ია აბულაშვილი 07.04.2016
ქართული ჟურნალისტიკის ისტორიასა და მის განვლილ გზაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს რამდენიმე საინტერისო მასალა შევთავაზოთ, თუ როგორ ხდებოდა უცხოეთში გამოცემული ქართული ჟურნალ-გაზეთების გავრცელება საქართველოში. ამ მასალების მოძიებაში კი დაგვეხმარნენ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
|
ეკატერინე ბასილაია 06.04.2016
მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები ზაფხულამდე მოსალოდნელი არ არის. პრემიერი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილების პირველ ეტაპს ივლისში გეგმავს, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპი კი არჩევნებამდე 40 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოსაა გათვლილი და თუკი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ყველაფერი ამ გეგმის შესაბამისად უნდა წავიდეს. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" პარლამენტში თავისმა წყარომ შეატყობინა.ის, რომ მინიმუმ ერთ თვეში მთავრობაში ცვლილებები არ იგეგემება, დაადასტურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ, თუმცა როდის შესაძლოა მოხდეს ეს, ამაზე არ უსაუბრია.
|
სალომე სარიშვილი 06.04.2016
კოსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს არჩევნებში კენჭიყრის შემთხვევაში თანამდებობის დატოვება აღარ მოუწევს, აბსოლუტურად მისაღებია. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ამგვარი შესწორებით კონსტიტუცია აღარ იქნება კონკრეტულ პერსონალიებზე მორგებული და ბევრად უფრო გამართულ ცვლილებას მივიღებთ.
|
თიკო ოსმანოვა 06.04.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრა - არხის დამფუძნებლების, მაკა ასათიანისა და გია გაჩეჩილაძის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ტელეკომპანიას ზურაბ ნაყეური უხელმძღვანელებს. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან "მაესტროს" 15%-იანი წილის მფობელი მამუკა ღლონტი და 5%-ის მფლობელი ეკა აკობია და სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. თავად ზურა ნაყეური კი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობას დებს.
|
თაკო მათეშვილი 06.04.2016
"თუკი მინისტრები გადადგებიან, შეიძლება ამან საპარლამენტო კრიზისი შექმნას და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ამისათვის კი არც ერთი პარტია არაა მზად. მინისტრის პორტფელების გადაყრა, უპირველესად იმ პარტიებს არ აწყობთ, რომელთაც ეს პორტფელები აქვთ," - აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ყარაბაღში გამწვავებულ სიტუაციაზე გაესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 06.04.2016
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ კოალიციის დაშლა ბიძინა ივანიშვილს უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა და ბოლოდროინდელი პროცესებით მან პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება ამისთვის წინასწარ მოამზადა.
|
ლიკა ამირაშვილი 06.04.2016
ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური კონცეფცია მუშავდება, რომელსაც საფუძვლად საქართველოში არსებული დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზი დაედო. სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში დაბერების პროცესი აქტიურ ფაზაშია, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც ზრდის.
|
ელზა პაპოშვილი 06.04.2016
გორელი ლექტორი ირწმუნება, რომ სამსახურიდან ანტისტალინური განცახდებების გამო გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ავრცელებენ, რასაც თავად უნივერისტეტის ყოფილი ლექტორი არინა თავაქარაშვილიც ადასტურებს, მათ შორის თავის ფეისბუქ-გვერდზეც.
|
თაკო მათეშვილი 05.04.2016
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას ლოკალურ ომად აფასებს და ამბობს, რომ მალე, სავარაუდოდ, იგი "ლიმიტირებულ" ომში გადაიზრდება.
|
ეკატერინე ბასილაია 05.04.2016
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა 82 ქვეყანაში გამოაქვეყნა სტატიათა სერიალი, სადაც მოთხრობილია 72 ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების კორუფციული საქმიანობის თუ ფინანსური სპეკულაციების შესახებ და ამ გამოძიების მასალებში ბევრ სხვა ცნობილ ლიდერთან ერთად ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოფშორული ბიზნესი - "ლინდენ მენეჯმენტი".
|
თიკო ოსმანოვა 05.04.2016
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებლის, ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას აზრით, "ქართული ოცნების" გარდა, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არა აქვთ.
|
სალომე სარიშვილი 05.04.2016
"თეორიულად დასაშვები, თუმცა ნაკლებად სავარაუდო", - ამგვარია ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასება შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სპექტრს აწყობს, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიის არანაირი იმედი არ აქვს ან სულაც, ქვეყნის იმიჯის დაზიანება სურს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|