ლიკა გურაბანიძე
25.04.2016

საქართველოში ბოლო წლებში სტუდენტთა რიცხოვნობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრძნობლად იმატა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში კერძო და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათში სტუდენტების რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

თიკო ოსმანოვა
25.04.2016

 "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა შესაძლოა, პარტია დატოვოს. ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას საჭირო დროს მიიღებს. თუმცა დასძენს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს და პოლიტიკაში რეტროგრადების პარპაშს არ დაუშვებს. მისივე თქმით, იგი "ოცნებაში" არსებით ცვლილებებს არ ელოდება.

გვანცა ღვედაშვილი
25.04.2016

 პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ. მისივე თქმით, ხელისუფლებისგან საარჩევნო ბარიერის 3-4%-მდე ჩამოწევას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ.

ნინო ქეთელაური
25.04.2016

ამერიკული სააგენტო "ბლუმბერგი" საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე სახელის შეცვლას ურჩევს. მათი აზრით, "საქართველო" გაცილებით კარგად ჟღერს, ვიდრე მსოფლიოში დამკვიდრებული "ჯორჯია".

ია აბულაშვილი
25.04.2016

 მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია აქტიურად იყო ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში და არაერთ საერთაშორისო ფორუმშიც მიუღია მონაწილეობა. ამის შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს. დღევანდელ სტატიაში მხოლოდ ერთ წერილზე გვინდა შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც გამოქვეყნდა ბერლინში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ "საქართველოს მოამბეში".

ეკატერინე ბასილაია
23.04.2016

 "არავინ არ აპირებს იმაზე კამათს, ბატონ ივანიშვილს აქვს თუ არა გავლენა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე მთავრობაზე, ამაზე საუბარი მუდმივადაა და ეს კითხვა ევროპაში საქმიანი ვიზიტებისას ჩასული მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც დასმულა, მაგრამ ამერიკელი კონგრესმენის დანარჩენი სხვა ბრალდებები იმდენად მძიმეა, რომ იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა გაიხსენებს გამონათქვამს - დუმილი თანხმობის ნიშანიაო. მინდა ვირწმუნო, რომ ასეთ სერიოზულ ბრალდებებს ივანიშვილი გვერდს არ აუვლის," - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

თაკო მათეშვილი
23.04.2016

 ბურჭულაძე, სერგეენკო, მარგველაშვილი და ალასანია - ასე გამოიყურება რეიტინგული ლიდერების პირველი ოთხეული აშშ-ის "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ("აირაი") სოციოლოგიური კვლევების მიხედვით. პარტიებში კი პირველ, მეორე და მესამე ადგილს "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" იკავებენ.

თიკო ოსმანოვა
23.04.2016

 უახლოეს მომავალში აშშ-ის კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია განიხილოს. ყოველ შემთხვევაში, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამას დაახლოებით 3 კვირის წინ ამტკიცებდა. იგი თებერვალში აშშ-ში იმყოფებოდა და სწორედ ამერიკელ სენატორ სტივ რასელს შეხვდა, რომელმაც გუშინ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრორუსულ ძალად მოიხსენია და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.

ლიკა ამირაშვილი
23.04.2016

 "ქართული ოცნების" წევრი დავით ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საკუთრი თავი ვანისა და ხონის მაჟორიტარად წარმოუდგენია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

სალომე სარიშვილი
23.04.2016

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, "ევროპელი კონსერვატორების" წევრი მარკ პრიჩარდი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბირთვული მასალის - საქართველოში ურანი 238-ის გასაღების მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა და ქვეყანა წარმატებულად ჩატარებული ოპერაციისთვის დადებითად შეაფასა. "ქედს ვიხრი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წინაშე", - განაცხადა სესიაზე პრიჩარდმა.

გვანცა ღვედაშვილი
23.04.2016

 მასობრივი მშნენებლობა, რომელზე თანხმობასაც მერია გასცემს, ეკოლოგ ნინო ჩხობაძის თქმით, არაგეგმურია, ირღვევა სტანდარტი, რომელიც სახლებს შორის უნდა არსებობდეს, ასევე არ არის გათვალისწინებული მწვანე საფარის ზონები. კომპანიები კი ცდილობენ ქალაქის გენგეგმის დამტკიცებამდე მოასწრონ მშენებლობების დაწყება.

ელზა პაპოშვილი
23.04.2016

დედა-შვილ ნატო და გურამ კვეზერელების გახმაურებული მკვლელობის გახსნილად გამოცხადების შემდეგ, საქმის ირგვლივ ახალი დეტალები გაირკვა. როგორც ცნობილი გახდა, კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები ვასილ გოშაძე და გიორგი ყუფარაძე, სხვა მკვლელობებისთვის სასჯელს წარსულში უკვე იხდიდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×