თაკო მათეშვილი 02.04.2016
კოალიციაში შემავალ პარტიებს მოღვაწეობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსი აქვთ - ასე აფასებენ პიარსპეციალისტები კოალიციის პრაქტიკულად დაშლას და ამბობენ, რომ თითოეულ პარტიას შეუძლია ეს ყველაფერი მომგებიანად გამოიყენოს. ანუ, გაემიჯნოს ყველა იმ წარუმატებლობას, რაც "ოცნების" ხელისუფლებას ჰქონდა და საკუთარ თავზე მხოლოდ წარმატებები აიღოს.
|
ელზა პაპოშვილი 02.04.2016
ბათუმში შემზარავი ფაქტი მოხდა - შუახნის ქალი ქმარმა გამთენიისას ნაჯახით დაჭრა. 51 წლის ნ.გ. მეუღლემ შელაპარაკების ნიადაგზე ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი ნაჯახით მისი მოკვლა სცადა.
|
სალომე სარიშვილი 02.04.2016
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, "რესპუბლიკური" პარტიის გადაწყვეტილება - არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, თუმცა ერთდროულად კოალიციაში დარჩენაცა და წინასაარჩევნო კამპანიის დამოუკიდებლად წარმოებაც ექსპერტს არაბუნებრივად მიაჩნია. ცინცაძის აზრით, "რესპუბლიკელები" ამგვარი დიპლომატიით მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის შენარჩუნების მიზნით მოქმედებენ, რადგან ეს ტაქტიკა წინასაარჩევნოდ მათთვის საუკეთესო ბერკეტია.
|
თაკო მათეშვილი 01.04.2016
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კოალიციის დაშლას მიესალმება და ამბობს, რომ ეს ბოლოდროინდელი მოვლენების ერთადერთი ლოგიკური დასასრულია. თუმცა კოალიციაში შემავალი პარტიები წინასაარჩევნოდ არცთუ კარგ დღეში აღმოჩნდებიან, რადგან წარმატების შანსი, ხუხაშვილის აზრით, მხოლოდ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. დანარჩენ პარტიებს კი, მისი თქმით, ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ.
|
ელზა პაპოშვილი 01.04.2016
31 მარტს ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კვლავ გავრცელდა. რამდენიმე ადამიანს აღნიშნული ვიდეომასალა ფეისბუკზე გაუგზავნეს. პოლიტიკოსის ყალბი ფეისბუქპროფილით ვიდეო რამდენიმე ჟურნალისტს და მსახიობ ბესო ზანგურს მიაწოდეს. ვიდეოზე წვდომა ქართველმა სამართალდამცავებმა 7 წუთში დაბლოკეს.
|
ეკატერინე ბასილაია 01.04.2016
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები არჩევნებზე ცალ-ცალკე იყრიან კენჭს. გუშინდელი პარტნიორიები უკვე კონკურენტები არიან. ახლა მთავარი დილემაა, ამ დაშლილი კოალიციიდან ვინ შეძლებს პარლამენტში მანდატების მოპოვებას და ვინ - არა. პარტია "ქართული ოცნების" წევრები ირწმუნებიან, რომ მათ სანერვიულო არაფერი აქვთ და არჩევნებში ისინი ისევ პირველ ადგილზე გავლენ.
|
თიკო ოსმანოვა 01.04.2016
"3 აპრილისთვის "ეროვნული ფორუმისთვის" დაიწყება ახალი პოლიტიკური პროცესები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე. მისი თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლას პარტიის დღის წესრიგი არ შეუცვლია.
|
სალომე სარიშვილი 01.04.2016
რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ ერთპიროვნულად, ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, თუმცა საკმაოდ რთულად მიიღო. "ყველა პარტიამ თავისი ფასი უნდა იცოდეს. არასოდეს არ უნდა ითქვას, რომ ვიღაცა ვიღაცას დაეხმარა," - ამბობს ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას და უმატებს, რომ დადგა დრო, საქართველოში კოალიციები შეიქმნას როგორც ევროპაშია - არჩევნების შემდგომ და არა მანამდე.
|
თიკო ოსმანოვა 01.04.2016
"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რა სახით წარდგება პარტია საპარლამენტო არჩევნებში. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციებს გამართავს, როგორც საკუთარ წევრებთან, ისე პარტნიორ პარტიებთანაც. რაც შეეხება კოალიციიდან "რესპუბლიკელების" გასვლას, ტყემელაძე ამბობს, რომ ეს 2-თვიანი დაპირისპირების კანონზმიერი შედეგია.
|
ელზა პაპოშვილი 01.04.2016
ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერდაზვერვისა და კონტრდაზვერვის ექსპერტი, კავკასიის აკადემიის დირექტორი ლაშა პატარაია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე აცხადებს, რომ საქმე არა კიბერტერორიზმთან, არამედ კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის მცდელობასთან უფრო გვაქვს, რომელსაც რომელიმე ქვეყნის უშიშროების სპეცსამსახური მიზანმიმართულად ახორციელებს.
|
თაკო მათეშვილი 01.04.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი კოალიციის ყველა სუბიექტს აქვს, თუკი ისინი საარჩევნო კამპანიას სწორად წარმართავენ.
|
ია აბულაშვილი 01.04.2016
გასული საუკუნის 20-30 იან წლებში ქართველი გენერლის, ზაქარია მდივნის წარმატებული შვილების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ბევრი იწერებოდა, რადგან მათი ცხოვრება და საქმიანობა ძალიან ბევრ გამოჩენილ ადამიანთან იყო დაკავშირებული. სწორედ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ამ ოჯახის საინტერესო ისტორიიდან რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|