თაკო მათეშვილი
09.05.2016

 "ტვინის გადინება" - თანამედროვე საქართველოს სასტიკი რეალობა და პრობლემა, რომლის მოგვარების გადადებაც ქვეყანას მომავალს უსპობს - ასე ხედავენ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პროფესიონალი კადრების საზღვარგარეთ მასობრივ წასვლასა და დასაქმებას პროფესორ-აკდემიკოსები და ამბობენ, რომ თუკი სახელმწიფომ ამ ტენდენციის შეჩერებაზე არ იზრუნა, მას განვითარების პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

ლიკა ამირაშვილი
09.05.2016

 კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე მიიჩნებს, რომ მომავალ პარლამენტში, დიდი ალბათობით, უმრავლესობით ვერც ერთი პარტია ვერ შევა. როგორც ძაბირაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვის გარანტია მხოლოდ ორ პარტიას - "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება.

თიკო ოსმანოვა
09.05.2016

 საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. აპრილში საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბოლო, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით, 15 პროცენტით არის შემცირებული - კლება აღინიშნება უკლებლივ ყველა რეგიონში, თბილისის გარდა.

ელზა პაპოშვილი
09.05.2016

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლას ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად აღიქვამს. მისი თქმით, ბურჭულაძე საზოგადეობაში ივანიშვილის მსგავსად ავტორიტეტით სარგებლობს და ისიც ქველმოქმედებას ეწევა.

ვახტანგ შამუგია
09.05.2016

8-9 მაისს მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი ომის დასრულების 71-ე წლისთავს აღნიშნავს. მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა იყო ჩართული, 6 წელიწადს გაგრძელდა და, საერთო ჯამში, 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სალომე სარიშვილი
09.05.2016

 7-8 მაისს თბილისში რადიოლოგთა რიგით მეოთხე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. წლევანდელი კონგრესის ფარგლებში ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოწვეულ სტუმრებთან ერთად დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიისა და სხივური თერაპიის უახლოეს მიღწევებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ღონისძიება "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექიმებიც მონაწლეობდნენ.

თაკო მათეშვილი
07.05.2016

 ნატოცა და რუსეთიც ერთმანეთის წინააღმდეგ ძალას მაქსიმალურად ამაგრებენ, რათა თავიანთი გავლენის არეალი სათანადოდ ჰქონდეთ დაცული. სწორედ ამას ემსახურება, სპეციალისტების აზრით, ნაბიჯები, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში აქტიურად დგამენ - ამაგრებენ საზღვრებს სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო ძალებისა და შეიარაღების მობილიზებით. ეს საზღვარი კი, მათი თქმით, საქართველოზე გადის.

თიკო ოსმანოვა
07.05.2016

 "შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - შავი ზღვის ქვეყნები ნატოს წევრებიც არიან. ამიტომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე.

ეკატერინე ბასილაია
07.05.2016

საქართველო ივლისში ვარშავის სამიტზე მაპ-ს ვერ მიიღებს და ამერიკულმა მხარემ ეს ოფიციალურ თბილისს წინასწარ უკვე განუცხადა. წინასწარი ინფორმაციით, ნატო "რაღაც ახალს" მოიფიქრებს, რომელსაც დიდი ალბათობით ქართველი პოლიტიკოსები შეაფასებენ, როგორც "მაპ-ზე უკეთესს", რაც ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან ბევრჯერ გაკეთებულა.

ელზა პაპოშვილი
07.05.2016

 უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების ნებისმიერი შედეგის არალეგიტიმურად გამოცხადებას აპირებს და რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ემზადება.

ლიკა ამირაშვილი
07.05.2016

უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგობის მსურველთათვის ახალი პროგრამა დაინერგა - ისინი ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან მეთოდოლოგიას, გაკვეთილის წარმართვას, შეფასებას და ა.შ. გარდა ამისა, სტუდენტები სკოლებში პედაგოგიურ პრაქტიკასაც გაივლიან. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უმაღლესი განათლება უკვე მიღებული აქვს, თუმცა არა პედაგოგიური.

სალომე სარიშვილი
07.05.2016

 მოხვდება თუ არა ქართული ანბანის სამი სახეობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ნოემბერში გადაწყდება, მას შემდეგ, რაც იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ამ საკითხზე მუშაობას დაასრულებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×