ელზა წიკლაური 29.03.2016
ევროპის სახელმწიფოების ანალოგიურად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს საქართველოშიც ეძებენ. დევნილთა და განსახლების სამინისტროს 2010-2015 წლებში ასეთი თხოვნით უკრაინის, ერაყის, სირიის და სხვა ქვეყნების 4695-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 1273-მა პირმა მიიღო. როგორც სოზარ სუბარის უწყებაში აცხადებენ, ყველა დანარჩენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ევროპაში კი, გაეროს მონაცემებით, მიგრანტთა რაოდენობამ შარშან ერთ მილიონს გადააჭარბა.
|
აკაკი გვიმრაძე 28.03.2016
"ევროპულ მაღაზიებში თქვენ უკვე შეხვდებით ქართულ თხილს, კივის, თაფლს, მოცვს... ახლა გვინდა, რომ თევზის მიმართულებაც გავხსნათ.
|
თაკო მათეშვილი 28.03.2016
გასულ კვირას ყურადღების ცენტრში ისევ "ქართული ოცნების" საარჩევნო სია იყო მოქცეული, რომლის გარშემოც მითქმა-მოთქმა არ წყდება. გაკეთდა განცხადებები ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზეც.
|
თიკო ოსმანოვა 28.03.2016
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სტრუქტურის შექმნას ითხოვს. მისი თქმით, აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ფარული მიყურადება და თვალთვალი დღესაც გრძელდება.
|
ელზა პაპოშვილი 28.03.2016
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების თანამდებობის პირები, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებათ და ფარული ჩანაწერებით მათი დაშანტაჟების საშიშროება არსებობს, თანამდებობიდან ისე უნდა გადადგნენ, რომ ეს საჯაროდ არ გახმაურდეს.
|
ვახტანგ შამუგია 28.03.2016
სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ახალი ფაზა იწყება - რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერის შედეგად სამთავრობო ჯარებმა მთელ რიგ უბნებზე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს და ახლა შეტევაზე გადადიან. ამაზე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების 1/5-ზე მეტის დაკარგვა ნათლად მეტყველებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.03.2016
"ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე სოსო ვახტანგაშვილი "მთელ კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" დატოვება-არდატოვების შესახებ გადაწყვეტილებას 3 აპრილს დანიშნულ ყრილობაზე მიიღებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 28.03.2016
ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად აქტიური მზადება დაიწყეს - "რესუბლიკაში" 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით 12 გუნდის თამაშები გაიმართება.
|
ია აბულაშვილი 28.03.2016
ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი, თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული კულტურის ისტორიაში მთარგმნელობით საქმიანობას. ამ თემის გაშლა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ - ვინ იდგა საქართველოში მხატვრული თარგმანის სათავეებთან.
|
თაკო მათეშვილი 26.03.2016
"თავმოყვარეობადაკარგული პროკურატურა ვერ ახერხებს, ევროპელი პროკურორები თავის სიმართლეში დაარწმუნოს," - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღების კომენტირებისას და დასძენს, რომ შესაძლოა, საქმე მაღალჩინოსნების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნების არარსებობასთანაც გვქონდეს.
|
ელზა პაპოშვილი 26.03.2016
უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს შიდა ან გარე პოლიტიკური ძალა გარკვეული კომპრომატებით უკვე აშანტაჟებდეს, რის გამოც ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ამიტომაც მეჭიაური ამ ადამიანებს ურჩევს თანამდებობები დატოვონ.
|
თიკო ოსმანოვა 26.03.2016
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვის ხელისუფლება ევროპის 11 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც საზეიმო ღონისძიებების გამართვას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერს ატარებს. შესაბამისი ოფიციალური სატენდერო განცხადება უკვე ატვირთულია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
|