თიკო ოსმანოვა 26.05.2016
"29 წლის რაშიდ კანჯი ოღლი ტყვარჩელელი გათურქებული ლაზია. მამამისი რაულ კანჯი ოღლი იყო, რომელიც ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ომის მერე, სასტიკი მოქცევის გამო, ქართველებმა მოკლეს, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. ასევე, მას არასრულწლოვნის გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, რის გამოც სახლიც კი გადაუწვეს. როგორც ვიცი, ამირინ დუხინის სახელითა და გვარით გადავიდა რუსეთში. ახლა ამ წუთში რა სახელი და გვარი აქვს, არ ვიცი. ქალაქი, მე მგონი, იმავე დღეებში დატოვა," - აცხადებს მამუკა არეშიძე აფხაზ ე.წ. "მესაზღვრეზე", რომელმაც გასულ კვირას გიგა ოთხოზორია ხურჩასთან ცინიკურად მოკლა.
|
ლიკა ამირაშვილი 26.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალით გაიხსნება და 8 საათზე საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება.
|
ელზა პაპოშვილი 26.05.2016
თსუ-ში "აუდიტორია 115"-ის წევრები ხელისუფლებას სტუდენტური თვითმმართველობის სასწრაფოდ გაუქმებას სთხოვენ. მათ 25 მაისს უნივერსიტეტის ეზოში გამაფთხილებელი აქცია გამართეს და 27 მაისს მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
|
ელზა პაპოშვილი 26.05.2016
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად შეფასდა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რაშიდ კანჯი-ოღლუმ თავი რუსეთს შეაფარა, მისი დასჯის ბერკეტი ქვეყანას კიდევ უფრო შეუმცირდა. საქართველოს ამ მკვლელობის პოლიტიკურ ასპექტში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედი რჩება, რასაც ის მაქსიმალურად იყენებს.
|
ვახტანგ შამუგია 26.05.2016
კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრება სახიფათოსთან ერთად, რთულიც არის. მართალია, დღეს შიდა ქართლში აღარ ისვრიან, მაგრამ რუსი ე.წ. "მესაზღვრეები" ხშირად აპატიმრებენ პირებს, რომლებიც "საზღვარს" კვეთენ.
|
თიკო ოსმანოვა 25.05.2016
"სამეგრელოში ოპოზიციის გამარჯვება ძალთა ბალანსზე არ იმოქმედებს. თუმცა "ნაციონალებს" მიეცათ საშუალება, ეჩვენებინათ, რომ ისევ ძალა აქვთ, შეუძლიათ გარდატეხის შეტანა და ხელისუფლებაში დაბრუნება. სამეგრელოში "ოცნებას" ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარტიის "დაიცავი საქართველო" ლიდერი კახა მიქაია და ხელისუფლებას რამდენიმე რჩევას აძლევს.
|
ეკატერინე ბასილაია 25.05.2016
ოქტომბრის არჩევნებში პარლამენტის მანდატების "საკონტროლო პაკეტის" მოპოვების შესაძლებლობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, თუკი ოქტომბრამდე რაიმე სკანდალური, გარდამტეხი მოვლენა არ მოხდება და, როგორც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, უმრავლესობის მოპოვებისთვის "ქართულ ოცნებას" პოსტსაარჩევნო კოალიციის შექმნისათვის ძალაუფლების სხვისთვის გადანაწილება და დიდი გარიგებები აუცილებლად მოუწევს. ამ გარიგებებში მთავარი გასაღები კი, დიდი ალბათობით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალა შეიძლება გახდეს.
|
ელზა პაპოშვილი 25.05.2016
24 მაისს ივანე ჯავახიშივილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპირისპირება მოხდა. "აუდიტორია 115" აცხადებს, რომ მის წევრს, სტუდენტ ცოტნე ცხვედიანს 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ცხვედიანის თქმით, მას თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სასტიკად სცემეს.
|
თაკო მათეშვილი 25.05.2016
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი, სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების გაანალიზებით ასკვნის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ამის თქმის საფუძველს კი მას ის აძლევს, რომ 9 ოლქიდან, სადაც არჩენები გაიმართა, 7-ში სახელისუფლებო პარტიამ მოიგო.
|
სალომე სარიშვილი 25.05.2016
პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული ყრილობა კვირის ბოლოს, 28 მაისს გაიმართება, სადაც საზოგადოებას გუნდის შემადგენლობის შესახებ ახალ ინფორმაციას ამცნობენ.
|
თაკო მათეშვილი 25.05.2016
ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "ინტენსიურ გამოძიებას" აწარმოებს. მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პირობას დებს, რომ მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება და დამნაშავეს პასუხი აუცილებლად მოეთხოვება, თუმცა გამოძიების დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს. თავის მხრივ, საქმის გამოძიება, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამაც დაიწყო.
|
ელზა პაპოშვილი 25.05.2016
უკვე მეხუთე დღეა, რაც გორის რაიონის სოფელ ბობნევიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას ეძებენ. 20 მაისს ის ბოლოს მისმა 5 წლის ძმამ და თანატოლებმა სოფლის ცენტრში ნახეს, რის შემდეგაც ბავშვის კვალი გაქრა.
|
|