ეკატერინე ბასილაია 04.04.2016
"რესპუბლიკელების" მხრიდან იმის დაანონსებაც, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან, ვიდრე რამე მიუღებელი არ მოხდება, ეს უკვე გარკვეული მუქარის შემცველი თემაა. ყველა პარტიას თავისი თავი გასჭირვებია, მაგრამ თუ არჩევნებამდე 6 თვით ადრე დაიწყებენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, ისინი ამომრჩევლების წინაშე წარმოჩნდებიან, როგორც პოლიტიკური ძალები, რომელთა მთავარი პრიორიტეტი საკუთარი პარტიაა და არა სახელმწიფო," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ახლანდელი თუ განვლილი ურთიერთბრალდებები ძალიან მკაცრი წინასაარჩევნო ბრძოლის მხოლოდ პირველი ტაიმია.
|
თიკო ოსმანოვა 04.04.2016
მმართველი კოალიციიდან "რესპუბლიკელებისა" და "ეროვნული ფორუმის" გასვლას შესაძლოა, რეგიონულ დონეზე ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს და "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგოს. რა თქმა უნდა, ეს ყველგან არ მოხდება, თუმცა არის რეგიონები, სადაც "ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას სწორედ "რესპუბლიკელებისა" და "ფორუმის" წარმომადგენელთა ხარჯზე ინარჩუნებს.
|
ნინო ქეთელაური 04.04.2016
1-ლი აპრილიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. კანონი უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ამის შესაბამისი ახალი "სავიზო რეჟიმი" ამოქმედდა. ამ რეჟიმის თანახმად, ამიერიდან აფხაზეთში "უვიზოდ" შესვლის უფლება მხოლოდ იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს აქვთ, რომლებმაც აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარეს - ანუ, რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუისა და ვანუატუს მოქალაქეებს.
|
ელზა პაპოშვილი 04.04.2016
"კონსერვატიული" პარტიის წევრის ბიძინა გუჯაბიძის განცხადებით, ისინი კოალიციის დაშლის მიუხედავად, უმრავლესობაში რჩებიან. "კონსერვატორებმა" პოლიტსაბჭოზე იმსჯელეს და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კოალიცია დაიშალა და იგი მასში შემავალმა ორმა პარტიამ - "რესპუბლიკელებმა" და "ეროვნულმა ფორუმმა" დატოვა.
|
ლიკა გურაბანიძე 04.04.2016
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ 2016 წლის არჩევნებში ახალ კოალიციებს ის ადამიანები შექმნიან, რომლებიც პარლამენტს მიღმა არიან. მისივე განმარტებით, კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლის მთავარი მიზეზი საარჩევნო სია გახდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 04.04.2016
სხვადასხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები სკოლებში დისკრიმინაციას ისევ განიცდიან. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშია საუბარი.
|
ლიკა ამირაშვილი 04.04.2016
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, ისინი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავენ და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებენ.
|
ია აბულაშვილი 04.04.2016
პოეტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან არაჩვეულებრივი ექოთი, ათას ფათერაკთა და ჭირთა გადამხდელი და დამთმობი, ან ვერ დამთმობი. ჰოდა ხალხს აინტერესებს ისტორიები მათზე, მერე გზადაგზა რაღაც-რაღაცებს თვითონ გამოიგონებს და მითებიც იზრდება. მაიაკოვსკიც მითების საუფლოდან მოდის.
|
სალომე სარიშვილი 04.04.2016
პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერის გია ჟორჟოლიანის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამოუკიდებლად გადაწყვიტა, ეს კოალიციის დაშლას სულაც არ ნიშნავს. მისივე თქმით, მთავრობაცა და პარლამენტიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ კრიზისს არ უნდა ველოდოთ.
|
თიკო ოსმანოვა 02.04.2016
"ჯანსაღ გარემოში პარტია "ქართულ ოცნებას" დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ამ შემადგენლობით ეს შეუძლებელიც კია. რაც შეეხება "ქართული ოცნების", როგორც პარტიის, განახლებას, ამის სულ უფრო და უფრო ნაკლებ შანსს ვხედავ იმიტომ, რომ "ოცნებამ" ყველა შანსი გაუშვა, რომ რეალური განახლება და სწორი განვითარება აერჩია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი.
|
ეკატერინე ბასილაია 02.04.2016
კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლა გრძელდება, "რესპუბლიკელების" შემდეგ გასვლის გადაწყვეტილებას "ეროვნული ფორუმიც" არ მალავს და უკვე გაჩნდა ვერსიები როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე რაიონის მუნიციპალიტეტებში უმრავლესობის დაშლისა და საბოლოოდ პოლიტიკური კრიზისის დადგომის საფრთხეზე.
|
გვანცა ღვედაშვილი 02.04.2016
"დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი "რეზონანთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 2016 წლის არჩვნებში პარტია არა საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, არამედ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|