თაკო მათეშვილი
28.04.2016

 ვიზიტი ვიზიტისთვის - ასე აფასებენ პოლიტოლოგები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ვიზიტს და ამბობენ, რომ იგი არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, ვინაიდან მას უფრო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და აქ თავად ფაქტი იყო მნიშვნელოვანი - კვირიკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა.

ელზა პაპოშვილი
28.04.2016

 ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის თემით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიზანმიმართული წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყო.

ეკატერინე ბასილაია
28.04.2016

 ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება დაიწყეს, პროგნოზიც კეთდება იმაზე, რომ ზაფხულში რუსი ტურისტების რიცხვი 5-ჯერ გაიზრდება და მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებლებს რაღაც აკრძალვები უწესდებათ, მაინც იმედოვნებენ, რომ წელს მაინც შეძლებენ სოჭსა და ყირიმს გაუწიონ კონკურენცია.

ლიკა ამირაშვილი
28.04.2016

 "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის სიტუაცია ცოტა გამწვავდება. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის მიმართ კრიტიკულები ვიქნებით, თუმცა ხელჩართულ ბრძოლამდე არ მივალთ," - ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას პარტია "ქართული ოცნების" წევრმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
28.04.2016

 2 დაყენებული შუამდგომლობა და არც ერთი დაკმაყოფილებული - "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს ზეწოლაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი თქმით, ეს კოლეგია არ არის მიუკერძოებელი, ეს სხვა საქმეს ემსახურება და არა მართლმსაჯულებას. ა/ო "ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია კი პროცესის ფორსირებას ვერ ხედავს, თუმცა წინასწარ რამეს თქმისგან თავს იკავებს.

ია აბულაშვილი
28.04.2016

 უძველეს ქრისტიანულ დღესასწაულს - აღდგომას სრულიად საქრისტიანო განსაკუთრებულად აღნიშნავს, აღდგომას სრულდება 40 - დღიანი მარხვა, თუმცა სააღდგომო სუფრისთვის მზადება აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
27.04.2016

 ბრიუსელში გამართულმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, მიიღო განცხადება და შეიმუშავა რეკომენდაციები, მაგრამ მძაფრი დაპირისპირების თემა გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხი .

რეზონანსი
27.04.2016

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე "რეზონანსს" და მის ყოველკვირეულ დამატება "მთელ კვირას" საკმაოდ მძიმე ბრალდებას უყენებს, ბოდიშის მოხდას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება.

ელზა პაპოშვილი
27.04.2016

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი "წაართვა" და თავის რეზიდენციას მიუერთა. მელიას თქმით, მან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურად მოიპოვა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქალაქის მერი დავით ნარმანია და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, ქალაქის ინტერესებს ერთი ადამიანის ახირებას წირავს.

თიკო ოსმანოვა
27.04.2016

 "რუსთავი 2-ის" წილებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, ორ კვირაში გამოიტანოს. ტელეკომპანიის ერთ-ერთი ადვოკატის, თამთა მურადაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლო "ურთმელიძის პრაქტიკას აგრძელებს" და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, დასკვნითი პროცესი აღდგომის შემდეგ პირველივე კვირაში ჩაინიშნოს. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით კი, ტელევიზიას ქიბარ ხალვაშს არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს და სამოქალაქო დაპირისპირებით იმუქრება.

თაკო მათეშვილი
27.04.2016

 "ქართულ პასპორტს ბევრი აიღებს, თუმცა რუსეთისა და მის მიერ დასმული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისაგან იმ ხალხის მიმართ, ვინც ქართული პასპორტის აღებას გადაწყვეტს, ძალიან დიდი დევნა და შევიწროება იქნება," - ამბობს პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.

ია აბულაშვილი
27.04.2016

 "ორი მთავარი გარემოებით არის დაკავებული დღეს ქართველი კაცის გული და გონება - ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი და საარჩევნო მარათონი, რომელშიც ძალაუნებურად მთელი ქვეყანაა ჩართული. საარჩევნო პროცესი კი უფრო და უფრო მძაფრდება" - აცხადებს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×