ლიკა ამირაშვილი
20.05.2016

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულს ზიკას ვირუსი ევროპაშიც გავრცელდება. როგორც ბიბისი ჯანმოზე დაყრდნობით წერს, საქართველოსა და რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.

თაკო მათეშვილი
20.05.2016

 რამდენიმე დღის წინ კახეთში მოსულ სეტყვას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი შეეწირა - თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი კი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

სალომე სარიშვილი
20.05.2016

 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-17 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად ამერიკელი და ქართველი დიპლომატები, პროფესორები, სტუდენტები, საერთაშორისო ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე სიტყვით ამერიკელი პროფესორი სიუზენ შილინგლოუ გამოვიდა, მოხსენების დასასრულს კი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შესახებ რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა.

თაკო მათეშვილი
19.05.2016

 კატასტროფული მდგომარეობა - ასე აფასებენ იურისტები და ადვოკატები სასამართლოებში არსებულ სიტუაციას, სადაც საქმეების განხილვას წლები სჭირდება. ზოგჯერ პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, მოდავე მხარეები ინტერესსაც კი კარგავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მრავალი სახის ზარალზე, რასაც ისინი გაჭიანურებული სასამართლო პროცესების გამო განიცდიან.

ეკატერინე ბასილაია
19.05.2016

 შაბათს, 21 მაისს, ჩერქეზი ხალხის გენოციდის დღეა და ანაკლიაში გენოციდის მემორიალის შემკობა და შემდეგ თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრში სტუმრების მიღება იგეგმება, სადაც სტუმრებს ჩრდილო კავკასიიდანაც ელოდებიან.

ელზა პაპოშვილი
19.05.2016

 უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ყრილობაზე ამბობს, რომ პარტიამ საზოგადოებას ის ვერ უთხრა, რისი მოლოდინიც იყო. მისი თქმით, ყრილობა კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ "ოცნებას" ამომრჩევლამდე მთავრობის მიერ 4 წლის მანძილზე გაკეთებული საქმეები მიეტანა.

სალომე სარიშვილი
19.05.2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები გადადგნენ და მათი ამგვარი გადაწყვეტილება რექტორ ლადო პაპავას გადადგომით ახსნეს. განაცხადეს, რომ თვითმმართველობის სამომავლო ბედზე უკვე პოზიციების დაკავების გარეშე იბრძოლებენ, რისთვისაც სტუდენტებს თანადგომისკენ მოუწოდებენ. "აუდიტორია 115" კი ამას ერთგვარ პიარსვლად აფასებს და ამბობს, რომ თვითმართველობის წარმომადგენლებს უფლებამოსილება ისედაც ეწურებოდათ.

ელზა პაპოშვილი
19.05.2016

 "ეროვნული ფორუმის" წევრი და დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ კაბელების საქმეზე დაკავებული ადამიანები უკანონო პატიმრები არიან. მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ პრეზიდენტმა ისინი შეიწყალოს.

თიკო ოსმანოვა
19.05.2016

 "ის, რომ თანამშრომლები გაიფიცნენ, საკმაოდ ცუდი მესიჯია საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუტისთვის. ვთვლი, რომ მენეჯმენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ ამ ტიპის აქცია არ გამართულიყო," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლად არჩეული წევრი ირინა ფუტკარაძე, რომელსაც ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

ვახტანგ შამუგია
19.05.2016

 ცხოვრება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრობ კონფლიქტურ რეგიონში და როდესაც შენი სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში ე.წ. "საზღვარი" გადის, რომელიც მავთულხლართებით არის აღნიშნული.

თაკო მათეშვილი
18.05.2016

 ნატო-ში მიღების ალტერნატივა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცების ინიციატივას და ამის ფარგლებში წვრთნების ჩატარებას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ენერგოუსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწყებული თანამშრომლობა მომავალში სამხედრო ალიანსში გადაიზარდოს, რომლის მიზანიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა იქნება.

ელზა პაპოშვილი
18.05.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყრილობა ფასადური იყო. მისი თქმით, ახალი სახეები, რომლებიც პარტიის ყრილობაზე წარადგინეს, საზოგადოების ცნობადობის თვალსაზრისით ნულის ტოლია, რაც თავად პარტიაში დაძაბულობასა და უთანხმოებას შექმნის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×