკო მათეშვილი 25.03.2016
პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, პროგრამა მინიმუმით დაკმაყოფილება, სიტყვის შესრულება, საკუთარ ბიზნესზე ზრუნვა - სწორედ ამ მიზეზების გამო არ ბრუნდება ბიძინა ივანიშვილი, პოლიტოლიგების აზრით, პოლიტიკაში.
|
თიკო ოსმანოვა 25.03.2016
"თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ დღეს "ისლამური სახელმწიფოს" სტრატეგიაში საქართველო არ განიხილება, როგორც ტერორისტული სამიზნე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კავკასია მათ ინტერესში არ არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანის საქართველოს" წევრი ირაკლი ბათიაშვილი.
|
ეკატერინე ბასილაია 25.03.2016
კვირიკაშვილი, სერგეენკო და კალაძე - ეს არის ის სამი მინისტრი, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" საპარლამენტო სიისთვის "ოქროს სამეულად" მიიჩნევა.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2016
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მოხდეს. გამზარდია არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ცალკე პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს და ახალი გუნდით გამოჩნდეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.03.2016
"აუდიტორია #115"-ის წევრები სტუდენტური თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მარტის ბოლოს წარადგენენ. ხოლო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ, უკვე ახალი კანონმდებლობით ჩატარდება.
|
ია აბულაშვილი 25.03.2016
საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ჟამი, როცა ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, სწორედ ასეთ დროს იბრძოდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი რწმენის, იდეალების, მამულისათვის ირჩევდნენ სიკვდილს. ასე იყო მე-17 საუკუნეშიც, როცა საქართველოს მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს და იგი სპარსელთა სათარეშოდ იქცა.
|
ელზა პაპოშვილი 24.03.2016
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცახდებს, რომ ბოლო დროს ევროპულ ქვეყნებში განვითარებული ტერორისტული აქტების ფონზე, საქართველო ნეიტრალურ მდგომარეობაში ვეღარ დარჩება.
|
ეკატერინე ბასილაია 24.03.2016
25-27 მარტს ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების "რუსთავისა" და "ბანის" კონცერტებია დაგეგმილი. "მტერი ქართველების" მიერ კონცერტების გამართვამ ცხინვალში დიდი პროტესტი და ჩრდილოელ ოსებთან დაპირისპირებაც კი გამოიწვია. ცხინვალელები ვლადიკავკაზელებს "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებაში ადანაშაულებენ. ბოლო დღეებში იმდენად დიდი მღელვარებაა ცხინვალში, რომ, შესაძლოა, კონცერტები საერთოდ ჩაიშალოს კიდეც.
|
ელზა პაპოშვილი 24.03.2016
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება, არ არის გამორიცხული, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყოს და მასთან რეალურ თანამშრომლობას არავინ აპირებდეს. ამასთანავე, შეიძლება ეს ფაქტი "ქართულ ოცნებაში" არსებულ საკადრო კრიზისზე მიანიშნებს ან იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი სახლში გაშვება ინანა, რადგანაც მიხვდა, რომ ღარიბაშვილი ყველაზე ერთგული და უანგარო ხელქვეითი იყო. ასე აფასებენ პოლიტოლოგები მმართველი კოალიციის მთავარი პარტიის განცხადებას, რომ ექსპრემიერთან კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|