მალხაზ გაგუა 14.04.2016
2012 წლის ზაფხულში ენდიაის მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიაში რაიმე ისეთი ხარვეზი, რასაც შეეძლო შედეგზე გავლენის მოხდენა, არ აღმოჩნდა. სხვაობა კი იმით იყო გამოწვეული, რომ გამოკითხვა არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარდა, ამ ორ თვეში კი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, რამაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კეტლინ ფრანკოვიკი, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტი, ვინც იმ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2012 წლის კვლევასა და არჩევნების შედეგებს შორის განსხვავება შეისწავლა.
|
ელზა პაპოშვილი 14.04.2016
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, გუშინ საღამოს 9 საათზე ავტოსახელოსნოში მყოფ სამ ახალგაზრდას მწვანე ფერის "ოპელის" მარკის ავტომობილიდან დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლის შედეგად 2 კაცი მოკლულია, მესამე კი მძიმედ დაჭრილი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
|
ეკატერინე ბასილაია 14.04.2016
კონსტიტუციაში ქორწინების დარეგულირების საკითხი, შესაძლოა, რეფერენდუმზე გავიდეს. ცესკოში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა უკვე დარეგისტრირდა შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის? გუშინ შეტანილ ამ განცხადებას ხელს 4 წევრისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი აწერს და მაქსიმუმ ერთ თვეში ცნობილი უნდა გახდეს ცესკოს პასუხიც იმაზე, არის თუ არა ის თანახმა ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.
|
სალომე სარიშვილი 14.04.2016
"წარმოიდგინეთ, შეიძლება კვლევაში ეწეროს, რომ კითხვაზე 70%-მა პასუხი არ გასცა ან თქვა, არ ვიციო. ამ დროს კი ხდება ასეთი რამ: დარჩენილი 30%-ის 5%-ს პოციზიად თვლიან, რაც იმდენად სასაცილო არითმეტიკაა, რომ ნებისმიერი მაღალი ცნობიერების მქონე საზოგადოებაში კომიკურად ჩაითვლებოდა. თუკი კარგად ჩავუღმავდებით, ამ შედეგებმა ღიმილი შეიძლება ჩვენც მოგვგვაროს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია და დასძენს, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) კვლევა მთლიანად ერთი პარტიის ინტერესზეა მორგებული.
|
თიკო ოსმანოვა 14.04.2016
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის აზრით, ენ-დი-აის კვლევა რეალობას ასახავს. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" რეატინგი მკვეთრად დაცემულია და ამას არ სჭირდება განსაკუთრებული კვლევა.
|
თიკო ოსმანოვა 14.04.2016
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებლის, ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას აზრით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა "სიმპათიების საფუძველზე მიღებული შედეგია". მისი თქმით, ზუსტად ამ პერიოდში "ოცნების" დაკვეთით მისმა ორგანიზაციამაც ჩაატარა გამოკითხვა, სადაც სულ სხვა სურათი დადგა. მისივე თქმით, "ოცნების" რეიტინგი ბევრად აღემატება "ნაციონალებისას".
|
ელზა პაპოშვილი 14.04.2016
უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ენდიაის გამოკითხვას არ ენდობა, თუმცა ეთანხმება იმაში, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს, მივა თუ არა არჩევნებზე ან მხარს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს.
|
ელზა პაპოშვილი 14.04.2016
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში ახალი არაფერი ყოფილა, რადგანაც საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ელიტის მიმართ ისედაც ცნობილია.
|
სალომე სარიშვილი 13.04.2016
"წინასაარჩევნოდ სიების ფორმირება ძალზედ დინამიკური პროცესია. შესაძლოა, სადღეისოდ ასე ჰქონდეთ გადაწყვეტილი, მაგრამ ხვალ იმსჯელონ და ხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღონ. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვას ივანიშვილი იტყვის," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე და უმატებს, რომ საარჩევნო სიის შემადგენლობას საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხალხში უნდობლობის განცდა უკვე შექმნილია.
|
ელზა პაპოშვილი 13.04.2016
1-ელ აპრილს ფოთის ცენტრიდან, 28 წლის კაცი გაუჩინარდა, რომელსაც დღემდე ეძებენ. დაკარგული გიგა გოგოხიაა, რომელიც გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის სოფლიდან ქალაქში ბებიისთვის წამლების საყიდლად ჩავიდა. მედიკამენტების შეძენის შემდეგ, შემთხვევით ძველ მეგობარს შეხვდა და მასთან ერთად რესტორანში დალია. ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.
|
ეკატერინე ბასილაია 13.04.2016
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომლის სახელთან ადამიანების წამება და ზოგადად არაადამიანური მოპყრობაა დაკავშირებული, კიდევ ერთი, რიგით მე-10 ბრალი წაუყენეს - მოსკოვში გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა. ქარდავას ადვოკატის თქმით, ასევე საუბარია რუსი გენერლის, ვიაჩესლავ ბორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმის გამოძიებაზეც, თუმცა ამ მეორე საქმეზე გამოძიება არაფერს საუბრობს.
|
თიკო ოსმანოვა 13.04.2016
"ქართული ოცნების" მსგავსად საარჩევნო სიას ახალი სახეებით "ნაციონალური მოძრაობაც აკომპლექტებს. გიორგი ქადაგიძე, ოთო კახიძე, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ტუღუში და ელენე ხოშტარია, - ეს ის ახალი სახეებია, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მოხვდებიან. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
|
|