ია აბულაშვილი 07.05.2016
გასაბჭოებულ საქართველოში გამეფებული სისხლიანი ტერორის ისტორიისთვის ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის გასული საუკუნის 20-30 წლებში ბერლინში გამომავალ ჟურნალ "საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული ქრონიკა: "როგორ იხოცებიან ქართველი პატრიოტები სამშობლოსათვის".
|
ლიკა ამირაშვილი 06.05.2016
ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლის მიზეზი ისაა, რომ პარტიას განვითარების პოტენციალი აღარ აქვს. როგორც ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ "ნაციონალური მოძრაობა" კრიზისში იმყოფება, მისი დაშლის ილუზია არ არსებობს.
|
სალომე სარიშვილი 06.05.2016
"ნაციონალური მოძრაობიდან" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წასვლას გუშინ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება პარტიაში სიახლეების ნაკლებობით ახსნა, თუმცა "ნაცმოძრაობაში" განაცხადეს, რომ იგი საარჩევნო სიის პირველ ათეულში ვერ მოხვდა, რის გამოც პარტია დატოვა.
|
თიკო ოსმანოვა 06.05.2016
პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდი" პოლიტიკისკენ გეზს იღებს. ამასთან დაკავშირებით მინიშნება უკვე გააკეთა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, ხალხში დიდი მოთხოვნაა, რომ ფონდი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. ფონდის ერთ-ერთი წევრის, დავით ჯანდიერის განცხადებით კი, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას გონივრულ ვადაში აცნობებენ.
|
თაკო მათეშვილი 06.05.2016
მეცნიერებათა აკადემიაში გამართული სკანდალური კრება, სადაც აკადემიკოსები ერთმანეთს სიტყვიერად და ლამის ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ, კვლავ განხილვის საგანია. აკადემიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა, რომელიც რუტინული სამუშაოს შესასრულებლად იყო საჭირო, განგებ დაამსგავსეს შოუს და მასზე ისეთი ხალხი მიიწვიეს, ვისაც არც აკადემიასთან აქვს შეხება, არც კანონპროექტთან და იმაზეც ზერელე წარმოდგენა ჰქონდათ, თუ რა წერია მასში.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.05.2016
ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე პოზიციაზეა. აღნიშნული ინდექსის ავტორები იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები არიან, რომლებიც რამდენიმე ფაქტორით ხელმძღვანელობენ, მათ შორის: მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, წყლის რესურსებისა და ტყის მასივის ზონები, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ჰაერის ხარისხი, ქვეყნის წყლის რესურსის მდგომარეობა, ბუნებისა და გარემოს სანიტარიული ნორმა და ა.შ.
|
ელზა წიკლაური 06.05.2016
წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ ბიზნესმენებთან ერთად, მთავრობას უმოქმედობაში სახალხო დამცველიც ადანაშაულებს. ომბუდსმენი განსაკუთრებულ ყურადღებას უძრავ ქონებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ქონებაწართმეულთა საქმეების გამოძიების ტემპით უკმაყოფილოა. 3,5 წლის განმავლობაში "ოცნების" ანგარიშზე მხოლოდ რამდენიმე დაბრუნებული მანქანაა. სხვა არც ერთი გახმაურებული ქონებრივი დავა ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ არ დასრულებულა. ამ დროს კი კარს ახალი არჩევნები მოგვადგა.
|
ელზა პაპოშვილი 06.05.2016
"თუ უდესიანის დაკავება და ექსტრადირება არჩევნებამდე არ მოხდება, მაშინ ნათელი გახდება, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერის მიზნით დაწყებული პიარია. ეს საქმე სამი წლის განმავლობაში თაროზე შენახული ჰქონდათ. იმედია, საქმე მოჩვენებითი სამართლიანობის აღდგენასთან არ გვაქვს, რომელიც პერიოდულად ახსენდებათ ხოლმე", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ბესიკ ხარძიანის მეგობარი და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია.
|
თიკო ოსმანოვა 06.05.2016
მანკიერ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციამ ამჯერად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შესჩივლა. თავის მხრივ კი, ევროსაბჭო ოპოზიციას არჩევნების დაკვირვებას და მასზე შუალედური ანგარიშის მოხსენებას დაჰპირდა.
|
თაკო მათეშვილი 05.05.2016
დემაგოგი, გარეწარი, მოსყიდული, პროვოკატორი, გამყალბებელი, ნაგავი, ნაბი.....ი - მსგავსი შეურაცხმყოფელი სიტყვები გუშინ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ისმოდა, რომელსაც აკადემიკოსები, წევრ-კორესპონდენტები და მეცნიერები ესწრებოდნენ.
|
თაკო მათეშვილი 05.05.2016
მეცნიერებათა აკადემიაში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ აკადემიკოსი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე "რეზონანსს" ესაუბრა.
|
გვანცა ღვედაშვილი 05.05.2016
"ქართული ოცნების" წევრი გუგული მაღრაძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში "სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს" და "ქართული ოცნების" კეთილსინდისიერ მუშაობას დააფასებს". მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეც პარტიას მიესალმება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობაში იქნება.
|
|