ელზა პაპოშვილი 05.05.2016
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიების დაფინანსების თემა აქტუალური ხდება და ისმის კითხვები, ვის ვინ და როგორ აფინანსებს. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც აპრილში პარტიების დაფინანსებას ეხება, პოლიტოლოგები აფასებენ და ამბობენ, რომ საქართველოში პარტიების დაფინანსების ოფიციალური მაჩვენებელი ხშირად რეალობას არ ასახავს.
|
ია აბულაშვილი 05.05.2016
დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა მივაწოდოთ საინტერესო ცნობა, თუ რა ხერხებით ებრძოდნენ კომუნისტები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ამის შესახებ პუბლიკაცია გამოქვეყნდა გასული საუკუნის 20-იან წლებში ჟენევაში გამომავალ ჟურნალ "თავისუფალ საქართველოში" სათაურით - "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაკეტვა".
|
თაკო მათეშვილი 04.05.2016
პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე 9 მაისის მოახლოებასთან ერთად ექსცესების გახშირებას ვარაუდობს და ამბობს, რომ სწორედ ამას ემსახურებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ოკუპაციის სიმბოლოდ აღიარებული გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული დროშებით მორთული ავტომობილებით შემოვიდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 04.05.2016
ექსპრემიერ ივანიშვილის წინააღმდეგ "ნაციონალების" გარდა გარემოსდამცველი არასამთავრობებიც აპირებენ საპროტესტო აქციებს, ამჯერად პროტესტის საგანი ის გახდა, რომ ტერიტორია, სადაც ერთი წლის წინ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობის გამო 500-ზე მეტი ხე მოიჭრა, დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის საკუთრება გახდა.
|
თაკო მათეშვილი 04.05.2016
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეს უპირისპირდება და მის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.
|
ელზა პაპოშვილი 04.05.2016
ქობულეთში 3 აპრილს, გვიან ღამით, ქალაქის ერთ-ერთ უბანში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც 65 წლის მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ და მის სახლში შეჭრას ცდილობდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცმა მეზობლის 11 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა.
|
თიკო ოსმანოვა 04.05.2016
ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიდეს. ფემიციდს, ანუ გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალის განზრახ მკვლელობას, სს-ის კოდექსში ცალკე მუხლი მიეძღვნება და "რიგით" დანაშაულზე უფრო მკაცრად დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით 11-დან 14 წლამდე.
|
ია აბულაშვილი 04.05.2016
"13 მაისს შეიძლება, ფართო გაგებით, არა მხოლოდ ერთი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის ბედი წყდებოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაციას სიმძაფრეს და დრამატიზმს მატებს ის ფაქტი, რომ რაღაც 5 თვეში არჩევნებია დანიშნული, ხოლო "რუსთავი 2" დღეს უკონკურენტოდ ფლობს ქართველ ტელემაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესს," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე გაესაუბრა.
|
სალომე სარიშვილი 04.05.2016
ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ საუბრობს და უკვე აღდგენილ იშხნის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარებულ სამუშაოებს აფასებს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ძეგლზე შეკრულია ყველა კამარა, თაღი; გადახსნილი კედელი კი ლითონის მჭიდებითაა დამაგრებული.
|
მარი გოცირიძე 03.05.2016
ხმაური ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირების გარშემო გრძელდება. რამდენიმე დღეა დავა პოლიტიკური ინტერპრეტირებით მიმდინარეობს და ნაკლებად ისმის მსჯელობა - რეალურად რაშია საქმე, რა მიწებზეა საუბარი და რა სარგებელს ან ზიანს მოუტანს ტერიტორიების გაცვლა როგორც ბოტანიკურ ბაღს, ასევე მთლიანად თბილისს უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ქალაქის კეთილმოწყობას.
|
სალომე სარიშვილი 03.05.2016
სპეციალურად "რეზონანსისთვის" მარტვილიდან
სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში 37 წლის მამაკაცი დანით მოკლეს. მკვლელობა შაბათს, 30 აპრილს, შუაღამისას ორ ახალგაზრდა კაცს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
|
თიკო ოსმანოვა 03.05.2016
"ეროვნული ფორუმი" განსხვავებულ აზრს ყოველთვის პატივს სცემს. არის თემები, რაშიც არის თანხვედრა და რაშიც - არა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ასე რომ, "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" დაპირისპირებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ვფიქრობ, ეს კერძო დავაა - ჩვენ აღარ ვართ "ქართული ოცნების" რეჟიმში. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხზე მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყეტილებას პარტიის წევრებთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" წევრი, დეპუტატი გიორგი ხეჩინაშვილი.
|