ია აბულაშვილი 30.03.2016
წინასაარჩევნო გარემოსა და იმაზე, რა კონფიგურაციით მივა მმართველი კოალიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, "რეზონანსი" პეტრე მამრაძეს ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 30.03.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თუკი კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება და მასში შემავალი 5-ვე პარტია ცალ-ცალკე იყრის კენჭს, მნიშვნელოვანი ხდება, რომელ პარტიას რა შანსი აქვს პარლამენტში ხელახლა შესასვლელად და ვის ემუქრება პარლამენტს მიღმა დარჩენის საფრთხე.
|
თიკო ოსმანოვა 30.03.2016
"დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშშია ასახული. თუმცა განსხავებული მონაცემები აქვთ კავკასიოლოგებს. მათი თქმით, კონფლიქტური სახელმწიფოების მოქმედ დაჯგუფებებში საბრძოლველად პანკისიდან და აჭარიდან 100-მდე მოქალაქეა წასული.
|
სალომე სარიშვილი 30.03.2016
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიის მისამართით მის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი კონტექსტიდან იყო ამოღებული. ამბობს, რომ არსი ამ განცხადებისა სულ სხვა რამეში მდგომარეობდა და მიზნად "რესპუბლიკელების" გამოყოფას ან კრიტიკას არ ისახავდა. ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა ერთმანეთის მისამართით თავშეკავებულად უნდა ისაუბრონ, თუმცა ამასთანავე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მკაცრი განცხადებები სახელმწიფო პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს.
|
თიკო ოსმანოვა 30.03.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ნელ-ნელა ცხრება - არხის დამფუძნებლები მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე მოლაპარაკებებს აგრძელებენ, მანამდე კი ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
|
ელზა პაპოშვილი 30.03.2016
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, პარტია კოალიციას დატოვებს თუ დარჩება. მათ კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ზუსტად იციან, მომავალ არჩევნებში როგორ და რა ფორმით წარსდგებიან.
|
ელზა პაპოშვილი 30.03.2016
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელიდან 18 წლის გოგონა სამმა უცნობმა პირმა გაიტაცა. რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ოჯახის წევრებმა, ზუგდიდის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში სასტიკად ნაწამები იპოვეს.
|
ეკატერინე ბასილაია 29.03.2016
"რესპუბლიკელებმა" "ქართულ ოცნებასთან" წინასაარჩევნოდ ვაჭრობა დაიწყეს და რამდენიმე დღეში საზოგადოებას ამცნობენ, თუ რა შედეგი მიიღეს პარტია "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების შემდეგ - რჩებიან კოალიციაში თუარა და რა პირობით.
|
ელზა წიკლაური 29.03.2016
ქართულ ბაზარზე "იაფი ცხიმებით" გაჯერებული ზეთი და რძის პროდუქტები იყიდება. ე.წ. ტრანს-ცხიმები, რომელთა დღიური ნორმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ქართულ პროდუქტში წარმოუდგენლად დიდია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტრანს-ცხიმებით გაჯერებული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია და მისი ზედმეტი დოზით მიღება ზრდის გულის კორონალური უკმარისობის განვითარების რისკს.
|
თიკო ოსმანოვა 29.03.2016
"პარტია "ქართული ოცნების" საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არ არის პარტია "რესპუბლიკელების" მხარდამჭერი. უფრო მისი მოწინააღმდეგეა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" შესაძლო დაშლას პოზიტიურად აფასებს.
|
თაკო მათეშვილი 29.03.2016
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გამორიცხავს, რომ "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში მათთან ერთად ალიანსი ჩამოაყალიბონ და არჩევნებში ერთად იბრძოლონ. აცხადებს, რომ ეს იდეის დონეზეც კი არ განიხილება.
|
სალომე სარიშვილი 29.03.2016
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. როგორც "რეზონანსს" ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, გამოცდების ახალი ფორმატით ჩაბარება აბიტურიენტებს, პედაგოგებს, მაგისტრობისა და სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველებს მოუწევთ.
|