ელზა პაპოშვილი
22.04.2016

 "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ პარტიაში არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებენ და აზრს არავის ეკითხებიან. ეს კი, მისი აზრით, "ოცნების" ინტერესებს აზიანებს და არჩევნებში ღირსეული კანდიდატებით წარდგენის შანსს უკარგავს.

ეკატერინე ბასილაია
22.04.2016

 ქართველები საოკუპაციო საზღვრის მიღმა ახლობლების საფლავების მოსანახულებლად გასვლას, და წითელი კვერცხების გადაგორებას ვერც წლევანდელ აღდგომას შეძლებენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ისევ კატეგორიული წინააღმდეგია ერთი დღით მაინც დაუშვას ნებართვა და მხოლოდ ქალები მაინც გადავიდნენ ახლობლების საფლავების მოსანახულებლად.

სალომე სარიშვილი
22.04.2016

 "არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა, ჩვენს რიგებში ვიხილოთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ "ქართულ ოცნებაში" ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელთანაც შესაძლოა, პარტიამ საერთო ენა გამონახოს.

თიკო ოსმანოვა
22.04.2016

საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საბჭო 11 მაისს განიხილავს და სავარაუდოდ ივნისში ამ ქვეყნების მოქალაქეები ევროპასთან უვიზო თავისუფალ მიმოსვლას შეძლებენ. პროცედურების თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპალამენტი მიიღებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მაისის ბოლოს იმსჯელებს და შემდეგ უკვე 20 დღეში გადაწყვეტილება ძალაში შევა.

თაკო მათეშვილი
22.04.2016

 "პატრიოტთა ალიანსს", "მრეწველებისგან" განსხვავებით, ბიზნესწრეებთან კავშირი არ აქვს. ამგვარი კავშირები კი პარტიას არჩევნებისთვის ყოველთვის სჭირდება," - ამ მიზეზით ხსნის პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე "მრეწველებისა" და "ალიანსის" შესაძლო გაერთიანებას და აქვე დასძენს, რომ ამით პარტიები სხვა მხრივაც მიიღებენ მოგებას. კერძოდ იმით, რომ მათ დაახლოებით ერთი ტიპის ამომრჩეველი ჰყავთ და გაერთიანებით ამომრჩევლის დაქსაქსვასაც აირიდებენ თავიდან.

ნინო ქეთელაური
22.04.2016

ბაგებში, წყლის გამანაწილებელ ჭაში 46 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა. ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია და დაადგენს, იყო თუ არა ჭა თავახდილი და ვის ევალებოდა ამის მონიტორინგი.

თაკო მათეშვილი
21.04.2016

 არჩევნებში შესაძლოა, "მრეწველთა პარტია" და "პატრიოტთა ალიანსი" ერთად წარსდგდნენ. ამას არც ერთი მხარე არ გამორიცხავს, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

მაკა ხარაზიშვილი
21.04.2016

 საკრედიტო კომპანია "მოგოს" ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც ასეთი ტიპის კომპანიებს სჩვევიათ, კლიენტისთვის დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. მომხმარებლისთვის კი ერთადერთი გამოსავალი სამართლიანი სასამართლოს განაჩენია.

ეკატერინე ბასილაია
21.04.2016

როგორც ჩანს არასაპარლამენტო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ინტერპარტიული ჯგუფის წევრი 13 პარტიიდან 12 საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს ლა საპროტესტო აქციების დაწყება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

ია აბულაშვილი
21.04.2016

 "არსად არ მიმდინარეობს ფილოსოფიის ლექციასავით მშვიდად და მოსაწყენად წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ სკანდალის საბაბად რომ კამპანიის მრიცხველის ჩართვის დღე და საათი გამხდარიყო და პარტიებსაც ისე მტკივნეულად აღვიქვამთ, თითქოს ალ კაპონეს ჩაერთო თითოეული მათგანისთვის გადახდის "სოჩიკი"; ეს უკვე ქართული ნოუ- ჰაუა" - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო თემებზე გაესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
21.04.2016

 პოლიციამ 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებიდან გაუჩინარებული გურამ კვეზერელის გვამს გუშინ კოჯორში ერთ-ერთ აგარაკზე მიაკვლია. შეგახსენებთ, რომ მისი დედა, ნატო კვეზერელი, ამავე წლის 17 დეკემბერს, საკუთარ სახლში, აბაზანაში ყელგამოჭრილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედა-შვილის მკვლელობა გუშინვე გახსნილად გამოაცხადა.

ლიკა ამირაშვილი
21.04.2016

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ორგანიზებით მომზადებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საბავშვო ბაღის ჯგუფებში ბავშვების რაოდენობას, კვებას, უსაფრთხოებას, ჰიგიენას და ა.შ. კანონი დაარეგულირებს. პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი მოიწონა. მომავალ კვირას მეორე მოსმენა გაიმართება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×