სალომე სარიშვილი
16.05.2016

 ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც კულტურის სამინისტოში არსებულ შესაძლო კორუფციას ეხება, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მისი გუნდის მისამართით დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიად შეაფასა და შესაბამის ორგანოებს ამ საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, კულტურის სამინისტროში ფინანსური აუდიტი ჯერ კიდევ იანვრის თვეში შევიდა და შესაბამისად, მოკლვევა უწყებაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ვახტანგ შამუგია
16.05.2016

 ქართულ-ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები, "ღირსეული პარტნიორი 2016" აქტიურ ფაზაში გადადის. 14 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ექსპლუატაციის ნიუანსები აითვისეს.

სალომე სარიშვილი
16.05.2016

 "პოლიტსაბჭოს სიაში რამდენიმე ისეთი ადამიანის შეყვანა, რომელთა ერთადერთი და მთავარი დამსახურება ვითომ ევროპული ფასეულობის კბილებით დაცვაა, დიდი შეცდომაა," - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ქართული ოცნების" განახლებულ პოლიტიკურ საბჭოს და იმასაც აღნიშნავს, რომ მისთვის ახალი სახეების წარდგენა აბსოლუტურად არაფრის მთქმელი არაა, რადგან როგორც მათი გვარ-სახელები, ისე ბიოგრაფია საზოგადოებას არაფერს განსაკუთრებულსა და საინტერესოს არ ეუბნება.

ნინო ქეთელაური
14.05.2016

 საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცნობილი რუსი პრანკერების ბადეში გაება. ცნობისათვის, პრანკერი სატელეფონო ხულიგანია, რომელიც ამა თუ იმ ცნობილ ადამიანს ტელეფონით აშაყირებს და შემდეგ ამ ამბავს ასაჯაროებს.

თიკო ოსმანოვა
14.05.2016

 დღეს სპორტის სასახლებში პარტია "ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება, სადაც ძველ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც იქნებიან წარმოდგენილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, ინტელექტუალური კლუბის "რა სად როდის" მოაზროვნე ლაშა კილაძე და ბიზნესმენი დათო კოღუაშვილი - რეზონანსის" ინფორმაციით, ეს ადამიანები "ქართული ოცნების" ახალი სახეები იქნებიან, რომლებიც საარჩევნო სიაში წამყვან ადგილებს დაიკავებენ.

ლიკა ამირაშვილი
14.05.2016

მართლმადიდებელი სამყარო დიდი და წმინდა კრების მოლოდინშია, რომელიც 16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ჩატარდება. მასში 14-ვე საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობს. კრებას თითო ეკლესიიდან ეკლესიის მეთაური და 24 ეპისკოპოსი დაესწრება. თუ ეკლესიას 24 ეპისკოპოსი არ ჰყავს, რამდენიც ჰყავს იმდენი. ამასთანავე განსაზღვრულია დამატებით 6 პირის დამატება, მათ შორის შეიძლება საერო პირიც იყოს.

სალომე სარიშვილი
14.05.2016

 "ჩემთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ველოდები მასთან კონსულტაციას, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური და მისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზზე საუბრობს.

ელზა პაპოშვილი
14.05.2016

საჩხერეში დაკავებული და ცხინვალის იზოლატორში გადაყვანილი 9 ადამიანი თავისუფალია. ისინი გუშინ ქართველ სამართალდამცავებს რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს.

თაკო მათეშვილი
14.05.2016

 "ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, "ოცნებას" ბევრი ძველი სახე დატოვებს," - ამბობს პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "ქართული ოცნების" დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით და დასძენს, რომ სამთავრობო გუნდს შესაძლებლობა აქვს ახალი შემადგენლობით ბევრ კითხვასა და ჭორს წერტილი დაუსვას.

თიკო ოსმანოვა
14.05.2016

 "სპეკულაციები შეიძლება ყველაფერზე, თუმცა მე მგონი, თვითონ პოლიტიკურ პარტიებს ამ ეტაპზე არ აქვთ საჭიროება ასოცირდებოდნენ ერთმანეთთან. ვფიქრობ, ამ თემაზე საუბარი კონტპროდუქტიულია. როცა ჩამოყალიბდება ხედვა, პოლიტიკური გუნდის მიზნები, გარკვეული შეხედულებები, შემდეგ გამოჩნდება რეალურად, თუ ვისი შესაძლო პოტენციური მოკავშირე შეიძლება იყოს ბურჭულაძის გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "საქართველოს განვითარების ფონდის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანი.

ეკატერინე ბასილაია
13.05.2016

 "ლევან ბერძენიშვილი ან ემოციას აჰყვა, ან ცოტა ზედმეტებშია გადასული. მან თამაზ მეჭიაურთან მიმართებაში ელემენტარული ეთიკის ნორმები არ უნდა დაარღვიოს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც ლევან და დავით ბერძენიშვილების მხრიდან მეჭიაურის კრიტიკას რადიკალურად ემიჯნება და ამ ფონზე უახლოეს ხანში სამთავრობო ცვლილებებსაც პროგნოზირებს, რადგან მიაჩნია, რომ პრემიერი მინისტრებთან კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, მეჭიაურთან დაკავშირებით ზაქარეიშვილის მხრიდან მთავრობის კრიტიკა კი ძალიან უხერხული იყო.

ელზა პაპოშვილი
13.05.2016

 სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ საქმიანობაში მხარს უჭერს. მისი აზრით, ის ქვეყანასა და ხალხს იმედს დაუბრუნებს, რომელიც მათ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში დაკარგეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×