ეკატერინე ბასილაია
13.05.2016

 თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის გამო ისრაელის კორუფციულ სკანდალში ეხვევა. საუბარია ათეული მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტის დადებისას კორუფციულ გარიგებაზე, ე.წ. ატკატებზე და გამორიცხული არ არის, ექსმინისტრის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის ორ ბრალდებას კიდევ ერთი დაემატოს და ისრაელის ფაქტორის გამო, ამ შემთხვევაში მაინც, გახდეს შესაძლებელი მისი ექსტრადირება.

თიკო ოსმანოვა
13.05.2016

 "სახელმწიფო ხალხისათვის" - 6 - თვიანი მოთელვის შემდეგ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. ამბობს, რომ იძულებული გახდა, მიეტოვებინა კარიერა, ტკბილი ცხოვრება და პოლიტიკურ ძალას სათავეში ჩადგომოდა. პარტიის ყრილობას თვის ბოლოს გამართავს და შემდეგ გახდება ცნობილი მისი გუნდის შემადგენლობაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, "საქართველოს განვითარების ფონდი" ფუნქციონირებას ძველებურად გააგრძელებს, თუმცა რამდენიმე წევრის გამოკლებით, რომლებმაც პარტიაში გადაინაცვლეს.

ელზა პაპოშვილი
13.05.2016

22 თებერვალს, ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ 3 თვე გავიდა და მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის. თუმცა დაღუპული ნონა რომანაძის ახლობლები აცხადებენ, რომ გამოძიება მკვლელეობის რამდენიმე ვესიაზე მუშაობს და სავარაუდო ეჭვმიტანილთა ფართო წრე ჰყავს.

რეზონანსი
13.05.2016

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური გუშინ საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. სუს-ის უფროსს დეპუტატებისთვის უწყების საქმიანობის ანგარიში უნდა წარედგინა. იქიდან გამომდინარე, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა - საკონსტიტუციო სასამართლოს - საკითხის განხილვა სესიის დასრულებამდე გაგრძელდა, სუს-ის ანგარიშის მოსმენა, რომელიც მეორე საკითხად იყო ჩანიშნული, ვერ გაიმართა.

თაკო მათეშვილი
13.05.2016

 პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს უამრავი კითხვა აქვს. ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია, რადგან არც მისი საარჩევნო პროგრამაა ცნობილი, არც გუნდი, არც რესურსი და არც დაპირებები.

თიკო ოსმანოვა
12.05.2016

 პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აწ უკვე ყოფილი წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, პარტიას არ შესწევს უნარი, რეალური ცვლილებები განახორციელოს და მხოლოდ ფასადურით შემოიფარგლება. მისი თქმით, შაბათს დაგეგმილი ყრილობა სწორედ ამის დემონსტრირებაა. ამბობს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს, თუმცა სამომავლო გეგმებზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებს. დასძენს, რომ არცერთ პარტიასთან არ იკვეთება მისი სამომავლო გზები.

თიკო ოსმანოვა
12.05.2016

 "ამაში სააჟიოტაჟო არაფერია - ბევრი მოსულა და წასულა, თუმცა, ბუნებრივია, არ არის სასიამოვნო. ასე არ უნდა ვუშვებდეთ ხალხს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე. იგი პარტიიდან ძველი სახეების გაშვებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს. მისი თქმით, პარტია ძველი და ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს.

თაკო მათეშვილი
12.05.2016

 გუშინდელი დღე მმართველ გუნდში მრავალფეროვანი დაპირისპირებებით გამოირჩეოდა. რესპუბლიკურ პარტიას ახლა არა მხოლოდ ზოგიერთი დეპუტატი უპირისპირდება, არამედ უკვე - პრეზიდენტი და "თავისუფალი დემოკრატები".

ვახტანგ შამუგია
12.05.2016

 11 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2016" გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ამ წვრთნებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. მას განსაკუთრებით აქტიური გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში, სადაც ამ სწავლებას "სახიფათო" და "პროვოკაციული" უწოდეს. თავის მხრივ, ქართველი და დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებით, "ღირსეული პარტნიორი 2016" არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. იგი მიზნად ქვეყნის არმიის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო კუთხით თავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს.

ელზა პაპოშვილი
12.05.2016

უკვე რამდენიმე დღეა, რაც 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს მაშველები მტკვარში უშედეგოდ ეძებენ. ახლობლები ეჭვობენ, რომ 7 მაისს შეყვარებულთან კამათის შემდეგ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილს 6 წლის შვილი დარჩა. როგორც გოგონას დედა ლალი კანიაშვილი ამბობს, არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გოგონა მტკვარში ხტება, სანაპიროზე კი მისი პირადი ნივთები იპოვეს.

თაკო მათეშვილი
12.05.2016

 "თავისუფალი დემოკრატები" არ ახმაურებენ, თუ ვისთან ამჯობინებენ ძალების გაერთიანებას იმ შემთხვევაში, თუკი კვლევების შედეგები, რომელთაც ისინი ნდობას უხცხადებენ, გამართლდა და არჩევნების შემდეგ მთავრობის დასაკომპლექტებლად პარლამენტში კოალიციის შექმნა გახდა საჭირო.

სალომე სარიშვილი
12.05.2016

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაცემული მაღალი ხელფასებისა და პრემია-დანამატების საკითხი ბოლო ორი დღის მანძილზე საზოგადოებისა და იურისტების განხილვის საგანია. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოთხოვილმა საჯარო ინფორმაციამ აჩვენა, რომ საარჩევნო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიღებული ანაზღაურება თვეში ხშირად 20 000 ლარს აჭარბებს. თავად ცესკოში აცხადებენ, რომ მაღალი ხელფასებიც, პრემიებიცა და დანამატებიც კანონმდებლობის სრული დაცვით გაიცემა. იურისტების ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს და კვლავ კანონის უგულებელყოფაზე საუბრობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×