ნინო ქეთელაური
23.05.2016

 "სამშობლოს სამსახური არ ისჯება!" - ამ ლოზუნგით წარიმართა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ორგანიზებული აქცია, რომელიც ე.წ კაბელების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაპროტესტებლად პროკურატურასთან გაიმართა. აქციას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

სალომე სარიშვილი
21.05.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილ თანამშრომლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

ეკატერინე ბასილაია
21.05.2016

 დავით კოღუაშვილმა, რომელიც მხოლოდ სულ რაღაც ერთი კვირის წინ აირჩიეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალ წევრად, უკვე მოასწრო ის, რომ პარტიის წევრთა შორის "დაუფიქრებელი განცხადებების" რეკორდი მოეხსნა, და ასეთი შეფასება თავად პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან დაიმსახურა.

სალომე სარიშვილი
21.05.2016

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნისთვის (მაგალითად საქართველო) უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც მანამდე საკმაოდ რთულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

ელზა პაპოშვილი
21.05.2016

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ხუთშაბათს დე-ფაქტო საზღვართან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათი ინფორმაციით, 19 მაისს გიგა ოთხოზორია, სავარაუდოდ, 29 წლის რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ამის შესახებ რუსულ სააგენტო "ტასს" ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ განუცხადა.

ელზა პაპოშვილი
21.05.2016

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში, ავტოსაგზაო შემთხვევები გასული წლის ანოლოგიურ პერიოდთან შედარებით მომატებულია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 6%-ით არის გაზრდილი.

მარი ჩიტაია
21.05.2016

გარე ვაჭრობის დაკანონების მოთხოვნით აქციები რეგიონებშიც გახშირდა. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამეგრელოშია. ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა პროტესტის უცნაურ ხერხს მიმართეს და ქუთაისამდე ფეხით მსვლელობის აქცია მოაწყვეს, თუმცა ამით დიდად ვერაფერი გააწყვეს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება გარემოვაჭრეებთან დათმობას არ აპირებს. ზუგდიდის საკრებულოში აცხადებენ, რომ გარე მოვაჭრეების მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებენ.

ელზა პაპოშვილი
20.05.2016

 უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ის "ოცნებიდან" წასვლის შემდეგ საკუთარ პარტიას შექმნის. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მას "ქართული ოცნების" სხვა წევრებიც შეუერთდნენ, რომლებსაც მსგავსი მსოფლმხედველობა აქვთ.

თაკო მათეშვილი
20.05.2016

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისიფლების რეიტინგზე "კაბელების საქმის" შესაძლო გავლენას აფასებს და ამბობს, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი დაბალია, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებული პროტესტი ვერ მიიღებს იმხელა მასშტაბს, რომ არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

ეკატერინე ბასილაია
20.05.2016

ოკუპირებული აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვართან აფხაზმა მებაჟეებმა 31 წლის გალელი გიგა ოთხოზორია მოკლეს. მას ავტომატით 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - 2 ბარძაყში, 3 - მუცლის არეში და ერთი თავში. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

თიკო ოსმანოვა
20.05.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს რაიონის კანდიდატ ივანე როყვას განცხადებით, სოფელ ჩუნეშში მოსახლეობასთან შეხვედრა პარტიამ 5 დღით ადრე დააანონსა. აქედან გამომდინარე, ალასანიას გუნდი "ქართული ოცნების" ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და, პირიქით, შეხვედრის ჩაშლაში მათ ადანაშაულებს.

თიკო ოსმანოვა
20.05.2016

"ქართული ოცნება" "თავისუფალ დემოკრატებს" პროვოკაციაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, 22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები მატულობს. "ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ცოტნე ზურაბიანის თქმით, მოსახლეობასთან დაგეგმილ ერთ-ერთ შეხვედრაზე ალასანია თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×