მაკა ხარაზიშვილი
03.05.2016

 ქართული სოფელი თანდათან პატარავდება და კვდება. ბოლო 12 წელიწადში სოფელი მოსახლეობის თითქმის მეოთხედმა დატოვა. ეს არის ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი სოფლის განვითარების ისტორიაში. 90-იანი წლების შემდეგ სოფლად ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. სარწყავი სისტემების მოშლისა და ქარსაცავი ზოლების გაჩეხვის გამო მიწები გამოიფიტა და მოსავლიანობა შემცირდა. უკეთესი ცხოვრების საძებნელად ადამიანებმა ქალაქში ყოფნა არჩიეს.

სალომე სარიშვილი
30.04.2016

 ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე იშხნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლზე თურქმა სპეციალისტებმა როგორც ფიზიკური, ისე კედლის მხატვრობის სამუშაოები დაასრულეს. ამის შესახებ "რეზონანს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს და დასძინეს, რომ ამჯერად ორ მხარეს შორის მოლაპარაკება თურქეთში მდებარე სხვა ქართული ძეგლებისა და საქართველოში ოსმალური ძეგლების აღდგენის საკითხზე მიმდინარეობს.

თაკო მათეშვილი
30.04.2016

არასამთავრობოების ინფორმაციით 193 ათასი სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით კი 159 ათასი ამომრჩეველი 8 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მათ ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ წესრიგში, ან კონკრეტულ მისამართზე არ არიან რეგისტრირებული.

გვანცა ღვედაშვილი
30.04.2016

 "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ისინი პარლამენტში აუცილებლად მოხვდებიან. რაც შეეხება მათი და "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ დაპირისპირებებსა და კამათს, მისი თქმით, ეს ბუნებრივია, რადგან არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე იღებენ და "რესპუბლიკელებს" არ აქვთ არანაირი ვალდებულება ის კანონი მიიღონ, რაც მათ სწორად არ მიაჩნიათ.

ლიკა ამირაშვილი
30.04.2016

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ("აირაი," კვლევებს არ ენდობა და არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული კვლევები პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდეს. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, მაშინ დაიწყებენ ყვირილს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და დასტურად ამ კვლევის შედეგებს მოიყვანენ.

თიკო ოსმანოვა
30.04.2016

 "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარტიის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. მისი თქმით, ვისაც უნდა სიაში ყოფნა, ყრილობას უნდა დაელოდოს, რომელიც 14 მაისს გაიმართება.

ვახტანგ შამუგია
30.04.2016

 1991 წლის 30 აპრილი საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. სწორედ ამ დღეს, თბილისის "დინამოს" სტადიონზე ქართული გვარდიის პირველი სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 500-მდე ახალწვეული მონაწილეობდა. იგი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ და თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა, თენგიზ კიტოვანმა ჩაიბარეს. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართულ არმიას.

თაკო მათეშვილი
29.04.2016

 ბათუმის პორტი მალე შესაძლოა, ამერიკული სამხედრო ძალების დისლოცირების ადგილი გახდეს. სწორედ ამაზე მეტყველებს, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაციის ჩამოსვლა და მათი განცხადება, რომ მათ აინტერესებთ, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ბათუმში თავიანთი ტექნიკის გადმოსხმა.

ელზა პაპოშვილი
29.04.2016

 პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი ცუდად მომზადებული იყო და აღმოჩნდა, რომ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი არ აინტერესებს.

ეკატერინე ბასილაია
29.04.2016

2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,714 მილიონია, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15%-ით,(658 ათასით) ნაკლები, 1989 წელთან შედარებით კი - 31%-ით, (1,6 მილიონით) ნაკლები.

თიკო ოსმანოვა
29.04.2016

 "ევროპულ ინტეგრაციას აქვს ორმხრივი პოზიტიური ეფექტი - ეს რუსეთს აიძულებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური ნაბიჯები გადადგას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავესაუბრეთ.

ია აბულაშვილი
29.04.2016

 განათლების სისტემაში გასატარებელ აუცილებელ რეფორმებს და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე უკვე რამდენიმე კვირაა, სტუდენტები პერმანენტული აქციებით გამოდიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×