თიკო ოსმანოვა
24.03.2016

 საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის მანდატზე უარს ამბობს და სამოქალაქო სექტორში გადადის. მისი თქმით, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობელემებია, რომელზეც ხმამაღლა საუბარს არასამთავრობო ორგანიზაციიდან შეძლებს. გამოსავალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებაში ხედავს. მისივე თქმით, მართლმსასჯულების საკითხები მხოლოდ მურუსიძის და გვენეტაძის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.

ელზა პაპოშვილი
24.03.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრა აუცილებელია, რათა ამ თემით მანიპულირება პოლიტიკურად დაინტერესებულმა ჯგუფებმა, მათ შორის პრორუსულმა ძალებმა არ სცადონ.

თაკო მათეშვილი
24.03.2016

 იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამტკიცებს, რომ პროკურატურა ცრუობს, როცა კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღებას წესების ცვლილებით ამართლებს და ამბობს, რომ რეალურად ინტერპოლმა იგი პოლიტიკურ დევნილად მიიჩნია.

თაკო მათეშვილი
24.03.2016

უნიათობა და უპასუხისმგებლობა - ასე აფასებს იურისტი პაატა შავაძე პროკურატურის საქმიანობას, რომლის შედეგადაც, მისი თქმით, ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოიღეს ჯერ ზურაბ ადეიშვილი, შემდეგ დავით კეზერაშვილი, ახლა კი უკვე დათა ახალაიაც.

ია აბულაშვილი
24.03.2016

ივანე მაჩაბლის შემოქმედებითი მოღვაწეობის, მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეებისა და უგზო-უკლოდ დაკარგვის შესახებ (ივანე მაჩაბელი 1898 წლის 26 ივნისს დაიკარგა) ფასდაუდებელი ცნობების შემცველია დიდი ქართველ მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მეუღლის, ტასო ბაგრატიონ-მაჩაბლის უცნობი წერილები, რომელებიც ოქსფორდშია დაცული. სულ 12 წერილია, ამათგან ათი ქართულ ენაზეა დაწერილი 1895-1902 წლებში, ხოლო დანარჩენი დათარიღებულია 1910-1914 წლით და ფრანგულად არის დაწერილი. დღევანედელ სტატიაში მკითხველს ვთავაზობთ ტასო მაჩაბლის ორ გამოუქვეყენებელ წერილს, რომელთა ადრესატი მარჯორი უორდროპია.

თაკო მათეშვილი
23.03.2016

 კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩნოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა", რომლის ექსტრადირებაც საქართველოში გუშინ განხორციელდა, მნიშვნელოვანი ინფორმატორი იქნება როგორც ჩანაწერების საქმეზე, ისე ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგაც.

თიკო ოსმანოვა
23.03.2016

 ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ნელ-ნელა ცხრება - არხის დამფუძნებლებმა, მაკა ასათიანმა და გია გაჩეჩილაძემ რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოახერხეს და მოლაპარაკებებს აგრძელებენ. მანამდე კი არხის თანამშრომლები ლევან გაჩეჩილაძის სახელზე დაწერილი განცხადების ანულირებას ითხოვენ.

ლიკა ამირაშვილი
23.03.2016

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საარჩევნო სიის 50 პროცენტი ქალი კანდიდატებით დააკომპლექტოს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ამით ქართულ საზოგადოებაში ქალების როლს ხაზი გაესმება და არჩევნებში გამარჯვება "გარდაუვალი გახდება".

სალომე სარიშვილი
23.03.2016

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა ფიქრობს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებაზე დავა წინასარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით შეიმუშავა.

ია აბულაშვილი
23.03.2016

 "ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ან სერიოზულად ვაპირებთ რუსეთთან ნორმალიზაციის პროცესის ახალ სიმაღლეზე აყვანას, ან ვაგრძელებთ ძველ კურსს ღია კონფრონტაციაზე," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
21.03.2016

 კოალიციის საარჩევნო სიით გამოჩნდება, თუ რა მიზანი დაისახა ხელისუფლებამ და რა უფრო პრიორიტეტულია მისთვის - მოკლე ვადაზე გათვლილი მმართველი პარტიის კეთილდღეობა თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ინტერესების გატარება.

თიკო ოსმანოვა
21.03.2016

 რუსეთის ციხეებიდან შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება გრძელდება - როგორც "რეზონასს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უთხრა, გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოეს ერთ თვეში მეზობელი ქვეყნის საპატიმროს კიდევ 4 ქართველი დატოვებს."


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×