მარი ჩიტაია
01.04.2016

 წინასაარჩევნოდ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გახშირდება. წლის პირველ კვარტალი არც კი დასრულებულა და უკვე რამდენიმე სრულმასშტაბიანი აქციის მომსწრე გავხდით. ფოთში, რუსთავში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ზუგდიდში აქციები მძიმე მრწეველობასა და ტრანსპორტის სფეროებში დასაქმებულებმა მოაწყვეს. არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღეში "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ფოსტასა" და ზესტაფონის მუშები გაიფიცონ.

თაკო მათეშვილი
31.03.2016

 პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი კოალიციის დაშლას შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ რეალურად ქვეყანას ახლა ძლიერი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ისარგებლებს.

გვანცა ღვედაშვილი
31.03.2016

 "სითი პარკს" იმ საპარკინგო ადგილებს ჩამოართმევენ, რომლებიც ქვეითებს გადაადგილებაში ხელს უშლის. აგრეთვე იგეგმება მრავალსართულიანი პარკინგების აშენება. ამ ინფორმაციას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ავრცელებს. მისივე თქმით, "სითი პარკს" პარკინგისთვის გამოყოფილი 1500-მდე ადგილი ეტაპობრივად ჩამოერთმევა.

სალომე სარიშვილი
31.03.2016

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი დაძაბული ვითარების შედგომ, თსუ-ის რექტორმა ლადო პაპავამ უნივერსიტეტის აკადამიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. ეს გადაწყვეტილება პაპავამ პირადი მოტივით ახსნა და განაცხადა, რომ მიუხედავად მანამდე მისი ამ საკითხისადმი პრინციპული დამოკიდებულებისა, ამ აზრამდე თსუ-ში მიმდინარე პროცესის გაანალიზების შემდგომ მივიდა. პაპავას მოთხოვნა აკადემიურმა საბჭომ გუშინვე დააკმაყოფილა. თუმცა მისი შემცვლელის არჩევამდე, ამ თანამდებობაზე კვლავ ლადო პაპავა დარჩება.

ეკატერინე ბასილაია
31.03.2016

 ევროკავშირისგან შეპირებული ვიზალიბერალიზაციის ზაფხულში მიღების მოლოდინი ბოლო დღეებში ერთგვარი სპეკულაციის საგანი გახდა. კითხვები და კრიტიკა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჟოზეფ დოლის რამდენიმე დღის წინანდელ იმ განცხადებას მოჰყვა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული. ამ განცხადებამ საქართველოში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

თიკო ოსმანოვა
31.03.2016

 "თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინაც ჩაერევა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის საჭიროებას..." - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე. მისი თქმით, კოალიციაში ახლა კვოტების გადანაწილებაზე მიმდინარეობს ვაჭრობა, კოალიციის დატოვებას კი რეალურად არც ერთი პარტია არ აპირებს.

ია აბულაშვილი
31.03.2016

 "დღევანდელი საარჩევნო გარემო არაფრით განსხვავდება სხვა წინასაარჩევნო პერიოდისგან, რადგან პოლიტიკური პარტიები მკაცრად გამოკვეთილ პოზიციებზე არ დგანან და კვლავ რაღაც გაერთიანებაზე საუბრობენ, იმის ნაცვლად, დამოუკიდებლად აკრიბონ ძალა და სერიოზულ მოთამაშეებად იქცნენ. ეს საერთო ნიშანი წელსაც ძალაშია, განსხვავება მხოლოდ დაპირისპირების ფორმაშია" - აცხადებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
31.03.2016

 პოლიტოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია ვიზალიბერალიზაციის წლის ბოლომდე გადადებას არ ელის და ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვარაუდს საფუძველი ნაკლებად აქვს.

ელზა პაპოშვილი
31.03.2016

 ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტ ჯოზეფ დოულის მიერ გაკეთებული განცახდება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და მას არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არამედ თავად მისი პარტიაც კი არ იზიარებს, აცხადებს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

ელზა პაპოშვილი
31.03.2016

26 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა შარაბიძეებში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 14 წლის ანრი გ.

ლიკა ამირაშვილი
31.03.2016

იანვარში ჩატარებულ საგნობრივ გამოცდებში პედაგოგთა 83-მა პროცენტმა ბარიერი ვერ გადალახა. განათლების მინისტრის შეფასებით, ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო. თუმცა, როგორც პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ვახანია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, იანვრის გამოცდებისთვის განათლების სისტემა გამოცდების ჩასატარებლად მზად არ აღმოჩნდა. მისი თქმით, სისტემამ ვერ უზრუნველყო ელემენტარული ტექნიკური საკითხები, როგორიცაა საგამოცდო შენებების გათბობა.

თაკო მათეშვილი
30.03.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კოალიციის შესაძლო დაშლას მიესალმება და ამბობს, რომ ეს პარტიებისთვისაც, ამომრჩევლისთვისაც და ქვეყნისთვისაც ბევრად უფრო მომგებიანი იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×